მრავალპროფილურ სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ესთეტიკური სერვისების მრავალპროფილურ ჯგუფის შეთავაზება ადვოკატებისთვის

4 მაისი 2026

ასოციაციის წევრებისთვის სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ესთეტიკური სერვისების მეტი ხელმისაწვდომობისა და ადვოკატებისთვის პრივილეგირებული მომსახურების შესაძლებლობის შესაქმნელად,  ადვოკატთა ასოციაციამ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა მრავალპროფილურ სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ესთეტიკური სერვისების მრავალპროფილურ ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაშიც შედის სალონების ქსელი და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულების ცენტრი, მათ შორის დამოკიდებულების მკურნალობის სპეციალიზებული ცენტრი.

შეთანხმების საფუძველზე, პარტნიორ კლინიკებში - „კლინიკა 4&8“-ისა და „ნეო-ნეოს“ ქსელში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ამოქმედდება განსაკუთრებული, პრივილეგირებული მომსახურების რეჟიმი, რომელიც მოიცავს შემდეგ სერვისებს:

პრივილეგიები კლინიკებში ვიზიტისას:

  1. პერსონალური პარკინგი: ცალკე, გამოყოფილი საპარკინგე ადგილით სარგებლობა კლინიკაში ვიზიტისას;
  2. VIP მიღების სივრცე: განსხვავებული, კომფორტული მოსაცდელი სივრცე მისასალმებელი სერვისით (ყავა, ჩაი, ტკბილეული);
  3. პერსონალური მენეჯერის მომსახურება საბუთებისა და სამედიცინო ცნობების დამუშავება-მიწოდების პროცესში;
  4. პრიორიტეტული რიგი: მომსახურება ექიმთან ვიზიტისას ურიგოდ.

ასოციაციის წევრებისთვის გაიცემა სპეციალური პრემიუმ ბარათი, (რომელსაც ცენტრი მხოლოდ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის გასცემს.)

ბარათის აღება შესაძლებელია კლინიკიაში ვიზიტისას - ადვოკატის მოწმობის წარდგენით.

ბარათის მფლობელისთვის მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები პარტნიორ ობიექტებში:

ესთეტიკური კლინიკების ქსელინეო-ნეო

  • „ნეო-ნეო“ მინდელის ფილიალი - 15% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე (პრემიუმ ბარათით)
  • „ნეო-ნეო“ გლდანის ფილიალი -15% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე (პრემიუმ ბარათით)
  • „ნეო-ნეო“ ბახტრიონის ფილიალი -10% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე (პრემიუმ ბარათით)

სილამაზის სალონინეო-ნეო

  • 20% ფასდაკლება ყველა სახის მომსახურებაზე (პრემიუმ ბარათით)

ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“

  • ექიმის კონსულტაციები - 20%
  • ინსტრუმენტული კვლევები - 20%
  • ლაბორატორიული კვლევები - 10%
  • პროცედურები და მანიპულაციები- 10%

სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი „4&8“

  • სექსოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები  20%
  • ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულების პროცედურები (ანორგაზმია, შარდის შეუკავებლობა, გაფართოებული საშოს სინდრომი და სხვ.) 10%
  • ერექციული დისფუნქციის მკურნალობა 10%

დამოკიდებულების ცენტრი „4&8“

  • ყველა სერვისზე მოქმედებს 20% ფასდაკლება (პრემიუმ ბარათით)

იოგისა და პილატესის სტუდია „4&8“

  • პილატესი / იოგა / ზუმბა - 20% /(12:00–17:00)/  15% (08:00–11:00 და 18:00–21:00)
  • რეფორმერის ვარჯიშები  - 10%

სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხ. Neoneo-4da8.ge

საკონტაქტო - 514 84 88 84

აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მათთვის კომფორტული და პრიორიტეტული მომსახურების უზრუნველყოფის გზით.

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სერვისების ხელმისაწვდომობისა და შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებებს აგრძელებს სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთა შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაგაცნობთ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი