„ტერმინალის“ სამუშაო სივრცეები

30 სექტემბერი 2020

2020 წლის 1 ოქტომბრიდან ასოციაციის წევრებს სპეციალური კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ტერმინალის ოფისებით, სამუშაო  და საკონფერენციო სივრცით (ე.წ. სამუშაო სივრცე) ქ. თბილისში არსებულ ტერმინალის ფილიალებში 24 საათის განმავლობაში. (იხილეთ დეტალები)

ასოციაციის მოქმედ 5000-მდე ადვოკატს ტერმინალის მომსახურებით სარგებლობა  შეეძლებათ თბილისში მოქმედ 5 ფილიალში წინასწარი სატელეფონო ჯავშანის განხროციელების გზით ნომერზე: 032 212 10 15  ან ელ. ფოსტის საშუალებით:  hello@terminal.center    

კორპორაციული შეთავაზებით სარგებლობისათვის წევრებმა თან უნდა იქონიონ ადვოკატის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 

დამატებითი უპირატესობები: 

ტერმინალის ლოკაციით სარგებლობის შეთავაზებაში შედის:

  • კომუნალური გადასახადი.
  • გამოცხადებულ ფასს+მოცემული ფასდაკლება რომელშიც შედის დღგ.
  • დალაგების სერვისი.
  • საოფისე ავეჯი.
  • მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
  • 24 საათიანი მიმღები მოცემულ ლოკაციებზე.
  • პერსონალური სათავსო.
  • შეხვედრების ოთახით სარგებლობა.
  • მოსასვენებელი სივრცეებით სარგებლობა.
  • თვითმომსახურების სამზარეულო.
  • კაფე და ტერასა.

ტერმინალის შემოთავაზების სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ:

  • განახორციელონ მეწარმე სუბიექტის იურიდიული მისამართის რეგისტრაცია ტერმინალის მისამართზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ასეთი თანხმობისათვის დადგენილი პირობების საფუძველზე.
  • ჰქონდეს ტერმინალის საერთო ბაზასთან წვდომის შესაძლებლობა. 
  • შექმნას ტერმინალის „ნეთვორქინგის“ პლატფორმაში საკუთარი კომპანიის ან პირის პროფილი.
  • დაესწროს ტერმინალის მიერ ორგანიზებულ შიდა ღონისძიებებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი