კორპორაციული შეთავაზება „არდი დაზღვევა“

29 მარტი 2022

ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს სადაზღვევო კომპანია „არდი“-სთან თანამშრომლობას ადვოკატებისათვის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზების მიზნით. ახალი სადაზღვევო პერიოდი დაიწყება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს და გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში.

დაზღვევით სარგებლობის მსურველმა წევრებმა, მათ შორის დაზღვევით ამჟამად მოსაგებლზე წევრებმაც,  საჭიროა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივლისისა:  https://forms.gle/nsShHV65ELtDw2Wt9  

დაზღვევის მსურველ პირებს, კომპანია „არდი“-ს წარმომადგენელი დამოუკიდებლად დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ სატელეფონო ნომერზე.

სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება სადაზღვევო კომპანიასა და ასოციაციის წევრს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის პირდაპირი ანგარიშსწორების გზით.

სადაზღვევო კომპანიის მიერ ასოციაციის წევრებისთვის შემოთავაზებული განახლებული კორპორაციული პაკეტები იხილეთ ბმულზე: სადაზღვევო პაკეტები

დეტალური ინფორმაციის, მათ შორის სადაზღვევო პრემიის შესახებ ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სადაზღვევო კომპანია ,,არდისწარმომადგენლებს ნომერზე: 555754325; 599473171. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი