მოსამზადებელი კურსები

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ტარდება წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით. 

მოსამზადებელი კურსის მიზანია, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს დაეხმაროს გამოცდისთვის უკეთ მომზადებაში.

მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების სიღრმისეულ განხილვას, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობას და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და მას უძღვებიან სამართლის დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები.