არჩილ ჩოფიკაშვილი

ეთიკის კომისიის წევრი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი 2017 წლის 09 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი. არჩილი ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.

1996-2001 წლებში არჩილი სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში - „იბერიაში“.

2001 წლებში არჩილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი.

2003 წელს არჩილმა ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაცით, ხოლო 2004 წელს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2003 წლიდან დღემდე არჩილს მონაწილეობა აქვს მიღებული ავტორად ან თანაავტორად სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე გამოცემულ ბროშურებსა და გამოცემებში.

2006 წელს არჩილმა გაიარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016 წელს არჩილმა ჩააბრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით.

2000  წლიდან არჩილი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი. 2001-2002 და 2009-2012 წლებში ის იყო ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ხოლო 2002-2003 და 2017 წლებში გამგეობის თავმჯდომარე. 2012-2013 წლებში არჩილი იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საპარლამენტო მდივანი.

2002-2017 წლებში არჩილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებო და კვლევით პროექტებში ტრენერად, ექსპერტად, პედაგოგად, სამართლებრივ მკვლევარად ან მრჩევლად.

2005 წლიდან არჩილი არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  დამფუძნებელი წევრი.

2007-2009 წლებში არჩილი იყო „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED)  და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე“ იურისტი.

2011-2012 წლებში არჩილი იყო ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატის“ პროექტი - „უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენა თბილისის ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის“ ადვოკატი.

2014-2017 წლებში არჩილი იყო სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.

2015-2016 წლებში არჩილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საკონკურსო კომისიის დამოუკიდებელი წევრი.

2017 წელს არჩილი იყო ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ადვოკატი.

2017 წელს არჩილი იყო სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის წევრი.

არჩილს გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები.

გარდა მშობლიური ენისა არჩილი ფლობს, ინგლისურ და რუსულ ენებს.

არჩილ ჩოფიკაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი