აკაკი მარტოლეკი

ლოჯისტიკის მენეჯერი

აკაკი მარტოლეკი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციას იკავებს 2018  წლიდან.

აკაკი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 1991–1998 წლებში აკაკი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.  ამ პერიოდში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

1999-2000 წლებში აკაკი მარტოლეკი გადიოდა სამოქალაქო სამართლის სწავლების კურსს სასწავლო ცენტრ СAC-ში და 2001-2002 წლებში სამოსამართლეო სწავლების ცენტრში - ადვოკატის გადამზადების კურსებს.

2000-2002 წლებში აკაკი მუშაობდა სხვადასხვა საჯარო სამსახურში, 2002 წლიდან კი ეწევეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას სხვადასხვა საადვოკატო კომპანიებში.

გარდა მშობლიური ენისა, აკაკი ფლობს რუსულ ენას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი