გია ტაბლიაშვილი

ეთიკის კომისიის წევრი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, გია ტაბლიაშვილი 2017 წლის 09 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის მეორედ მოწვეული წევრი. 2017-2018 წლებში ის იყო ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. გიას ადვოკატად მუშაობის გამოცდილება 2002 წლიდან აქვს.

1980-1984 წლებში გია სწავლობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1996-2001 წლებში გია სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე.

2002 წელს გიამ დააფუძნა იურიდიული ფირმა ,,თემიდა 2002“.

2004 წლიდან არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2005 წლიდან გია არის ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

2010-2012 წლებში გია აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრად.

2014 წლიან გია არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2013 წელს გია ასოციაციის საერთო კრებამ აირჩია ეთიკის კომისიის წევრად; 2017 წელს ის მეორე მოწვევის ეთიკის კომისიის წევრად და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

გიას გამოქვეყნებული აქვს ორი ნაშრომი  სისხლის სამართლის დარგში - სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსის კერძო ნაწილის ნორმების შესაბამისობა ბრალის სამართლებრივ ბუნებასთან  და სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ზოგიერთი  ნორმათა  სამართლებრივი ხარვეზები.

გარდა მშობლიური ენისა, გია ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი