ქეთევან თურაზაშვილი

სასწავლო ცენტრის დირექტორი

ქეთევან თურაზაშვილი ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებს 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან და ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის ყველა მიმართულებას. ქეთევანს აქვს დიდი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული მენეჯმენტის კუთხით.

1997-2001 წლებში ქეთევანი სწავლობდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2007 წელს გაიარა ზოგადი მენეჯმენტის და PR ტექნოლოგიების კურსი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ხოლო 2009 წელს პარტნიორები-საქართველოს და UNAG საერთაშორისო სკოლაში HR მენეჯმენტის კურსი.

2002-2004 წლებში ქეთევანი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორის პოზიციაზე. 

2008-2015 წლებში, ქეთევანი ხელმძღვანელობდა შპს ,,ტელეიმედის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს.

2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა 3 მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში ეკავა უფროსი HR ექსპერტის პოზიცია. ადვოკატთა ასოციაციაში დასაქმებამდე ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსებისა და პერსონალის განვითარების სამმართველოს.

ქეთევანი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი