შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

3 დეკემბერი 2018 - 18 დეკემბერი 2018

ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალ წესთან დაკავშირებით იურიდიული საზოგადოების ინფორირების კამპანია გრძელდება.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭომ ცვლილებების თაობაზე იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან შეხვედრათა სერიას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი