ქრისტინე თვალავაძე

ოფის მენეჯერი

ქრისტინე თვალავაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფის-მენეჯერის პოზიციას იკავებს 2018 წლიდან. ქრისტინეს აქვს ადმინისტრაცილი მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. 

2001–2006 წლებში ქრისტინე სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ინგლისური ენა და ლიტერატურის სპეციალობით.  ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, 2007-2010 წლებში, სწავლა განაგრძო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტში.  

2009-2011 წლებში მუშაობდა საგზაო სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპ“-ში  თარჯიმნად და მდივნად. 2012-2014 წლებში მუშაობდა ნამახვან ჰესების კასკადში და ასევე აზიის განვითარების ბანკში ოფის მენეჯერისა და დოკუმენტ ბრუნვის სპეციალისტის პოზოციაზე.  

2014-2016 წლებში ქრისტინე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ადმინისტრაციული მენეჯერი და მის ფუნქციებში შედიოდა როგორც ადამიანთა რესურსების მართვა, ასევე ადმინისტრაციული საკითხების მართვა. 

2016-2018 წლებში ქრისტინე იყო ერთ-ერთი უცხოეული ინვესტორის თანაშემწე უძრავი ქონების საკითხებში, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ქრისტინე  დასაქმებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ოფის მენეჯერის თანამდებობაზე. 

ქრისტინე ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი