თამარ ხოხობაშვილი

ასოციაციის კომიტეტების კოორდინატორი

თამარ ხოხობაშვილი კომიტეტების კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობს 2018 წლის მარტიდან და ახორციელებს ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის ადმინისტრაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. 

2009-2013 წლებში თამარი სწავლობდა საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2013-2015 წლებში თამარი სწავლობდა საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტის საერთაშრისო და ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, როგორც საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი.

2015-2016 წლებში, სწავლობდა ტულუზის უნივერსიტეტის ბიზენს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

2017 წელს თამარმა დაამთავრა ლიონის უნივერსიტეტის მასტერ 2-ის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა  - საერთაშორისო პროგრამების მართვის მიმართულებით.

გარდა მშობლიური ენისა, თამარი ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი