ლეკიშვილი გიორგი
სპეციალიზაცია: სისხლიმომსახურების სფერო: საერთო
ტელეფონის ნომერი: +995599616484 / +995598899944
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: lekishvili@criminallaw.ge
ადვოკატის შესახებ:
ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და გამოცდილი სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს იურიდიულ საქმიანობას. გიორგი ლეკიშვილი იურიდიულ მომსახურებას უწევს კლიენტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ძირითადად საქმიანობს ქალაქ თბილისში. პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს როგორც სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში, ისე კერძო საადვოკატო პრაქტიკაში, რაც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეთა მრავალმხრივ და სიღრმისეულ ანალიზს. სხვადასხვა ინსტიტუციაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, გიორგი ლეკიშვილი თითოეულ საქმეს აფასებს განსხვავებული სამართლებრივი პერსპექტივიდან, შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამართლებრივ სტრატეგიას და უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების ეფექტიან დაცვას სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე გიორგი ლეკიშვილი დასაქმებული იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტში, ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილებაში. გიორგი ლეკიშვილს აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული უფლებების დაცვის თბილისის კომიტეტსა და სისხლის სამართლის კომიტეტში საქმიანობის გამოცდილება. ამასთან, იგი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საადვოკატო კლინიკის ხელმძღვანელი და ახორციელებდა აკადემიურ საქმიანობას. გიორგი ლეკიშვილი მონაწილეობდა აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, საქართველოს პროკურატურისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ მრავალ პროფესიულ პროგრამასა და ტრენინგში, რომლებიც დაკავშირებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარ-ჩვევებთან, ძალადობრივი დანაშაულების (მათ შორის: ოჯახში ძალადობის, მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების) საქმეების გამოძიებასთან, კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებასთან, დანაშაულის გამოძიების თანამედროვე მეთოდებთან, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (მათ შორის სატელეფონო მოსმენასთან და თვალთვალთან) ადამიანის უფლებათა, სამართლიანი სასამართლოსა და აღკვეთის ღონისძიებების ევროპულ სტანდარტებთან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან (მათ: შორის ქონების დაყადაღებასთან), საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობასთან, თანამედროვე საგამოძიებო პრაქტიკასა და პროფესიული უნარების განვითარებასთან, პროფესიულ ეთიკასა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან. გიორგი ლეკიშვილი კლიენტებს უწევს საადვოკატო მომსახურებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრების, ადამიანის თავისუფლების, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში ჩადენილი („თეთრი საყელოს“), სამსახურებრივი და კორუფციული, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული, ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებული და კიბერდანაშაულის საქმეებზე. როგორც სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში და საქართველოში, გიორგი ლეკიშვილი კლიენტის ინტერესებს იცავს სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის დაკავების, ბრალის წარდგენის, აღკვეთის ღონისძიების განხილვის, წინასასამართლო სხდომის, საქმის არსებითი განხილვისა და გასაჩივრების ეტაპებზე. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ასობით გამოძიებულ და სასამართლოში განხილულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე გიორგი ლეკიშვილი ახდენს საქმის მასალებისა და ბრალდების მტკიცებულებების დეტალურ შესწავლას, სამართლებრივი და ფაქტობრივი წინააღმდეგობების გამოვლენას, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი გამამართლებელი და შემამსუბუქებელი მტკიცებულებების მოძიებასა და ანალიზს, მოწმეების გამოკითხვის, დაკითხვისა (პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგიის შემუშავებას), ასევე, თითოეული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მორგებული დაცვის სტრატეგიის შემუშავებასა და დაგეგმვას, კლიენტისათვის შესაძლო საუკეთესო სისხლის სამართლის საადვოკატო მომსახურებისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით.წარსულმა პროფესიულმა გამოცდილებამ გიორგი ლეკიშვილს მისცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალ ადვოკატად. გიორგი ლეკიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, მაღალპროფესიონალურ დონეზე ატარებს ალტერნატიულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლის სამართლებრივად და ფაქტობრივად რთულ ექსპერტიზის დასკვნებს, შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებას. გიორგი ლეკიშვილს აქვს მაღალკვალიფიციური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კლიენტებს ეხმარება კანონით დადგენილი წესით მტკიცებულებების მოპოვებაში, მათ შორის საზოგადოებრივ სივრცეებში, ქუჩებსა და კერძო ობიექტებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების, შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების, მოკლეტექსტური შეტყობინებების, ხმოვანი და სატელეფონო საუბრების ჩანაწერების, სხვა ვიდეო-აუდიო ფაილების, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მონაცემების (მათ შორის: სატელეფონო ზარების მომსახურე კავშირგაბმულობის ანძების) და ინტერნეტტრაფიკის მოხმარების მონაცემების მოპოვებაში, მათ ანალიზსა და სასამართლოში წარდგენაში. გიორგი ლეკიშვილი მონაწილეობს ყველა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, მათ შორის: გამოკითხვაში, დაკითხვაში, ამოღებასა და ჩხრეკაში, ექსპერტიზის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საპროცესო მოქმედებებში (მათ შორის, ნიმუშის აღებისა და ქონებაზე ყადაღის დადების პროცესებში), ასევე მოწმისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის პროცესში. იგი უზრუნველყოფს კომპანიებისთვის სისხლის სამართლებრივი რისკების შეფასებას (Criminal Compliance), შიდა კორპორაციული გამოძიებების (Internal Corporate Investigations) ჩატარებას, სისხლის სამართლებრივი პრევენციის მექანიზმების შემუშავებას, Criminal Due Diligence-ის განხორციელებას, აგრეთვე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სისხლის სამართლის კომპლექსურ, არასტანდარტულ და იშვიათ სამართლებრივ საკითხებზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გიორგი ლეკიშვილი ასევე წარმოადგენს ქართველი და უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე საერთაშორისო ძებნასთან (Interpol), ექსტრადიციასთან, საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ თანამშრომლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გიორგი ლეკიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაერთ სამართლებრივად რთულ, მრავალეპიზოდიან, ცნობილ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში. გიორგი ლეკიშვილი პროფესიულ პრაქტიკაში საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, თითოეული საქმისთვის ეფექტიანი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ახდენს სამართლებრივი რისკების შეფასებას, ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების ანალიზს, არასტანდარტული სამართლებრივი საკითხების, იშვიათი კატეგორიის სამართლებრივი დავების, მტკიცებულებებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ/სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს. გიორგი ლეკიშვილი მონაწილეობას იღებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში, სასჯელის აღსრულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა, ამნისტიის, შეწყალებისა და ნასამართლობის მოხსნის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში. გიორგი ლეკიშვილი წარმოადგენს კლიენტების ინტერესებს გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს ყველა სხვა ინსტანციაში. მას აქვს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვის გამოცდილება/სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაძლებლობა. საადვოკატო კარიერის განმავლობაში გიორგი ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიას, ხოლო ათ წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების დაგროვების შემდეგ დააფუძნა იურიდიული კომპანია „ლეკიშვილი & პატიეშვილი – სისხლის სამართლის ადვოკატები“, რომელიც, ისევე როგორც თავად გიორგი ლეკიშვილი, წლების განმავლობაში სრულად იყო ორიენტირებული მხოლოდ სისხლის სამართლის პრაქტიკაზე. სისხლის სამართლის სფეროში წლების განმავლობაში გაწეული მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურებით გამოწვეული კლიენტთა მომართვისა და მოთხოვნის საფუძველზე, გიორგი ლეკიშვილმა კომპანიას შემოუერთა სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის სფეროებში სპეციალიზებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატები. იურიდიულმა კომპანიამ „ლეკიშვილი & პატიეშვილი - სამოქალაქო და სისხლის სამართლის ადვოკატები“ სამართლის ყველა სფეროში დანერგა მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების ერთიანი პროფესიული სტანდარტი, რის საფუძველზეც კომპანია ამჟამად რეზიდენტ და არარეზიდენტ კლიენტებს მაღალპროფესიონალურ დონეზე უწევს ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომსახურებას. სამოქალაქო სამართლებრივი მომსახურების ფარგლებში, გიორგი ლეკიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით, კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია საადვოკატო მომსახურება სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, საიმიგრაციო სამართლის, სამშენებლო სამართლის, საგადასახადო სამართლის, გაკოტრების სამართლის, შრომის სამართლის, უძრავი ქონების სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამართლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კომპანიის რეგისტრაციის, საბანკო სამართლის, ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი ანალიზის, ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებული სამართლებრივი მომსახურების, კრიპტოაქტივების ლიცენზირებისა და რეგულირების, საჰაერო სამართლის, არბიტრაჟში წარმომადგენლობის, DUE DILIGENCE, AML/CFT შესაბამისობის (Compliance) და ყველა სხვა სამართლებრივი მიმართულებით. გიორგი ლეკიშვილის პროფესიული გამოცდილების, საქმიანობის სფეროების, სამართლებრივი პრაქტიკის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გაწეული იურიდიული მომსახურების, ასევე სამართლებრივი სტატიებისა და პუბლიკაციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე https://criminallaw.ge და https://civillaw.ge.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




