გვანცა არჩვაძე

ეთიკის კომისიის იურისტი

2018 წლის აგვისტოდან გვანცა არჩვაძე არის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი.

2010-2014 წლებში გვანცა სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2015-2017 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - კერძოს სამართლის მიმართულებით.

2013-2017 წლებში გვანცას  გავლილი აქვს სხვადასხვა არასამთავრობო თუ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამა, მათ შორის მან სტაჟირება გაირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრში და თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2018 წელს  მუშაობდა კერძო საადვოკატო ბიუროში ადვოკატის პოზიციაზე.

2018 წლის მაისიდან გვანცა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2013 წლიდან გვანცას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგ კურსებში.

გარდა მშობლიური ენისა გვანცა ფლობს, ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი