მარიკა არევაძე

ეთიკის კომისიის წევრი, კოლეგიის თავმჯდომარე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, მარიკა არევაძე 2021 წლის 11 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი მეორე ვადით.
მარიკა ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.
2017-2021 ეთიკის კომისიის წევრი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით.
2003-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე. 2008-2010 წლებში სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ამჟამად სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო საფეხურზე.
2005-2014 წლებში საქმიანობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის პოზიციაზე. 2014-2017 წლებში იყო შპს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2014 წლიდან ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატების“ გამოცემას. 2015 წლიდან არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ხოლო ხოლო 2016 წლიდან საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ადვოკატი. 2014 წლიდან არის რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი.
მარიკა 2019 წლიდან არის მედიატორი, სასამართლო მედიატორი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2020 წლიდან - ა/ო სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის თავმჯდომარე და 2022 წლის თებერვლიდან არის ქართულ უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი - სტრატეგიული განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.
მარიკა არევაძეს აქვს 17 წლიანი პროფესიული გამოცდილება. 2012 წლიდან ის აქტიურად ახორციელებს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობას. მარიკა არევაძეს ასევე აქვს 8 წლიანი სალექტორო გამოცდილება. 
მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოცემულია რამდენიმე კვლევა სამართლის სფეროში. ის მუშაობს ქალთა შრომით უფლებებზე, ბანკებსა და მოქალაქეებს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე, საკუთრების უფლებებზე, სამედიცინო მედიაციის საკითხებზე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული (მომხსენებლად) სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციასა და მრგვალ მაგიდებში. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო სტატია. მარიკა არევაძე არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
გარდა მშობლიური ენისა, მარიკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი