„რეგუსის“ სამუშაო სივრცეები

9 ნოემბერი 2020

2020 წლის 10 ნოემბრიდან ასოციაციის წევრებს სპეციალური კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ „რეგუსის“ ოფისებით, სამუშაო  და საკონფერენციო სივრცით ქ. თბილისში არსებულ „რეგუსის“ ფილიალებში. ადვოკატთა კორპორაციული ტარიფები იხილეთ ბმულზე.

ასოციაციის მოქმედ ყველა წევრს  მომსახურებით სარგებლობა  შეეძლებათ თბილისში მოქმედ 2-ივე  ფილიალში (თავისუფლების მოედანი და ვაჟა-ფშაველას გამზირი) წინასწარი სატელეფონო ჯავშანის განხროციელების გზით ნომერზე: 2 90 0039.

კორპორაციული შეთავაზებით სარგებლობისათვის წევრებმა თან უნდა იქონიონ ადვოკატის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 

აღნიშნული კორპორაციული მომსახურებით სარგებლობაში შედის:

  • ავეჯით მოწყობილი ოფისი;
  • სწრაფი ინტერნეტი; 
  • რეცეფციის მომსახურება და მოსაცდელი;
  • საკანცელარიო ნივთები;
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • დასუფთავება, მეინთენანსი;
  • უსაფრთოების და სახანძრო სისტემები;
  • უწყევტი ელ/წყალ მომარაგება, სერვერის UPS;
  • გათბობა/გაგრილების უახლესი სისტემები;
  • 3500 ცენტრის უფასოდ გამოყენება მსოფლიოს ყველა ქალაქში;150 მილიონი Wi-Fi ჰოთსპოტი მსოფლიოს ყველა წერტილში(აეროპორტეში, ავტოსადგურებში).

ამასთან, ასოციაციის მოქმედ წევრებს რეგუსის შემოთავაზების სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ  დამატებით ისარგებლონ: პირადი ადმინისტრატორის მომსახურებით; მცირე დასასვენებელი ზონებით და ბიზნეს ლაუნჯით.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი