ქეთევან ჯაფარიძე

აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი

ქეთევან ჯაფარიძე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორის პოზიციას იკავებს  2009 წლიდან.

1999-2003 წლებში ქეთევანი სწავლობდა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და ინგლისური/გერმანული ენების საბაკალავრო პროგრამაზე.

2008-2010 წლებში ქეთევანმა დაამთავრა  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი  და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი  ტელე-მედიაში.

2003-2006 წლებში, ქეთევანი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ინგლისური ენის მიმართულებით კერძო სკოლაში -  „ცოდნა".

ქეთევანს აქვს ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. 

2007-2017 წლებში, ქეთევანი მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ოფის-მენეჯერის/თარჯიმნის და აღმასრულებელი საბჭოს/სარევიზიო კომისიის კოორდინატორის  პოზიციებზე.

2018 წლიდან  ქეთევანი ასრულებდა  ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და სარევიზიო კომისიის კოორდინატორის მოვალეობებს.

2019 წლიდან ქეთევანი მუშაობს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორის პოზიციაზე.

ქეთევანს მედიის და კომუნიკაციის სფეროში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები  და მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში და ტრენინგებში.

მშობლიური ენის გარდა, ქეთევანი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი