კორპორაციული შემოთავაზება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - სგან

10 ნოემბერი 2020

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკების პროცესი საქართველოს ყველა რეგიონში ოპერირებად კომპანია - „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ“ - თან  და მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ასოციაციის არსებულ ყველა მოქმედ წევრს სთავაზობს სპეციალურ კორპორაციულ  ფასდაკლებას ყველა ტიპის საწვავზე (დიზელი, ბენზინი) სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის  ავტოგასამართ სადგურებზე და ამავე კომპანიის გაზგასამართ სადგურებში არსებულ ბუნებრივ აირზე.

შეთავაზებით სარგებლობისათვის: 

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისათვის ადვოკატმა, ადვოკატის მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მომსახურების ცენტრებში უნდა აიღონ სპეციალურად ამ კორპორაციული შემოთავაზებისთვის განკუთვნილი ენერჯი ბარათი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთ ადვოკატზე გაიცემა მხოლოდ 1 ენერჯი ბარათი და ბარათი აქტიურდება მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდგომ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მომსახურების ცენტრების ზუსტი მისამართები, სადაც უნდა მოხდეს ენერჯი ბარათი მიღება, იხილეთ ბმულზე.

ასოციაციის წევრი ადვოკატისათვის გამოყოფილ ენერჯი ბარათზე მოქმედებს შემდეგი კორპორაციული პირობები: 

პროდუქტი  ფასდაკლება დაგროვების ფუნქცია
1 ლიტრ ბენზინი -15 თეთრი + 3 დაგროვებითი ქულა ენერჯი ბარათზე
1 ლიტრი დიზელი -15 თეთრი + 3 დაგროვებითი ქულა ენერჯი ბარათზე
1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი -9 თეთრი დაგროვება არ მოქმედებს

 

დაგროვებადი ქულების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი