რეგისტრაცია ადვოკატთა დარგობრივ სპეციალიზებულ კურსზე - ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, აცხადებს რეგისტრაციას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებულ კურსზე.

მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს მიიღებენ კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს, რომლის საფუძველზეც მიენიჭებათ სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.

კურსის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და ამერიკელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

კურსი გაანკუთვნილია ადვოკატებისთვის, იურისტებისთვის, იურიდიული დეპარტამენტების (In-house Counsel) წარმომადგენლებისთვის, მოსამართლეებისთვის და ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებული იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას.

კურსის სამუშაო ენაა - ინგლისური და კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 56 საათს. კურსი მოიცავს როგორც ონლაინ ასევე, პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს. ონლაინ სწავლების კომპონენტი მოიცავს - 40 საათს, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს კორნელის უნივერსიტეტი და მოიცავს ოთხ 10-საათიან მოდულს:

  • ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები.
  • სასაქონლო ნიშნები და საავტორო უფლებები.
  • კომერციული საიდუმლოებები და პატენტები.
  • გასართობი ინდუსტრიის სამართლის საფუძვლები.

თითოეული მოდულის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი წერითი შეფასების ჩაბარების შემდეგ მონაწილეები გადავლენ პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტზე. პრაქტიკული სწავლების კომპონენტი მოიცავს - 16 საათს და შემდეგ მოდულებს:

  • ინტელექტუალური საკუთრების დავების პრაქტიკული ასპექტები.
  • საპროცესო სტრატეგიები.
  • უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.
  • ადვოკატირების პრაქტიკული უნარები.

პრაქტიკული სწავლების კომპონენტი ჩატარდება ადვოკატთა ასოციაციის ოფისში 22, 23 და 24 ოქტომბერს. პრაქტიკული სწავლების კომპონენტის ფარგლებში კურსის მონაწილეებისთვის დაგეგმილია ვიზიტი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში  - საქპატენტში და შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარესთან.

სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2026 წლის 01 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კურსის საფასური შეადგენს - 1750 ლარს. ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის გათვალისწინებულია 10%-იანი ფასდაკლება და კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კრედიტ საათები გათვალისწინებული იქნება განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. კურსის დეტალური პროგრამა და განრიგი ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.

საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი

ბანკის კოდი: CBASGE22

მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ანგარიშის ნომერი: IBAN GE32BS0000000000134029

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი