Fitpass- ის სერვისით სარგებლობა ადვოკატებს დღეიდან შეუძლიათ!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდა Fitpass- კორპორატიული კეთილდღეობის ინოვაციური სერვისი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას, ფიზიკური აქტივობის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ყოველდღიური სტრესის ეფექტიან მართვას.
Fitpass-ის ფარგლებში ერთი სააბონენტო ბარათით თქვენ გეძლევათ წვდომა 250-ზე მეტ პარტნიორ ობიექტზე და 50-ზე მეტ მრავალფეროვან აქტივობაზე საქართველოს მასშტაბით. სერვისი გაძლევთ შესაძლებლობას ყოველდღიურად აირჩიოთ ერთი ობიექტი და დაკავდეთ თქვენთვის სასურველი აქტივობით, მათ შორისაა: ფიტნესი, ცურვა, იოგა, პილატესი, სპა და wellness სივრცეები, აკვაერობიკა, მიზანში სროლა, კლდეზე ცოცვა, ბატუტზე ხტომა, კრივი, ზუმბა და სხვა რეკრეაციული თუ სპორტული მიმართულება. ობიექტებისა და აქტივობების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
Fitpass-ის აბონენტს აქვს სრული თავისუფლება მართოს თავისი წევრობა - გაააქტიუროს, შეაჩეროს ან განაახლოს ყოველთვიურად, საჭიროების მიხედვით.
სააბონენტო მომსახურების ღირებულება შეადგენს თვეში 95 ლარს. ასოციაციის წევრებს აქვთ შესაძლებლობა მომსახურების ანალოგიური პირობით ჩართონ ოჯახის წევრები (5 ადამიანი). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის შექმნილია სპეციალური თანამშრომლობის ფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა და სააბონენტო პროცესის დამოუკიდებლად მართვა.
სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი სურვილი ბმულზე.
Fitpass-ის სისტემაში ჩართვის მიზნით, თქვენი თანხმობის საფუძველზე, ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების გადაცემას.
მადლობას ვუხდით ადვოკატთა ასოციაციის კორპორაციული მდგრადობის კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეს, ანა ჯალაღონიას კომპანიასთან მოლაპარაკებაში აქტიური ჩართულობისთვის!




