ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი

კომიტეტის მიზანია, საქართველოში მოღვაწე ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი დაცვა, მოქალაქეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაციამ მოახდინოს დროული და ეფექტიანი რეაგირება პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატის დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა თუ არასათანადო ჩარევის ფაქტებზე.