ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) ადვოკატებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს საგრანტო პროგრამას სთავაზობს

21 იანვარი 2026

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) ადვოკატებს საგრანტო პროგრამას სთავაზობს, რომელიც სპეციალურად ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეთათვისაა. 

პროგრამა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასა (European Public Law Organization - EPLO) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის 2025 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებულმა თანამშრომლობის დოკუმენტისა და საქართველოს მთავრობასა და EPLO-ს შორის 2024 წლის შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა. საგრანტო პროგრამის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა აქვთ:

→ EPLO-ს უნივერსიტეტის - European Law and Governance School - ELGS (www.elgs.eu) - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხონ 70%-მდე გრანტით.

→ სასტიპენდიო მხარდაჭერა ითვალისწინებს 70%-მდე გრანტს სამაგისტრო და სასწავლო პროგრამებზე - სადოქტორო პროგრამებზე 15 000 ევროს ნაცვლად 5000 ევრო; სამაგისტრო პროგრამებზე 13 000 ევროს ნაცვლად 5000 ევრო.

→ შესაბამისი პროგრამა გაიარონ სამუშაოდან მოუწყვეტლად - სრულად დისტანციურად, ჰიბრიდულად (პროგრამის ნაწილის გავლა ქ. ათენში, ან ქ. რომში), ან უნივერსიტეტის კამპუსებში ქ. ათენსა და ქ. რომში.

→ ასოციაციის წევრებს EPLO სთავაზობს სამაგისტრო და სადოქოტორ პროგრამებს ევროპულ სამართალში და მმართველობაში - LLM in European Law, LLM in International Economic Law, MA in Governance, PhD in Law, PhD in Governance. 

საქართველოს მთავრობასა და EPLO-ს შორის 2024 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები შეძლებენ, მათზე ექსკლუზიურად მორგებული ადმინისტრაციული და ფინანსური პირობებით, მოიპოვონ მაგისტრის ან დოქტორის ევროპული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც ავტომატურად იქნება აღიარებული ქართული მხარის მიერ.

EPLO სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციაა (www.eplo.int). EPLO-ს სამეცნიერო ქსელში გაწევრიანებულია მსოფლიოს 200-მდე საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი. EPLO თავის საქმიანობას 70 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო EPLO-ს წევრია 2010 წლიდან. EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა ქ. თბილისში ფუნქციონირებს 2021 წლიდან.

EPLO-ს მთავარი მისია ევროპული ფასეულობების განმტკიცება, ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრება, საერთაშორისო საჯარო სამართლის შექმნა და დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვაა, როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

2025 წელს ევროკომისიამ EPLO-ს მიანიჭა ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლების სფეროში. ELGS ECHE-ს მიერ აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ELGS ევროპის საბჭოს აკადემიური ქსელის წევრია (Open Council of Europe Academic Network - OCEAN).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 551 072 259

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი