მარიამ ჭყონია

სპეციალიზაცია: სისხლი
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: საქართველო თბილისი აღმაშენებლის ხეივანი
ტელეფონის ნომერი: 550-000-733
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
ელ. ფოსტა: mariamtchkonia7@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
ადვოკატი მარიამ ჭყონია არის სისხლის სამართლის მაგისტრი და სისხლის სამართლის ადვოკატი. მარიამი არასრულწლოვანთა მიმართულებით სპეციალიზირებულია როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო მიმართულებით. მარიამ ჭყონია საქმიანობას ახორციელებს სისხლის სამართლის მიმართულებით და კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ საადვოკატო მომსახურებას სხვადასხვა კატეგორიის სამართლებრივ საქმეებზე. მარიამ ჭყონია საადვოკატო და სამართლებრივ საქმიანობაში ჩართულია 19 წლის ასაკიდან, რის შედეგადაც მან ადრეული ეტაპიდანვე შეიძინა მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სამართლებრივ სფეროში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მონაწილეობას და პრაქტიკას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე მუშაობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ დავებზე, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმართულებით და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პრაქტიკაში მარიამი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის დეტალურ ანალიზს, სამართლებრივი არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებას და დაცვის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. მისი საქმიანობის მიზანია კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა და სამართლებრივი პროცესის ეფექტურად მართვა. სწორედ ამიტომ მარიამი დიდ ყურადღებას უთმობს იურიდიულ პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნას და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინებას რომელიც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის პროცესში. მარიამის პროფესიული საქმიანობა ორიენტირებულია რთული სამართლებრივი საკითხების ეფექტურ გადაწყვეტაზე, კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და სამართლებრივი პროცესის პროფესიულ მართვაზე. ადვოკატი მარიამ ჭყონიათითოეულ საქმეს განიხილავს ინდივიდუალურად და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: • საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ ანალიზს • მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებას • დაცვის სტრატეგიის სწორად დაგეგმვას • კლიენტის ინტერესების ეფექტურ წარმოდგენას სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადვოკატის გამოცდილებას და სამართლებრივ სტრატეგიას. სწორედ ამიტომ მარიამ ჭყონია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეული საქმის სიღრმისეულ ანალიზს და სამართლებრივი მექანიზმების სწორ გამოყენებას. პროფესიული აქტივობა და საზოგადოებრივი კომუნიკაცია ადვოკატი მარიამ ჭყონია საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ და ციფრულ პლატფორმებს. • Facebook გვერდი: ადვოკატი მარიამ ჭყონია•lawyer Mariam Tchkonia სადაც პერიოდულად ქვეყნდება ზოგადი ინფორმაცია სამართლებრივი საქმეებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ. • პროფესიული ვებგვერდი: ვებპლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სამართლებრივი ინფორმაცია, სტატიები და იურიდიული განმარტებები ადვოკატი მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილის ფირმა 558 77 77 33
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი