თეიმურაზ თოდრია

ეთიკის კომისიის წევრი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით ადვოკატი თეიმურაზ თოდრია 2017 წლის 09 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი. თეიმურაზი ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.

1993 წლიდან თეიმურაზი მუშაობს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1999 წლიდან თეიმურაზ მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგ კურსებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

2005-2015 წლებში თეიმურაზ თოდრია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან თეიმურაზი კითხულობს ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში, მათ შორის:  იუსტიციის უმაღლესი სკოლაში;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში;  საქართველოს უნივერსიტეტში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; საქართველოს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში.

ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში.

2015-2016 წლებში ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.

თეიმურაზს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი  კურსები და ტრენინგები, მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში.

თეიმურაზს გამოქვექყნებული აქვს მონოგრაფიული ნაშრომები, ასევე სტატიები.

გარდა მშორბლიური ენისა თეიმურაზი ფლობს ფრანგულ და რუსულ ენებს, საშუალოდ ინგლისურს.

თეიმურაზ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი