თამარ იმნაიშვილი

სასწავლო ცენტრის კოორდინატორი

თამარ იმნაიშვილი ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კოორდინატორის  პოზიციას იკავებს 2016 წლიდან. 2018 წლიდან იგი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო საბჭოს კოორდინატორის უფლებამოსილებას.

2011-2016  წლებში თამარი მუშაობდა  გამომცემლობა „GCI“ -ში იურისტის პოზიციაზე.

2011 წელს თამარმა ჩააბარა ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და 2015  წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2014-2015 წელებში მარიამ ცისკაძის ფსიქო-სოციალური ცოდნის გაღრმავების ცენტრში გაიარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი.

2010 წელს თამარი იკავებდა“SOCAR GEORGIA PETROLUMI”-ში იურისტის პოზიციას.

2007-2010 წლებში თამარი იკავებდა ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტი „ATI“ -ში იურისტის პოზიციას. ამ წლებში, ამავდროულად გახლდათ “საქართველოს სავაჭრო ცენტრის GTC” -ის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.

2009 წელს თამარმა გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „GYLA“იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო კურსი სამოქალაქო მიმართულებით.

2006-2007 წლებში თამარმა გაიარა სატაჟირება საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსაკურებულ საქმეთა კოლეგიაში.

2002-2007  თამარმა  დაამთავრა  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივრსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებულის ხარისხი.

გარდა მშობლიური ენისა, თამარი  ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი