ადვოკატთა ასოცაციის საერთო კრება 09.12.2017

16 ნოემბერი 2017

                  

                                        

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!!!

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს 13:00 საათზე

გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

/ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს,  

ეთიკის კომისიის და  სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები/

მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1. „სპორტის სასახლე“

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.

                                     

კრების  დღის  წესრიგი

09.12.2017 წელი

10:00-13:00   წევრთა რეგისტრაცია.

13:00-13:15   კრების გახსნა.

13:15-13:30   ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა.

13:30-15:00      თავმჯდომარეობის კანდიდატების მიერ საარჩევნო პროგრამის წარდგენა.

15:00            წევრების რეგისტრაციის დასრულება.     

15:00-18:00 ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისკომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები - ხმის მიცემა.

18:00-22:00   ხმების დათვლა.  

22:00-22:15   არჩევნების შედეგების გამოცხადება

22:15            კრების დახურვა.         








                                                           განცხადება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის.

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს   დანიშნულ  ს.ს.ი.პ. „ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საერთო კრებაზე გაიმართება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს წევრების, ეთიკის კომისიის    წევრების (12 ადვაკატი-წევრის და 3 არა ადვოკატი წევრის) და  სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები. 4 წლის ვადით.

მსურველებს გთხოვთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131-1 მუხლის  თანახმად   მიმდინარე წლის 24 ნოემბრის, 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ განცხადება არჩევნებზე  თქვენი ნომინირების  შესახებ.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში.

საარჩევნო დღეს კანდიდატების ნომინირება დაუშვებელია.

ასოციაციის თავმჯდომარეობის,  აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის  წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები:                                                                                                                                                  

  • განცხადება ნომინირების შესახებ;

  • ავტობიოგრაფია ან CV;

  • პირადობის  მოწმობის ქსეროასლი;

  • ადვოკატის  მოწმობის ქსეროასლი.

ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები და მოთხოვნები:                                                                                                                                                  

  • განცხადება ნომინირების შესახებ;

  • ავტობიოგრაფია ან CV;

  • პირადობის  მოწმობის ქსეროასლი;

  • ადვოკატის  მოწმობის ქსეროასლი.

 ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

ეთიკის კომისიის  არა ადვოკატი წევრის ნომინირებისთვის საჭირო საბუთები და მოთხოვნები:

  1. განცხადება ნომინირების შესახებ;

  2. ავტობიოგრაფია ან CV;

  3. პირადობის  მოწმობის ქსეროასლი;

ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.

ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის „  წესდების 30-ე მუხლის თანახმად:

ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ:

ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;

ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;

გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

საბუთები წარმოადგინეთ  შემდეგ მისამართზე:

ს.ს.ი.პ.“საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“

ქ. თბილისი,  ძმები ზუბალაშვილების ქ. N 36

სამუშაო  საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00

შესვენება: 14:00-15:00 .

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ  მეილზე  info@gba.ge

ან  დაგვირეკეთ  ნომერზე  2 22 46 54

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი