ხატია ჩოგოვაძე

ეთიკის კომისიის იურისტი

2013 წლიდან ხატია არის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი.  

2009 წელს ხატიამ წარჩინებით დაამთავრდა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია. 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. 

2011 წელს საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ხატიამ გაიარა საერთაშორისო სტაჟირება AISEC(Poland) ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში. ამავე წელს ხატია სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებულ ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში - International Spark Program.

2012 წელს ხატია მუშაობდა თბილისის მერიის იურიდიულ კლინიკაში. 

2013-2015 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღო მაგისტრის ხარისხი (წარჩინების დიპლომი).  

ხატია არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი სამართლის აქტუალურ საკითხებზე.  მონაწილეობდა მომხსენებლად რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციაში. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს პროფესიული და საკვალიფიკაციო კურსები, მათ შორის სწავლობდა USAID-ის, NCADR-ისა და სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის  ინგლისურენოვან საზაფხულო  მედიაციის სკოლაში.

გარდა მშობლიური ენისა, ხატია ფლობს ინგლისურ, რუსულ და ბერძნულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი