ბენჩ ბარი ბათუმში

15 ივლისი 2018
14 ივლისი 2018

2018 წლის 14-15 ივლისს ქ. ბათუმში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით ბენჩ-ბარის (მრგვალი მაგიდის) ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა სპეციალისტმა, ლეო სიბელმა და იუსტიციის სკოლის დირექტორმა, ლაშა მაღრაძემ გახსნეს.

შეხვედრის მონაწილეები განიხილეს საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტები.

იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები მუდმივად იმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით. მოსაზრებათა გაზიარება, პრობლემატური საკითხების სხვადასხვა რაკურსიდან წარმოჩენა, სამართალწარმოების მონაწილე პირთა შეხედულებების გამოვლენა და შედეგად - პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების განსაზღვრა, სამართალწარმოების ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიების განხილვა ორიენტირებულია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების გაუმჯობესებაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი