აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობა

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო არის ასოციაციის მმართველობითი ორგანო, რომელიც, მათ შორის, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

კოლეგიურად ხელმძღვანელობს ასოციაციას;

იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, ასოციაციის წევრობის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ;

აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს;

ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას;

ორგანიზებას უწევს საადვოკატო ბიუროების რეესტრის წარმოებას;

ორგანიზებას უწევს ადვოკატის მიერ ფიცის დადებას;

ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის, ადვოკატის სტაჟიორის მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშებს;

ორგანიზებას უწევს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეების წარმოებას;

კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას;

► ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს და ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა სავალდებულო განგრძობად იურიდიულ განათლებას;

ამტკიცებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამასა და მისი შესრულების წესს და ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას;

საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის წესდების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე, “ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას;

ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ადგენს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი მდივნის და სხვა დაქირავებულ პირთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობას;

ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი (მედიატორი);

იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის, სესხის აღების, გაცემის და სხვა ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ასოციაციის წლიური ბიუჯეტის 10%-ს;

ქმნის მუდმივმოქმედ კომიტეტებს და დროებით კომისიებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის წესს;

კანონის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს;

ახორციელებს კანონითა და წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი