გიორგი ბერძნიშვილი
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: ქ.თელავი ალაზნის გამზირი N10
ტელეფონის ნომერი: +995 598 158 171
ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
ელ. ფოსტა: Lawyer.berdznishvili@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
გიორგი ბერძნიშვილმა 2011 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის პროგრამა, ხოლო 2013 წელს კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გიორგიმ 2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება სოციალურ მომსახურების სააგენტოში იურისტის პოზიციაზე. ასევე, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის სსიპ-ებთან) თანამშრომლობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მოწყობის მიმართულებით. რაც მას აძლევს შესაძლებლობას, სრულფასოვნად გაუწიოს ორგანიზება, ნებისმიერი სირთულის (მოწყობის) იურიდიულ პირს. გიორგი 2015 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. მას ასევე აქვს დამატებითი სპეციალიზაცია როგორც ბავშვთა უფლებების, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. გიორგი 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის წევრი. გიორგი ბერძნიშვილი არის იურიდიული კომპანიის შპს ‘’ ბერძნიშვილი და ომსარაშვილი’’ -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორო. ასევე, ა(ა)იპ ‘’შრომითი უფლებების დაცვის ცენტრი კახეთში’’ - ის დამფუძნებელი. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი