სპეციალური შეთავაზება ადვოკატებისთვის - ჯანმრთელობის დაზღვევა, ვიტამინები ადვოკატებისათვის

29 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანია არდის ურთიერთანაშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ადვოკატებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, შეიქმნა ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი - ვიტამინები ადვოკატებისათვის. 

სადაზღვევო შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება (70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის).
ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება (70 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის).

გთხოვთ, იხილოთ სამედიცინო პროვაიდერები, ოჯახის ექიმების ქსელი და პროვაიდერი კლინიკები.

გთხოვთ, იხილოთ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ხელშეკრულება.

გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში, მათზე გავრცელდება 10%-იანი ფასდაკლება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ერთი დაზღვეული ისარგებლებს როგორც ავტოდაზღვევით, ისე ჯანმრთელობის დაზღვევით, გავრცელდება 10%-იანი ფასდაკლება ორივე დაზღვევაზე ცალ-ცალკე. ანალოგიური შეთავაზება გავრცელდება ქონების დაზღვევის შემთხვევაშიც.

ასევე, 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ამბულატორიულ მომსახურებაზე გამონაკლის დიაგნოზებსა და მოცდის პერიოდის განმავლობაში ქრონიკულ დაავადებებზე. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია არდის ოჯახის ექიმის დანიშნულებით კონკრეტულ კლინიკებში.

გაითვალისწინეთ, რომ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება და პროფილაქტიკური კვლევები, მიმართვის საფუძველზე, ფინანსდება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში.

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ შეთავაზებას. იმ შემთხვევაში თუ გსურთ ისარგებლოთ სადაზღვევო შეთავაზებით, 2026 წლის 15 ივნისამდე დარეგისტრიდით ბმულზე და სრულყოფილად  შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეთავაზება და სადაზღვევო პროდუქტი იმოქმედებს და გააქტიურდება იმ შემთხვევაში თუ, შეთავაზებით ისარგებლებს ასოციაციის მინიმუმ 200 წევრი

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თითოეულ თქვენგანს, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება ინდივიდუალურად, 2026 წლის 15 ივნისის შემდეგ.

სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებულ დეტალებზე გთხოვთ, მიმართოთ სადაზღვევო კომპანია არდის წარმომადგენელს: 

თამუნა ჭოხონელიძე 
საკონტაქტო ნომერი: 599 105 868
ელ.ფოსტა: t.chokhonelidze@ardi.ge
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი