ქეთევან უტიაშვილი

კომიტეტის თავმჯდომარე

ქეთევან უტიაშვილმა 1999 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტი -„ალმა მატერი“-ის იურიდიულ ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

2002 წლის 7 იანვრიდან - დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმამათლებლო და კვლევით საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის 19 მაისს, ჩააბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით. 2006 წლიდან არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი. 15.05.2017 წლიდან კი შპს „ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი.

2009 წლის 06 სექტემბერს ჩააბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2015 წლის 24 ოქტომბრიდან 2017 წლის 9 დეკემბრამდე არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად. ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ, 2017 წლის 09 დეკემბრიდან - 2021 წლოს 10 დეკემბრამდე ხელმეორედ არჩეულ იქნა ეთიკის კომისიის წევრად და კოლეგიის თავმჯდომარედ.

2007 – 2011 წლებში იყო გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ იურისტი. 2009-2011 წლებში შპს „ელექტრონი 88“-ის იურისტი. 2009 წლიდან- 2020 ივნისამდე იკავებდა ჟურნალ „თბილისელები“ს იურისტის თანამდებობას. 2011 წლიდან - დღემდე წარმოადგენს შპს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ იურისტს. 2013 წლიდან „ADVOKATI. GE GROUP“-ის დამფუძნებელია.  2014 წლიდან - დღემდე შპს „მსოფლიო ტექნიკის“ იურისტია. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქეთი შპს ,,კანალესა"-ს იურისტის პოზიციაზეა.

2021 წლის სექტემბრიდან შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი "-ს იურისტია. 2021 წლის ოქტომბრიდან - დღემდე შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი" იურისტი და 22.01.21წლიდან წარმოადგენს ა.ი.პ. ,,ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრის" დამფუძნებელსა და დირექტორს.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი