მამუკა ნოზაძე

ფონდის თავმჯდომარე

მამუკა ნოზაძე ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2017 წელს მეორე ვადით არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ამავდორულად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი არის ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის თავმჯდომარე.

მამუკა ნოზაძე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1998 წლიდან. იგი არის არის პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მამუკა ასევე, მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ სარჩელებზე და აღნიშნული მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება. მამუკა არის ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი. 

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სწავლის პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე, პრაქტიკას გადიოდა გორის  სარაიონთაშორისო და შემდგომ  შიდა ქართლის ოლქის პროკურატურაში.

1996 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო  სააქციო საზოგადოებაში  ,,ლარი'', იურისტის პოზიციაზე. 

1998 წელს მუშაობა დიწყო გორის მერიის სოციალურ დეპარტამენტთან არსებულ იურიდიული სამსახურის უფროსად, პარალელურად მუშაობდა  სააქციო საზოგადოების ,,ელიტა'' იურისტად და ს.ს ,,საქთხევადგაზი''–ს იურისტად ხელშეკრულების საფუძველზე.

1999 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო  შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში იურისტად.

2000 წლის 15 დეკემბრიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებამდე,  მუშაობდა  მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად, ამავდროულად არის  იურისტთა ასოციაცია ,,თემიდას'' თავმჯდომარე.

2003 წელს გაიარა  ადვოკატთა საერთო ტესტირება.

2003 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა  #85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. უფლებამოსილებას ასრულებდა  2006 წლის მარტის თვემდე.

2013 წლიდან დღემდე მამუკა გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი