საჩივრის ფორმა

ეთიკის კომისიაში საჩივრის შემოტანა შეგიძლიათ როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით, თუ მიგაჩნიათ, რომ ადვოკატის ქმედებით დაირღვა თქვენი უფლებები და ინტერესები. წარმომადგენლის მიერ საჩივრის შემოტანისას, საჩივარს უნდა დაურთოთ რწმუნებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ თქვენს რწმუნებულს უფლება აქვს ეთიკის კომისიაში აწარმოოს თქვენი საქმე. 

საჩივრით შეგიძლიათ მოგვმართოთ მხოლოდ მოქმედი ადვოკატის მიმართ და მის მიერ საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედება/უმოქმედობასთან დაკავშირებით. 

საჩივრის შემოსატანად შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელით შესავსები ფორმით ან ელექტრონული ფორმით (იხ. ქვემოთ "საჩივარი").

საჩივრის ფორმით სარგებლობისას შეავსეთ მხოლოდ ის გრაფები, რომლებზეც ფლობთ სათანადო ინფორმაციას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა შესაბამის ველში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი და აქტიური საკონტაქტო ინფორმაცია. თუ ეთიკის კომისიაში წარმომადგენელი გეყოლებათ, მიუთითეთ მისი ვინაობა, ფაქტობრივი მისამართი და აქტიური საკონტაქტო ინფორმაცია. საჩივარში ლაკონურად და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი პრეტენზია ადვოკატის კონკრეტული ქმედების თუ უმოქმედობის შესახებ.

თუ პრეტენზია რამოდენიმე ადვოკატის მიმართ გაქვთ, თითოეულ მათგანზე იწერება ცალკე საჩივარი.

საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებას უნდა დაურთოთ მისი დამადასტურებელი მტკიცებულება.

ხელით შესავსები ფორმით სარგებლობისას, საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ეთიკის კომისიაში უნდა წარმოადგინოთ 2 ეგზემპლარად. საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ეთიკის კომისიის განყოფილებაში (მის: ზუბალაშვილიების ქ. №36, 0108), გამოგზავნოთ ფოსტით ამავე მისამართზე ან გამოაგზავნოთ დასკანერებული სახით შემდეგ ელ. მისამართზე: ethics@gba.ge 

ელექტრონული ფორმით სარგებლობისთვის გთხოვთ, გახსნათ და შეავსოთ ქვემორე საჩივრის ფორმა. ელექტრონული ფორმით საჩივირს გამოგზავნის შემდეგ, საშუალება გექნებათ შეინახოთ სისტემის მიერ ჩამოტვირთული ფორმის ასლი. 

 

საჩივარი ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების საქმეზე

ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიას

განმცხადებელი

განმცხადებლის წარმომადგენელი

ადვოკატი

საჩივრის მიზანი

საჩივრის შინაარსი

გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ ფაქტები და მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: ადვოკატთან ურთიერთობის დაწყების თარიღი; გასაწევი საადვოკატო მომსახურების შინაარსი; აღწერეთ, რა ქმედებები განახორციელა და/ან არ განახორციელა ადვოკატმა; ადვოკატთან ურთიერთობის დასრულების მიზეზი და პერიოდი; რატომ გაგიჩნდათ პრეტენზია ადვოკატის მიმართ
გთხოვთ, წარმოადგინოთ იმ დოკუმენტების ასლები, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ მითითებულ ფაქტობივ გარემოებებს. არ წარმოადგინოთ დოკუმენტების ორიგინალები.
აპირებთ ეთიკის კომისიაში მოწმის სახით პირის წარმოდგენას, რომელსაც შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს თქვენს მიერ მითითებულ ფაქტებზე?

კონფიდენციალურობის საკითხი

გაცნობებთ, რომ „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგენლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“დებულების მე–3 მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების პროცესი კონფიდენციალურია და დისციპლინური კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა.

საჩივრის დადასტურება

ჩემი (ჩემი წარმომადგენლის) ცოდნის, ინფორმირებულობის და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგებთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება. ვადასტურებ, რომ საჩივარი შეესაბამება ჩემს ნებას და ხელმოწერის გრაფის დადასტურებას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი