ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი უსაფრთხოების წესები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთათვის

  • თუ არსებობს რისკი, რომ კონტაქტი გქონდათ ინფიცირებულ პირთან ან/და გიფიქსირდებათ ტემპერატურა, (37 და ზემოთ) და არ გაქვთ PCR ტესტის ცნობა, არ გამოცხადდეთ გამოცდაზე; მოგვიანებით, განცხადებისა და შესაბამისი ცნობის საფუძველზე, მიმართავთ ადვოკატთა ასოციაციას მომდევნო საგამოცდო ციკლზე დაშვების მიზნით;
  • საგამოცდო ცენტრში შესვლამდე, ჩაგიტარდებათ თერმოსქრინინგი. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მონაწილე არ დაიშვება საგამოცდო სივრცეში; მოგვიანებით, შეძლებთ განცხადებით მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციას მომდევნო საგამოცდო ციკლზე დაშვების მიზნით;
  • საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას, თან იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. ზედმეტი ნივთები, (მათ შორის, ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, წიგნები, ა.შ.) არ შეიტანოთ სარეგისტრაციო სივრცეში;
  • თერმოსკრინინგის გავლის შემდგომ, სარეგისტრაციო-საგამოცდო სივრცეში შესვლამდე, პასუხისმგებელი პირის მითითებით შეავსეთ უსაფრთხოების ანკეტა;
  • თან იქონიეთ პირბადე ან სახის დამცავი ფარი. სარეგისტრაციო და საგამოცდო სივრცეში პირბადის ან სახის დამცავი ფარის გარეშე მონაწილე არ დაიშვება; შენობაში ყოფნისას, არ მოიხსნათ პირბადე ან სახის დამცავი ფარი;
  • შენობაში შესვლისას, გაიარეთ დეზობარიერზე და დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო  ხსნარით;
  • რეგისტრაციის თუ სხვა ნებისმიერი პროცედურის გავლისას დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია;
  • უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით სარეგისტრაციო პროცესის გავლის მიზნით, რეგისტრაციაზე გამოცხადდით 8:00 საათიდან;
  • შენობის დატოვების შემდეგ, პირბადე ჩააგდეთ გასასვლელში სპეციალურად გამოყოფილ ურნაში;
  • დაემორჩილეთ პასუხისმგებელი პირის სხვა შესაბამის მითითებებს;

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაცია

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი