მუხურაძე ზურაბი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
ტელეფონის ნომერი: 555661052
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: z.mukhuradze@yahoo.com

ადვოკატის შესახებ:
დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 2008 წელს მომენიჭა სამართალმცოდნეს ბაკალავრის, ხოლო 2010 წელს სამართალმცოდნეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით დავამთავრე ამერიკული სამართლის სკოლის (SAL) სასერტიფიკაციო პროგრამა და ამჟამად ვირიცხები Chicago-Kent College of Law-ის სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსური მომსახურების სამართალში. 2009 წლიდან ვირიცხები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად საერთო სპეციალიზაციით. 2019-2020 წლებში დამატებით სპეციალიზაცია მაქვს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. 2009 წლიდან დასაქმებული ვიყავი როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში, კერძოდ 2009 წლის თებერვლიდან 2009 წლის სექტემბრამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გავდიოდი სტაჟირებას, ასევე 2009 წლიდანვე ვიყავი სხვადასხვა საადვოკატო ბიუროების ადვოკატი, კომერციული თუ არაკომერციული იურიდიული პირების იურისტი, კერძოდ: 2009-2011 წლებში ვიყავი ადვოკატი საადვოკატო კომპანია „ერისთავი და პარტნიორები“-ში, 2011-2012 წლებში მეკავა იურისტის თანამდებობა აიპ „სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA“-ში, 2012-2018 წლებში ვიყავი ადვოკატი საადვოკატო ბიურო „იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი LBC”-ში, 2016-2018 წლებში ვიკავებდი იურისტის თანამდებობას სამშენებლო კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“-ში, 2019 წლის აპრილიდან დღემდე მიკავია იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ბეიკერ ტილი ჯორჯია"-ში, ასევე 2020-2021 წლებში ვიყავი შპს „მედი“-ს და შპს „მაგნიკა“-ს უფროსი იურისტი. ჩემი საქმიანობის სფერო მოიცავს სამოქალაქო სამართალს, შრომის სამართალს, სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, სისხლის სამართალს. მაქვს სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილეობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. სხვადასხვა პერიდებში მონაწილეობა მაქვს მიღებული 20-მდე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენინგებში, მათ შორის 2015 წლის 16-19 ივნისს მონაწილეობა მაქვს მიღებული იმიტირებულ სასამართლო პროცესში ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში პროექტის - "ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისას" - ფარგლებში, 2019 წლის 19-27 სექტემბერს მონაწილეობა მაქვს მიღებული ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში ქ. სეულში, სამხრეთ კორეაში, 2017 წლის 27-28 ივნისს - ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში "პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ", 2017 წლის 24-28 მარტს – USAID –ის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში: "სამართლაინი სასამართლოს უფლება ადმინისტრაციულ სამართალში”, 2016 წლის მაისში – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში ლტოლვილთა სამართალში, 2015 წლის 11 ნოემბრიდან გავლილი მაქვს დისტანციური სწავლების კურსი სახელწოდებით: "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ". გამოქვეყნებული მაქვს სამართლებრივი შინაარსის პუბლიკაციები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალ „ადვოკატში“, 2015 წლის #1-2 და 2017 წლის #1-2 გამოცემებში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ვატარებდი ტრენინგებს (ლტოლვილთა სამართალში, გარიგებების ბათილობასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე ადამიანის უფლებებზე ადმინისტრაციულ სამართალში). ამჟამად ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტების წევრი.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი