ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა საყურადღებოდ

2 ნოემბერი 2020

მოგეხსენებათ, რომ ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა  ელექტრონული ფორმით, სპეციალიზაციების შესაბამისად.

ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან დაბეჭდილი წიგნების მიღება უფასოდ შესაძლებელია შემდეგი წესისა და ლოკაციების შესაბამისად:  

 

აღმოსავლეთ საქართველო:

  • საერთო სპეციალიზაციით  წიგნები გაიცემა დიღმის „გუდვილში“, პალიტრას სტენდიდან.
  • სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით  წიგნები გაიცემა ვაკის „გუდვილში“, პალიტრას სტენდიდან.
  • სისხლის სამართლის სპეციალიზაციით წიგნები გაიცემა ცინცაძის ქუჩა N42 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა), „ელვა მარკეტის პრესის ჯიხურიდან“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებული სამი ლოკაციიდან (სპეციალიზაციის შესაბამისად) წიგნების გაცემა მოხდება 3 ნოემბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.

 

დასავლეთ საქართველო: 

ყველა სპეციალიზაციისთვის წიგნები გაიცემა შემდეგ ლოკაციებზე: 

  • ქალაქი ქუთაისი, ჭავჭავაძის ქუჩა N53, „პრესის ჯიხური“ 3 ნოემბრიდან - 20 ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
  • ქალაქი ბათუმი,  ჭავჭავაძის ქუჩა N90, „ფოსტის ჯიხური“ 3 ნოემბრიდან - 20 ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
  • ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა N87, მერკურის პრესის ჯიხური 3 ნოემბრიდან - 20 ჩათვლით კვირის განმავლობაში, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე. 

 

გთხოვთ, თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და წიგნის გატანისას ხელი მოაწერეთ სარეგისტრაციო ცხრილში. ზემოაღნიშნულ ლოკაციებს მიაკითხეთ აუცილებლად არჩეული სპეციალიზაციის შესაბამისად. 

დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 593 384 583
გისურვებთ წარმატებას!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი