მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტი

კომიტეტის მიზანია მედიაციის, არბიტრაჟის და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ადვოკატთა კორპუსში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომიტეტი  შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს მედიაციის და არბიტრაჟის შესახებ აქტუალურ საკითხებზე და მართავს სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან.