ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“  (USAID/PROLoG) - თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროფესიული განათლების შემდეგ სასწავლო მოდულებზე:

1. ტრენინგის დასახელება - „ეფექტური სამართალწარმოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ”;

ექსპერტები: ანა არგანაშვილი, ანა აბაშიძე

ტრენინგის მოკლე აღწერა - ტრენინგი განკუთვნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, ვისთვისაც ღირებულია თანასწორობის პრინციპი, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. მნიშვნელოვანია მონაწილეს პროფესიული ინტერესი გააჩნდეს ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის მიმართ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან უახლეს საერთაშორისო მიდგომებს და სტანდარტებს გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების მიმართულებით. ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკუთარი პრაქტიკის ეფექტურობის გაზრდისთვის. მათ შეეძლებათ კლიენტებს შესთავაზონ თანამედროვე და აპრობირებული სტრატეგიები საქმეთა წარმოების დროს, რომელიც გაზრდის წარმატების შანსს დავათა წარმოებისას.

2. ტრენინგის დასახელება - „პრაქტიკული კურსი ადვოკატებისთვის - რელიგიის თავისუფლების სტანდარტები“;

ექსპერტი კონსტანტინე კორკელია

ტრენინგის მოკლე აღწერა - კურსი ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლების სტანდარტების უახლესი პრაქტიკის გაცნობას ადვოკატებისთვის და მაქსიმალურად მორგებულია ადვოკატთა საჭიროებებზე.

კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ადვოკატების მიერ რელიგიის თავისუფლების სტანდარტების უფრო ეფექტიანად დაცვაზე. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა როგორც ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების, ისე საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის განხილვას. კურსის ფარგლებში გამოიყენება პრაქტიკული მაგალითები.

3. ტრენინგის დასახელება - „თანასწორუფლებიანობის ეფექტიანი დაცვა: პრაქტიკული კურსი“

ექსპერტები: ბესარიონ ბოხაშვილი, გიორგი მშვენიერაძე

ტრენინგის მოკლე აღწერა - წინამდებარე მოდულის ფარგლებში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება:

  • პრაქტიკული რჩევები როგორ წარვმართოთ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე და წარმატების წინაპირობები;
  • რას ნიშნავს თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • როგორ მოვახდინოთ განსხვავებული მოპყრობის იდენტიფიცირება, რომელიც წარმოადგენს დისკრიმინაციას;
  • რა არის დისკრიმინაცია და მისი სახეები;
  • რა არის განსხვავებული მოპყრობის აკრძალული საფუძვლები;
  • სიძულვილით მოტივირებული ქმედებები;
  • სამართლებრივი დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო საშუალებები;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საჩივრების ან სარჩელების წარდგენისას;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ
კონკურსის შედეგად შერჩეული ტრენერები გაივლიან სპეციალურ კურსს (ToT), რომელსაც გაუძღვებიან ზემოაღნიშნული ექსპერტები.

ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ადვოკატებს;
** სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
** იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს;

სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);
**  საპროცესო კანონმდებლობის პრაქტიკული გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა;
** მოდულით გათვალისწინებული საკითხების შესახებ გარკვეული ცოდნა/გამოცდილება;

კონკურსზე რეგისტრაცია გულისხმობს შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენას
** CV (ქართულ ენაზე)( ასატვირთია);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი (ასატვირთია);
** სამოტივაციო წერილი (შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმაში მოცემული შესაბამისი ველი).

საკონკურსო კომისია შედგება ასოციაციის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და დარგის შესაბამისი ექსპერტებისგან.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით,  მეორე ეტაპი -გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები,  სასწავლო მოდულის მიხედვით, გაივლიან სპეციალურ მომზადებას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 10 მარტი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი