.menu li:hover ul{ display:block; }
  • ქართველი ადვოკატები მეგობრული ვიზიტით ართვინის რეგიონის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრნენ.

    ქართველი ადვოკატები მეგობრული ვიზიტით ართვინის რეგიონის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრნენ. თურქ კოლეგებთან შეხვედრაზე გადაწყდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროფესიული და კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
     
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, დავით ასათიანის ინიციატივით, მიღწეულ იქნა შეთანხმება და თურქეთის ადვოკატთა ასოცოაციაციასთან ნოემბერში, ქალაქ ბათუმში დაიგეგმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, აჭარისა და ართვინის ადვოკატთა აქტიური მონაწილებით.
     
    ვიზიტის ფარგლებში ადვოკატებმა მოინახულეს ქართული სულიერების და ხუროთხმოძვრების ძეგლები. 
    სრულად წაკითხვა
  • პატივცემულო ადვოკატებო

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბ-ნი დავით ასათიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა და სასამართლო ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფში.
    საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ადვოკატთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, მივესალმებით ყველა იდეას, მოსაზრებას თუ წინადადებას, რომელიც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების  კომისიის მეშვეობით - http://gba.ge/ka/399
    ამასთან, დაინტერესებულ ადვოკატებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის მუშაობაში, გთხოვთ, თქვენი განცხადება და მოკლე რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისმართზე: info@gba.ge 

     წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10.01.2017. 
    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

    03 მარტს სასტუმროში ,,ბილტმორი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პარლამენტის, იუსტიციის საბჭოს, იუსტიციიის სამინისტროს წარმომადგენლების და ადვოკატების მონაწილეობით პარლამენტში ინიცირებლი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

     

    შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელიამ გახსნეს.

     

    ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის დავით ასათიანის პრეზენტაცია შეეხო: კონსტიტუციის 42-ე მუხლის ჩანაწერის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც: ,,ყველა პირს აქვს უფლება  დაიცვას საკუთარი უფლებები და თავისუფლებები პირადად ან/და ადვოკატის მეშვეობით, ხოლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე“. ადვოკატების მოსაზრებით, მოქალაქეთა დაცვისა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული დემოკრატიის არსებობისათვის.  ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სურვილია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდეს ტერმინი - „ადვოკატი“.  

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრეთვე, გამოდის ინიციატივით, რომ ადვოკატთა უფლებები კონსტიტუციის დონეზე იყოს დაცული, აღნიშნული კი განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი 91მუხლის დამატებით, სადაც დაფიქსირდება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების და სხვა არასათანადო ჩარევის გარეშე.

     

    ასევე, ინიცირებულ იქნა ცვლილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებში, რომლის საფიძველზედაც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მხარის წარმომადგენლობის უფლება ექნება მხოლოდ ადვოკატს.

     

     შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ადვოკატთა შესახებ კანონში ეთიკის ნორმების  და ადვოკატის გამოცდის/განათლების ნორმების ცვლილებების შესახებ.

     

    შეხვედრა ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (EWMI/PROLoG)პროგრამის მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების გამოცდილებას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა

     9-10 მარტს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნის თექვსმეტი  ადვოკატთა ეროვნული ორგანიზაცია მონაწილებდა.

     გენერალური ასამბლეის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ. გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, აირჩია აღმასრულებელი საბჭო და ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

    სასიხარულოა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბ-ნი დავით ასათიანი ერთხმად იქნა არჩეული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართველი ადვოკატების გამოცდილების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

     

    ასამბლეას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს–CCBE-ის ვიცე-პრეზიდენტი  ესწრებოდა, რომელმაც ახლადშექმნილი პროფესიული გაერთიანების მიმართ ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა დაადასტურა.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ბათუმში

    19 და 20 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ბათუმში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს

    22 მარტს სასტუმროში ,,რუმსი“ სამუშაო შეხვედრა  გაიმართა, რომელიც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაზრდილ იურისდიქციას,  არსებულ გამოცდილებას და გამოწვევებს ეხებოდა. 

    სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ კრისტიან ურსე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, პიტერ დენისი ატაშე, იუსტიციის პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის მდივანი, გიორგი გოგაძე  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

    ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დათუნა მოდებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში არსებული გამოცდილება და გამოწვევები. ასევე გაიმართა მსჯელობა თემებზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, მოსამართლის როლი ნაფის მსაჯულთა სასამართლოში ევროპაში,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ამერიკული გამოცდილება. 

    დისკუსიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრებმა, საქართველოს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

     

    შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატებისთვის სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტებთან ონლაინ ტრენინგი გაიმართა

    30 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან (სტრასბურგი–თბილისი) ტელეხიდის მეშვეობით  ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნერგავს ტრადიციას და უკვე მესამედ ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს   ონლაინ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა.

    სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს  შესთავაზეს ორსაათიანი  სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილეს ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ბათუმში

    3 და 4 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ბათუმში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • უკრაინის ადვოკატთა სოციაციასთან თანამშრომლობა ფართოვდება

    2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს ადვოკატთა ასოციცაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, როგორც მოქმედი მედიატორი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ქალაქ კიევში გამართულ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში „მედიაციის პროცესი სასამართლოს საქმისწარმოებაში“.

    ირაკლი ყანდაშვილი მრგვალ მაგიდაზე  მოხსენებით წარსდგა, რომელიც  მედიაციის ქართულ მოდელს და მისი განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა. მან, ასევე, არსებული საქართველოს კანონის „მედიაციის შესახებ“კანონპროექტი მიმოიხილა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და უკრაინის ადვოკატთა ასოციაცია მედიაციის მიმართულებით მჭიდრო და ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის და უკრაინელი მედიატორების მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ახალციხეში

    20 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ახალციხეში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი ახალციხის უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ადვოკატთა ასოციაციის წინადადება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა

    სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სრულად გაითვალისწინა ადვოკატთა ასოციაციის წინადადება და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, (50 მომხრე - 3 წინააღმდეგი) დაამტკიცა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი რედაქცია:

    "3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით."

     

    სრულად წაკითხვა
  • ეთიკის კიმისიამ კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

    2017 წლის 22-23 აპრილს, „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტის „ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების“ ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის  ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ციცინო ცხვედიანმა და კომისიის წევრებმა - თეა ჭეიშვილმა და ქეთევან უტიაშვილმა გასვლითი შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და სიღნაღში. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის საქმიანობის, არსებული პრაქტიკული საკითხების და შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, პრობლემური საკითხების გამოკვეთა და შეხვედრაზე მყოფი ადვოკატებისათვის, კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა.

     

    შეხვედრას დაესწრო კახეთის რეგიონის ყველა რაიონში მოღვაწე ადვოკატი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირი ადვოკატები, ასევე, თელავის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეხვედრის ორი კონკრეტული ადგილისა, როგორც თელავში, ასევე, სიღნაღში მოწვეული იქნა ადვოკატები კახეთის სხვა რაიონებიდან, მათი მაქსიმალური ჩართულობისა და ინფორმირებულობისათვის.

     

    შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კომისიის საქმიანობა, დანიშნულება და მიზნის განმარტება, სადაც ხაზი გაესვა კომისიის საგანმანათლებლო და პრევენციულ საქმიანობასა და მიზანს. ეთიკის კომისიის წევრების მიერ დამსწრე ადვოკატებს განემარტათ დისციპლინური სამართალწარმოებისა და პრაქტიკის საკითხები, კერძოდ, მიეწოდათ ინფორმაცია საჩივრის ავტორებისა და საჩივრის სახეების, შესაძლო დარღვევების, არსებული პრაქტიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების შესახებ. შეხვედრების მიმდინარეობისას კომისიის წევრები პასუხობდნენ ადვოკატებს შეკითხვებს და მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში.

    შეხვედრა დამსწრე ადვოკატების მიერ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პრაქტიკის შესახებ. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა შეხვედრის ფორმატი - დისკუსია და კითხვა-პასუხი, რადგან შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალურად მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების ბოლოს დაფიქსირდა სურვილი, რომ, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართოს როგორც იგივე ქალაქებში, ასევე, რეგიონის სხვა ქალაქებშიც.

    „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტი გრძელდება. ეთიკის კომისიის წევრები მიმდინარე წლის განმავლობაში - მაისისა და ივნისის მიმდინარეობისას განახორციელებენ გასვლით შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია გამართა მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან

    27 აპრილს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეხუთე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს: მტკიცებულებათა დასაშვებობა, წინასასამართლო სხდომა, დათვალიერების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებთან,  კომპიუტერული სისტემიდან  მონაცემების (ვიდეო-ჩანაწერების) გამოთხოვასთან და  ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც 

    სრულად წაკითხვა
  • სამუშაო შეხვედრა

    17 თებერვალს, სასტუმროში ,,მარიოტი თბილისი“  დისციპლინირებული ადვოკატის შესახებ საჯარო ინფორმაციის თაობაზე კონფერენცია  გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (EWMI/PROLoG) პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

    ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანმა   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილების და მის წინაშე არსებული გამოწვევების, გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

    კონფერენციზე მოხსენებით გამოვიდა ეთიკის მრჩეველი, ვირჯინიის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ჯეიმს მაკალი, რომელმაც ადვოკატებს  დისციპლინური წარმოების საჯაროობის ამერიკული მოდელი გააცნო.

    კონფერენცია ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (EWMI/PROLoG)პროგრამის მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • გამოვიდა ჟურნალი ,,ადვოკატი"

    ჟურნალში მოთხრობილია  ადვოკატთა ასოციაციის ძირითადი მიღწევები, განთავსებულია სამეცნიერო სტატიები, სასწავლო ცენტრის ანგარიში, ეთიკის კომისიის საინტერესო ქეისი და რეკომენდაცია, იურიდიული პუბლიცისტიკა და ბევრი სხვა საინტერესო პუბლიკაცია. 

    ჩვენ, კვლავ გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო და პრიორიტეტული მოსაზრებების, კვლევების და სტატიების განთავსებას. 
    გთხოვთ, ნუ იქნებით პასიურები, მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო  თემები და საკითხები. 

    გთხოვთ, ჟურნალი იხილოთ ბმულის სახით

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ტრადიციად ქცეული, საფეხბურთო ჩემპიონატი გამართა. ადვოკატ ზაზა შველიძის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თასი. ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდი მხოლოდ მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა.
    ტურნირი იყო ძალიან საინსტერესო, გუნდები მოვიდნენ მომზადებულები ყველა მატჩი იყო დაძაბული. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა „ ტარიელ კბილაშვილის“ გუნდის ლიდერი ირაკლი ნანობაშვილი, რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. ტურნირის ნამდვილი მშვენება იყო საუკეთესო მეკარე, ზაზა შველისძის გუნდის ლიდერი, ნიკა აბუთიძე, რომლის ბრწყინვალე თამაშმა გადაწყვიტა ფინალური და ნახევარფინალური მატჩის ბედი. მაყურებელთა სიმპატიის პრიზი გადაეცა უბერებელ, 54 წლის ტარიელ კბილაშვილს, რომლის ფინტებმა აღფრთოვანებაში მოიყვანა პუბლიკა. ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს ზაზა შველიძის ბრწყინვალე გუნდს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დისკუსია გამართა

    30 მაისს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეექვსე ღონისძიება, სადაც   ორივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:  სასამართლო მედიაცია - პრაქტიკა, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები, მოსამართლის  როლი  დისპოზიციურობისა  და შეჯიბრებითობის  პრინციპის კონტექსტში; მტკიცების ტვირთის გადანაწილება, მხარეთა მტკიცების ტვირთი; დაუშვებელი მტკიცებულებები.

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი თელავში

    28-29 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ თელავში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

    2 მაისს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდაშვილი და დავით ასათიანი მომავალ იურისტებს შეხვდნენ და ადვოკატის პროფესიის შსახებ დისკუსია გამართეს.

     
    შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში და მის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო მიღწევები, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტები და საგანმანათლებლო ასპექტები, რეფორმები.  

    შეხვედრები ადვოკატის პროფესიის ირგვლივ გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბს მოიცავს, რომლის მიზანია მომავალმა იურისტებმა და საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობის და როლის შესახებ. 

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პროკურატურას ფეოდალიზმის დამკვიდრებაში ამხელს

    ფეოდალიზმი სამეგრელოს პროკურატურაში !

    ზუგდიდის  რაიონული  პროკურატურია  და  სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა  განლაგებულია ერთ შენობაში, რომელიც  ქალაქ ზუგდიდში მდებარეობს.  

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, რომელთაც სურთ საჩივარი ან განცხადება პირადად შეიტანონ  პროკურატურის  კანცელარიაში,  ეკრძალებათ  პროკურატურის შენობაში  შესვლა და კანცელარიის მეშვეობით საჩივრის ან განცხადების შეტანა.  პროკურატურის შენობის შესასვლელში დგას ორი ჯარისკაცი, რომლის მოვალეობაში, სავარაუდოდ, შედის  ადვოკატის მიერ პროკურატურაში შესატანი საჩივრის ან განცხადების წაკითხვა და შემდგომში კანცელარიაში ჩაბარება.  სამეგრელოში მოღვაწე ადვოკატების ინფორმაციით დამამცირებელია ის ფაქტი, რომ მათ ეკრძალებათ პროკურატურის კანცელარიაში შესვლა და  საჩივარს ან განცხადებას მხოლოდ შენობის წინ მდგომი  ჯარისკაცის მეშვეობით აბარებენ. 

    ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა უხეშად არღვევენ ადვოკატის უფლებებს და ადვოკატს უკრძალავენ განახორციელოს თავისი  საქმიანობა  ყოველგვარი ჩარევის და შეზღუდვის გარეშე.

    გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, რომელსაც აქვს კანონის ძალა ადგენს :

    მუხლი16 : სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე.

    მუხლი 10. არც ერთ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც აღიარებულია წარმომადგენლობაზე უფლება, არა აქვს უფლება უარი უთხრას ადვოკატს წარსდგეს სასამართლოს წინაშე თავისი კლიენტის დასაცავად.

    21 საუკუნეში, ადვოკატს უარი უთხრა ჩააბაროს საჩივარი ან განცხადება პროკურატურის კანცელარიაში, ეს არის ფეოდალიზმის დამკვიდრების მცდელობა.

    ევროკავშირში შესვლის მსურველი საქართველოს მიერ, ფეოდალური მიდგომა ადვოკატებთან მიმართებაში, რომელიც არ ხდება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოში, მიუთითებს საქართველოში  ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას სახელმწიფო დონეზე.

    საქართველო როგორც იქნა გამოვიდა „დემოკრატიის შუქურას“ მმართველობის ხანიდან, რომელმაც ქვეყანა სამართლებრივ ჭაობში შეიყვანა,  მაგრამ სამწუხაროდ ისევ „ფეოდალიზმის შუქურას“  ხანისკენ  მიექანება.

    სრულად წაკითხვა
  • ადმინისტრაციულ სამართალში ტრენერები მომზადნენ

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაასრულა ადმინისტრაციულ სამართალში ტრენერების მომზადების პროცესი. მომზადების პროცესი მოიცავდა მომავალი ტრენერებისთვის ადმინისტრაციულ სამართალში ქართველი ექსპერტების მხრიდან თეორიულ მომზადებას და გერმანელი ექსპერტის ჩართულობით ტრენერის უნარების სწავლებას.

    ტრენერთა მომზადების ბოლო ეტაპი 2017 წლის 25-30 ივლისს გაიმართა ქ.ბათუმში.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის GIZ-ს აღნიშნული მნიშვნელოვანი პროცესის მხარდაჭერისთვის, რის შედეგად 2018 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეეძლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფორმატში,ადმინისტრაციულ სამართალში, სასწავლო კურსებში მიიღონ მონაწილეობა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ტრენერებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ქალბატონ მაია ვაჩაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და გერმანიის სამოხელეო აკადემიის დირექტორს გერმანელ ექსპერტს ბატოტ ჰანს ჰაინრიხ რიგერს.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ადმინისტრაციულ სამართალში მომზადებულ ტრენერებს.

    სრულად წაკითხვა
  • სიმპოზიუმი ბიზნეს სამართალში

    27-29 ოქტომბერს სასტუმროში ,,მუზეუმი“   ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი გაიმართა.

     სადაც  განხილული იყორიგი აქტუალური საკითხები,

     როგორიცაა ბიზნესსამართლებრივი დავების

     სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა,  გარანტიები

     და მათიმნიშვნელობა, კორპორაციული საფარველი,

     საგადასახდო დავალიანები გადაკისრება

    ,პერსონალური მონაცემებისა და შრომის

     სამართლის საკითხები.აღსანიშნავია, რომ

     ასეთი მასშტაბისა და ფორმატის ბიზნეს

     სამართლის სიმპოზიუმი  საქართველოში 

    პირველად ჩატარდა. "სამდღიან სიმპოზიუმზე მოწვეული იყოასზე მეტისტუმარი, 

    ადვოკატები, მოსამართლეები, ზოგადად იურიული 

    პროფესიის წარმომადგენლები; ამასთან, ბიზნეს 

    სამართლისყველაზე აქტუალური საკითხები პირველად გახმაურებული იქნა ადამიანის უფლებების კუთხით, რაც დღეს, თავის მხრივ, გამოწვევაა ქართულ სამართალში", – განაცხადასაქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, აღმასრულებელმადირექტორმა, ადვოკატმა    ქეთევან ბუაძემ.

     სიმპოზიუმზემომხსენებლები იყვნენბიზნეს სამართალში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და ადვოკატები. ასევე, ექსპერტი გერმანიიდან, ბერლინიდან, კერძოდ,ადვოკატი, დოქტორი კორნელიუს ქლაინენი.

     ღონისძიების ორგანიზატორი იყო"საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის" გერმანული ფონდი (IRZ), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის(გლიპ), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით

    საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის  დავით ასათიანის   განმარტებით: ,,საქართველოს  ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ჩვენ ვმონაწილეობდით ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იქნება მსოფლიოში მესამე ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ადვოკატის როლი და მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით იქნა განმტკიცებული. საკონსტიტუციო კომისიამ და აწ უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და კონსტიტუციის 31-ე მუხლში დაფიქსირდა მხარის უფლება, რომელიც სამართალწარმოებაში  წარმოდგენილი იქნება ადვოკატის მეშვეობით. ამავე მუხლში განისაზღვრა ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაც, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ადვოკატებს, ყოველგვარი უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის გარეშე თავისუფლად და ეფექტურად დაიცვან მოქალაქეების, ბიზნეს-კომპანიების, კლიენტების ინტერესები.

    კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სამართალდამცავი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, ვერც სახელისუფლებო, პოლიტიკური ანდა სხვა გავლენიანი ჯგუფები ვერ შეძლებენ ზეგავლენა მოახდინონ ადოკატზე და ჩაერიონ მის საქმიანობაში, ხოლო თუ მაინც ადგილი ექნება ადვოკატის მიმართ გადაცდომას, ეს იქნება მკაცრად აღკვეთილი. აღნიშნული საკონსტიტუციო გარანტიები უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და ხარისხიანი მართლსაჯულების განხორციელებისათვის. ეს ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას.

     ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რაც არავის მისცემს საშუალებას, რომ ადვოკატის უფლებები რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ადვოკატზე ზეწოლა განახორციელოს. ეს ძალზედ საჭიროა ინსტრუმენტია ადვოკატისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უხდება ოპონირება ძლიერ და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადვოკატები იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, საზოგადოებაში არაპოპულარულ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უპირისპირდება გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, წინასწარგანწყობილი მედია ჯგუფები და ამ დროს ადვოკატის პიროვნების დაცულობა და მისი ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია.

     

    ახალი საკონსტიტუციო ცვლილების მონაპოვარია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც იქნება თვითმმართველი, თვითრეგულირებადი  და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუ მომავალში რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდება სურვილი, რომ ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაცია რაიმე ფორმით შეზღუდოს, დაანაწევროს ან დაშალოს, რისი პრეცედენტებიც არაერთხელ გვქონდა ახლო წარსულში, იგი ამას ვეღარ შეძლებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო მაგალითები, როცა დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის შექმნიდან მალევე, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა რამდენიმე ასოციაციის შექმნით დაესუსტებინა და დაეკნინებინა საადვოკატო პროფესია. კონტიტუციაში შეტანილი ამ ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება ასეთი მაღალი კონსტიტუციური გარანტიების გამო. ამიტომაც, ეს კონსტიტუციური დებულება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპუსის არსებობისათვის“.

    სრულად წაკითხვა
  • ვიზიტი ბერლინში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, ასოციაციის საერთაშორისო მდივნის ადვოკატი დავით ასათიანის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები: დათუნა მოდებაძე, მამუკა ნოზაძე, გია თევზაძე, ირაკლი ყანდაშვილი,  ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში, ქ. ბერლინი.
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან და ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან.
     შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და გეგმები.
    სრულად წაკითხვა
  • ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) მიერ წლის უფლებადამცველად დასახელდა

    ბრიუსელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE)-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, CCBE-ის ადამიანის უფლებათა ძალზედ საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელად  ზაზა ხატიაშვილი დაასახელა.  ჯილდოს ოფიციალური გადაცემა  ნოემბერში, CCBE-ის პლენარულ სესიაზე, საზეიმო ვითარებაში  გაიმართება.

    ჯილდოს გადაცემა,  ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის  ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელიწადში ერთხელ ხდება.

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • სენაკსა და ზუგდიდში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

    1-2 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ სენაკსა და ზუგდიდში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.  

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სამუშაო შეხვედრა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ფორმატში შეხვდნენ საქართველოს საადვოკატო ბიუროების თავმჯდომარეს ციცინო ცხვედიანს და ასოციაციის გამგეობის წევრებს.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, გეგმები და პროფესიაში შემოსვლის სტადიაზე არსებული სტაჟირების ახალი წესები.
    სრულად წაკითხვა
  • სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ, ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი დისკუსია გაიმართა

    სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ,  ადვოკატთა, მოსამართლეთა და  პროკურორთა ერთობლივი დისკუსია გაიმართა

    7 ივლისს, თელავში სასტუმროში „ერეკლე II“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით  მრგვალი მაგიდა (Bench Bar-ი) გაიმართა - დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის. ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მერვე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:   

    • “მტკიცებულებათა დასაშვებობა - მესაკუთრის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების კანონიერების შემოწმების პრობლემატური საკითხები”;

    • “მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასების მნიშვნელოვანი საკითხები”;

    • “ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის პრობლემატური საკითხები.“

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აქტუალური და აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  კახეთის სასამართლოების მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი პარტნიორი ჰყავს

    10 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობის სისტემების შემუშავება და განვითარება ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლებისა და მომავალი ადვოკატების  სტაჟირების ფარგლებში. თემატური პროექტების, მიზნობრივი კონკურსების, მასტერკლასების, კონფერენციების ორგანიზება.
    მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გაიარონ სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა ადვოკატთა ასოციაციასა და მის წარმომადგენლობაში.

    მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა შეხვედრა გამართა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც ადვოკატის პროფესიის და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანიბის შესახებ  ისაუბრა.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი შრომის სამართალში

    12-13 ივლისს ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის შრომის სამართალში ტრენინგი გამართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ზაქარია შველიძე.

    სრულად წაკითხვა
  • ბათუმში შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

    2017 წლის 14 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით  მოსამართლეებთან შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
     
    სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეებმა და ადვოკატებმა განიხილეს მოქმედი შრომის კოდექსი, არსებული სასამართლო პრაქტიკა და იმსჯელეს შემდგომ შესაძლო ცვლილებებზე შრომის კანონმდებლობაში.
     
    მრგვალ მაგიდას ადვოკატების მხრიდან უძღვებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი.
    სრულად წაკითხვა
  • ტურნირი ნარდში

    15 ივლისს, ბათუმში ადვოკატთა შორის ნარდის ტურნირი გაიმართა, სადაც ნარდის მოყვარულმა ადვოკატებმა მოიყარეს თავი.  
    ადვოკატთა შორის გამართულ ნარდის ტურნირის საპრიზო ადგილის მფლობელი ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი გახდა.

    ადვოკატთა ასოციაციას ტრადიციად აქვს სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების და შეჯიბრებების გამართვა. ტურნირი ნარდში უკვე მესამედ ტარდება. მსგავსი ტურნირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.

    სრულად წაკითხვა
  • ბათუმში მედიაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

    16  ივლისს, ბათუმში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ბათუმში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.  

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრებსთვის ბათუმში ტრენინგი იმართება

    17,18 ივლისს, ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადამიანის უფლებათა  საერთაშორისო სტანდარტებზე და გასაჩივრების მექანიზმებზე  ტრენინგი იმართება, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი უძღვება. 

    ტრენინგზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლება უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის" მიერ,  ადვოკატები მოისმენენ  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილის და  საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის ბესარიონ ბოხაშვილის  პროდუქტიულ პრეზენტაციებს.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ქუთაისში

    17 ივლისს, ქუთაისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის და აკრედიტებული სასამართლო მედიატორის დავით ასათიანის  მიერ  მოქმედი ადვოკატებისთვის   ,,ადვოკატის როლი მედიაციაში" ტრენინგი ჩატარდა. 

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.  

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

     

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრებსთვის ბათუმში ტრენინგი იმართება

    19,20 ივლისს, ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადამიანის უფლებათა  საერთაშორისო სტანდარტებზე და გასაჩივრების მექანიზმებზე  ტრენინგი იმართება, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი უძღვება. 

    ტრენინგზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლება უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის" მიერ,  ადვოკატები მოისმენენ  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილის და  საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის ბესარიონ ბოხაშვილის  პროდუქტიულ პრეზენტაციებს.

    სრულად წაკითხვა
  • კონფერენცია ბათუმში

    20-21 ივლისს ქ.ბათუმში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (სავაჭრო დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები, (CLDP) ორგანიზებით იმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს კონფერენციის პარტნიორ ორგანიზაციას, კონფერენციაში მონაწილე ყველა ადვოკატს კონფერენციაზე დასწრება ჩაეთვლება სავალდებულო განგძობადი იურიდიული განათლების კრედიტ საათებში.

    კონფერენციის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც 20 ივლისს კონფერენციის ფარგლებში გამართლ სესიას : „სადა შეფუთვა (Plain Packaging) -საქართველოს კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები და მათი გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე“ უძღვებოდა.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი გორში

    22 ივნისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ გორში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებასთან მემორანდუმი გააფორმა

    2 ივნისს,  სასტუმრო ,,CITADINE CITY CENTER“-ში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას  შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

     

    მემორანდუმი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემომსვლელი პირებისათვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარებას, ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.

     

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილმა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთანების თავმჯდომარე  ციცინო ცხვედიანმა.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე მოქმედ ადვოკატს, ხოლო საქართელოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება აერთიანებს 80-ზე მეტ მოქმედ საადვოკატო ბიუროს.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ქუთაისში

    5 და 6 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ქუთაისში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ხაშურში

    19 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ხაშურში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • ანაკლიაში მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

    18 მარტს  ანაკლიაში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა Bench-Bar-ის ფორმატში შეხვედრა გამართეს სადაც  აღკვეთის ღონისძიებები, მტკიცებულებების დასაშვებობა და მოპოვება, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების პრობლემური საკითხები განიხილეს.

     

    Bench-Bar-ის მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.

     

    შეხვედრა მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) PECO კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

    23 თებერვალს, ვენაში  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) PECO კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ესწრებოდა, დელეგაციას ადვოკატათა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და  ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომისიის წევრი ფრიდონ სიხუაშვილი შედიოდნენ.

     

    (PECO) კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ადვოკათა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა  დავით ასათიანმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, სადაც ისაუბრა საქართველოში  ადვოკატთა კორპუსის განვითარების, სირთულეების, განხორციელებული პროექტებისა და გეგმების  შესახებ. მან კომიტეტის წევრებს გააცნო სახელმწიფო   საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებები, რაც მოიცავს საკონსტიტუციო დონეზე ადვოკატთა უფლებების დაცვას და  გარანტიებს. ასევე, საუბარი შეეხო ადვოკატთა უფლებების  დარღვევის ფაქტებს საქართველოში, ადვოკატების უკანონო დაკავება-დაპატიმრებას.  უდიდესი ყურდღება გამახვილდა იმ პოლიციელების დაუსჯელობაზე, რომელნიც  პოლიციის სტრუქტურებში დღემდე აგრძელებენ მუშაობას.

     სხდომის ბოლოს,  დავით ასათიანმა უპასუხა შეკითხვებს და სხდომაში მონაწილე ევროპის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ადვოკათა ასოციაციას თანადგომა აღუთქვეს, რაც მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებით გამოიხატება.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE),  წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-სქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებმა იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს

    2017 – 12-13 მაისს თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ს ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების  საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვით.

    კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE)  და ცხრა  საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

    კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA), ხოლო მხარდამჭერები - ევროპის საბჭო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG).

    კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში,მარია სლაზაკმა -  ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს PECO კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პიტერ დენისმა -  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების მენეჯერმა, გიორგი ჩხეიძემ-EWMI/PROLoG პროგრამის ხელმძღვანელმა და ზაზა ხატიაშვილმა - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

    ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იურიდიულ პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე ამ სფეროში. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში იურიდიული პრაქტიკის გარანტიებსა და ექსკლუზიურობაზე, საქართველოში იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ გარანტიებზე, ადვოკატურის საერთაშორისო გარანტიებზე, ადვოკატთა უფლებების და იურიდიული პროფესიის თავისუფლებების დაცვაზე, იურიდიულ პროფესიაში შესვლაზე და განათლების სტანდარტებზე, საზღვართაშორის დავებზე, სოციალური ქსელისა და მედიის გავლენაზე იურიდიულ პროფესიაზე და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

    სრულად წაკითხვა
  • ჩემპიონატი ფეხბურთში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება 26 მაისს 11:00 საათზე. ადვოკატთა ასოციაციის შეკვეთით დამზადდა სპეციალური პრიზები, რომლებიც გადაეცემა საუკეთესო საფეხბურთო გუნდს, საუკეთესო მეკარეს, საუკეთესო ბომბარდირს, საუკეთესო ფეხბურთელს.

    ჩემპიონატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება.

    ადვოკატებს მოგიწოდებთ მობრძანდეთ და უქომაგოთ გუნდებს.
    ტურნირს მოემსახურება პროფესიონალი მსაჯი.

    მისამართი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
    N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, თბილისი

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებას დაესწრო

    20 ივლის, თბილისში ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა  დავით ასათიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველოს უფროსმა ლილიტ დანეგიან-ბოსლერმა.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დავით ასათიანმა განაცხადა: ,, ევროპის საბჭოს აღნიშნული დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი და დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნდობა მართლსაჯულების სისტემისადმი, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება. იურიდიული პროფესიის აზრი და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ რეალური და არსებითი რეფორმების განხორციელება ერთადერთი და გარდაუალი გზაა დაკარგული ნდობის აღსადგენად. ძლიერი იურიდიული პროფესიის და დამოუკიდებელი ადვოკატურის გარეშე კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება წარმოუდგენელია“.

    შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა,  ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა: ევროპის საბჭოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპოს საბჭომ უდიდესი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ჩვენი საქმიანობის ისეთი მიმართულებების გაძლიერების საქმეში, როგორებიცაა ასოციაციის ინსტიტუცური განვითარება, ადვოკატთა პროფესიულიკვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები, რომლის შედეგადაც  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა ერთგვარი რეგიონალური ლიდერი, ადვოკატთა თვითმმართველობის მისაბაძი მოდელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და აზიის გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებისათვის. თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ქვეყნების ადვოკატურის წარმომადგენლები როგორებიცაა მაგალითად: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა საერთო ფორმატებში მონაწილეობა ყოველთვისუდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

     

    ჩვენთვის ძალზედ ფასეულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერა ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების მოდელის დანერგვის მიმართულებით. ესაა დიდი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ადვოკატის პროფესიაში მიღებისა და ასოციაციის ბაზაზე სავალდებულო სტაჟირების ორგანიზებას, რაც წარმატებული მოდელია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმში სექტემბრიდან დაიწყება და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იურიდიულ პროფესიას შემოუერთდებიან მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატები. მოხარულნი ვართ, რომ ევროპის საბჭო კვლავაც მხარს დაუჭერს ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების პროექტს და ადვოკატის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბების ჩვენეულ ინიციატივას.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიზანია: სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და განხორციელების მხარდაჭერა; საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.

     პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    სრულად წაკითხვა
  • სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ, ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი დისკუსია გაიმართა

    5 ივნისს, ბათუმში სასტუმროში „რედისონი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეეშვიდე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:   ბრალდებულის პირველი წარდგენა და აღკვეთი ღონისძიება - პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა, მტკიცებულებათა დასაშვებობა, კომპიუტერულსისტემაში/მონაცემთაშესანახსაშუალებაშიარსებულიინფორმაციის/ დოკუმენტისგამოთხოვისპრობლემატურისაკითხები,

     

     Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  აჭარის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებმა.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

     

    სრულად წაკითხვა
  • ტური ჯომარდობაში

    6 აგვისტოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ბორჯომის ხეობაში ჯომარდობის ტურს ატარებს.  მდინარე მტკვარზე, სოფელ ჩითახევიდან ლიკანამდე,  მოხდება ნავებით დაშვება. ტურის ღირებულება შეადგენს 70 ლარს ( კვება, ტრანსპორტირება, ჯომარდობა). 

    აქცია  რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის წინააღმდეგაა მიმართული.

    მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით ადვოკატებს: მალხაზ ლაფაჩსს :  557 55 95 55 და კოტე გელაშვილს: 577577117

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციასა და საქპატენტს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატი გრძელდება

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2017 წლის 12 აპრილს გაიმართა მრგვალი მაგიდა ქართველი ადვოკატებისათვის, რომელზეც საქპატენტის თავმჯდომარემ ბატონმა ნიკოლოზ გოგილიძემ ადვოკატებს წარუდგინა საქპატენტის მიერ "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი.
     მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა ადვოკატებისათვის კანონის ცვლილებების პროექტის გაცნობას და ადვოკატთა მოსაზრებების მოსმენას.
     
    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციაში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარე დავით ასათიანმა კომიტეტის წევრებს  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო. სხდომაზე გაიმართა დისკუსია.

    სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და შედგება 15 წევრისგან და მიზანია იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა დამოუკიდებელ და ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღწევად.

    სრულად წაკითხვა
  • თანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის უნივერსიტეტთან

    სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ ევროპის უნივერსიტეტთან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სწავლების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ ეტაპზე თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის/მაგისტრატურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკაში გაიარონ სწავლების პრაქტიკული კომპონენტი 15 კვირის განმავლობაში.  

     

    კლინიკა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისაგან. კლინიკაში საქმიანობის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან სათანადო თეორიულ-ინტერაქტიულ კურსს იმ ძირითადი უნარ-ჩვევევბის ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად გაართვან თავი კლინიკაში დაგეგმილ აქტივობებს. იურიდიული კლინიკით გათვალისწინებული პრაქტიკული კურსის დასასრულს მოეწყობა იმიტირებული პროცესი. კლინიკის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.

     

    კლინიკის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც შეესაბამება მაღალ ეთიკურ სტანდარტებს და საადვოკატო საქმიანობის არჩევის შემთხვევაში იურისტი მზად იყოს ეთიკური საადვოკატო პრაქტიკისათვის.

     

    ადვოკატთა ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებითაც გეგმავს. მემურანდუმს ხელი ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილმა პირმა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა იოსებ კელენჯერიძემ მოაწერეს.

     

    ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა 2016 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

     

    ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სწავლებას უმაღლესი განათლების დაწესებულებებში მხარს უჭერს USAID-PROLOG-ის პროექტი ,,საქართველოს ადვოკატთაასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.“

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის მიწვევით ვარშავაში იმყოფება

    22 და 23 ივნისს ქალაქ ვარშავაში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ადვოკატის როლის გაძლიერებას ეხება.

     

    საერთაშორისო კონფერენცია, სპეციალური სტუმრის სტატუსით ზაზა ხატიაშვილმა გახსნა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადვოკატთა მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, მან მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა შეიქმნას ადვოკატთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისია, რომლის მუშაობაში თვითონ მიიღებს მონაწილეობას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მანამ სანამ დაუსჯელად დადიან  სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში თავს ესხმიან ადვოკატებს, საჭიროა  პერმანენტული ბრძოლა ადვოკატის უფლებების დაცვისთვის.

     

    ზაზა ხატიაშვილმა  ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა ადვოკატების გიორგი მდინარაძის და ალექსანდრე ფირცხალაიშვილის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიციის მუშაკების უკანონო მოქმედებების შედეგად არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ ადვოკატ გიორგი მდინარაძის და  ალექსანდრე ფირცხალაიშვილის უფლებების დაცვაში.  ზაზა ხატიაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადების განხილვა საქართველოს პარლამენტში

    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ განიხილეს. 
    ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა გამართა.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ვენეციის კომისიას მიმართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თავისი მოსაზრებები მიაწოდა  ვენეციის კომისიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების ფორმირებასთან  და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული.

    წერილი იხილეთ ბმულის სახით
    სრულად წაკითხვა

სიახლეების კალენდარი

August 2017
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვ
  • 31
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3

საკონტაქტო ინფორმაცია

ასოციაციის ადმინისტრაცია

2 224 654







ეთიკის კომისიის ცხელი ხაზი

2 200 262







სიახლეები

საწყისი > სიახლეები > ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) მიერ წლის უფლებადამცველად დასახელდა

ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) მიერ წლის უფლებადამცველად დასახელდა

ბრიუსელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE)-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, CCBE-ის ადამიანის უფლებათა ძალზედ საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელად  ზაზა ხატიაშვილი დაასახელა.  ჯილდოს ოფიციალური გადაცემა  ნოემბერში, CCBE-ის პლენარულ სესიაზე, საზეიმო ვითარებაში  გაიმართება.

ჯილდოს გადაცემა,  ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის  ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელიწადში ერთხელ ხდება.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.