.menu li:hover ul{ display:block; }
  • ადვოკატთა ასოციაციის რეფორმებით ყაზახი კოლეგები დაინტერესდნენ

    7 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ყაზახეთიდან იურისტთა დელეგაცია ეწვია, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. დელეგაციის წევრების ვიზიტი ქართველი ადვოკატების გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის შესწავლას მოიცავდა.

     

    მხარეებმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე, პრობონო საქამიანობის კუთხით ასოციაციის გამოცდილებასა და პროექტებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობაში ადვოკატთა ასოციაციისა და მისი წევრების როლზე და უფასო იურიდიული დახმარების კუთხით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

     

    დავით ასათიანმა ყაზახ კოლეგებს უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარებაში წარმატება უსურვა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

     

  • ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების წარმომადგენლის ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციაში

    5 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების წარმომადგენელს - ჩიკა მუორაჰს შეხვდნენ.

     

    მხარეებმა ისაუბრეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდიანრე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მათ ასევე იმსჯელეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ ისეთ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის და ადვოკატთა კორპუსის გაძილერებას საქართველოში, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული ტრენინგები, ასოციაციის კომიტეტების საქმიანობის მხარდაჭერა, ასოციაციის როლის გაზრდა მართლმსაჯულების რეფორმებში და სხვა.

  • ადვოკატთა ასოციაციაში საგანმანათლებლო საბჭოს სხდომა გაიმართა

    2018 წლის 28 მაისს შედგა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრო ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი დავით ასათიანი.

     

    საგანმანათლებლო საბჭოზე მოისმინეს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოს და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

     

    საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო ევროპის საბჭოს და HELP-ს სამდივნოს სახელით მომართვა, HELP -ს ონლაინ კურსების განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემაში ინტეგრირების თაობაზე, რაც საბჭოს წევრების მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის კიდევ ერთ კონკრეტულ წარმატებულ პროექტს, რითაც უახლოეს პერიოდში გამდიდრდება ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების არსებული პროგრამა და სასწავლო მოდულები.

     

    საგანმანათლებლო საბჭოზე იმსჯელეს ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის მომართვაზე, რითაც იურიდიული ფაკულტეტის დისერტანტის სადისერტაციო თემაზე ასოციაციას ეთხოვა, როგორც დარგის წამყვან სპეციალისტს, გამოხმაურების მომზადება, რაც კიდევ ერთი დასტურია ასოციაციის როლის და მნიშვნელობის ზრდის  იურიდიულ პროფესიაში.

  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ელექტრონული სისტემით ტარდება

    2 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს.

     

    მონაწილეები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ. ყოველი სპეციალიზაციისათვის განსაზღვრული 100 საგამოცდო კითხვიდან 75 ან მეტი ქულის მოგროვების შემთხვევაში, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება.

     

    სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. გამოცდის ჩაბარება პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

     

    ადვოკატთა ასოციაცია ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს.

  • შეხვედრა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით

    13 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლისა და სამოქალაო სამართლის კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკრედიტო ურთიერთობებში ვალდებულებათა აღების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები, საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანებაში ცვლილებები.


    კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და მას სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე - თეა ხამხაძე, კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - მარი ნიქაბაძე, ხსენებული კომიტეტის წევრები და საბანკო სექტორისა და საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ინიცირებული ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე და იმ შესაძლო ზეგავლენებზე, რომელიც აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება იქონიოს როგორც საბანკო სექტორზე, ასევე მოქალაქეებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. შეხვედრის დასასრულს დავით ასათიანმა მონაწილეებს გააცნო ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის მუშაობისა და ჩართულობის სამოქმედო გეგმა.

  • მომავალ ადვოკატებს დიპლომები გადაეცათ

     

    ადვოკატთა ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნათია კორკოტაძემ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა და „ადვოკატთა სკოლის“ დამფუძნებელმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ „ადვოკატთა სკოლის“ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართეს.

     

    ასოციაციის თავმჯდომარემ და სტუმრებმა, სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ისაუბრეს ადვოკატის პროფესიისა და საკუთარი საადვოკატო გამოცდილების შესახებ. დასასრულს, მომავალ ადვოკატებს „ადვოკატთა სკოლის“ დიპლომები გადაეცათ.

  • გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    13 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციას თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი მათიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიზანია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა და იურიდიული განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელება.

     

    აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ ადვოკატის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.  მომავალ თაობასთან ურთიერთობა და მათთვის პროფესიული განათლების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ადვოკატთა ასოციაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშც გაგრძელდება.

     

    Share

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციასა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    24 მაისს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     

    დავით ასათიანმა და ირაკლი შოთაძემ მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი, მემორანდუმით გათვალისწინებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, დაფუძნებული უნდა იყოს ორ ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა ადვოკატის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესებით და საპროცესო მოქმედებების განხორცელების დროს, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, მართლმსაჯულების ინტერესებისა და ადვოკატის თანასწორობის პრონციპის დაცვით მოქმედება“ - აღნიშნა დავით ასათიანმა. 

     

    თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას; ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით, საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ინფორმაციის გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენება თანაბრად რელევანტურია პროკურორებისა და ადვოკატებისთვის; ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ ქცევის ერთიანი სტანდარტის  განზოგადებასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

     

    აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, რაც თავის მხრივ, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

    სრულად წაკითხვა
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

    22  მაისს,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ფონდის მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას.  

     

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ასოციაციაში შექმნილი მაღალკვალიფიცურ ადვოკატთა გუნდი. ზემოხსენებული ადვოკატები დამატებით მომზადებას გაივლიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

     

    1 ივლისს პროექტის ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე  პერიოდიდან გახდება შესაძლებელი იურიდიული მომსახურების მიღება იმ პირთა მიერ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

     

    უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამართლებრიც საკითხებში და მათ წარმომადგენლობას სასამართლოში.  

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებს აფართოვებს

    17 მაისს ქ. პრაღაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ჩეხეთის ადვოკატთა პალატის პრეზიდენტს, ვლადიმირ იროუსეკს შეხვდა. შეხვედრა ჩეხეთის ადვოკატთა პალატის ისტორიულ შენობაში გაიმართა. 

    მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თამაშრომლობაზე სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა ადვოკატთა განათლება, ადვოკატების ეთიკა, ადვოკატის სკოლის გაძლიერება და ა.შ. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი თბილისში, სადაც ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის ადვოკატთა გაერთიანებებს შორის.

    აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის გაიზიარონ ევროპული გამოცდილება კოლეგებისაგან.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია გამართა მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან

    28 სექტემბერს, ქუთაისში სასტუმროში ,,ბაგრატი“ , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით  მრგვალი მაგიდა (Bench Bar-ი) გაიმართა - დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის. 2017 წელს ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეცხრე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს: ,, ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის პრობლემატური საკითხები, დაზარალებულის უფლებების დაცვის გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.“

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აქტუალური და აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  დასავლეთ საქართველოს სასამართლოების მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების გამოცდილებას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა

     9-10 მარტს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნის თექვსმეტი  ადვოკატთა ეროვნული ორგანიზაცია მონაწილებდა.

     გენერალური ასამბლეის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ. გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, აირჩია აღმასრულებელი საბჭო და ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

    სასიხარულოა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბ-ნი დავით ასათიანი ერთხმად იქნა არჩეული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართველი ადვოკატების გამოცდილების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

     

    ასამბლეას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს–CCBE-ის ვიცე-პრეზიდენტი  ესწრებოდა, რომელმაც ახლადშექმნილი პროფესიული გაერთიანების მიმართ ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა დაადასტურა.

    სრულად წაკითხვა
  • პარლამენტში ასოციაციის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისპროექტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების  წინადადებები განიხილეს.

    შეხვედრის მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა  და იურიდიულ  საკითხთა  კომიტეტის  თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ  მიმართეს.

    დავით ასათიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „დღეს წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულია ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით. ცვლილებები მომზადებულია ფართო ჩართულობით ამ ჯგუფის ფარგლებში და მასზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ემსახურება საადვოკატო პროფესიის გაძლიერებას, ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ სრული კონსენსუსი გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ჯგუფთან გავაგრძელოთ მუშაობა და მზად  ვართ  ღია  და გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის“.

    შეკრებაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადვოკატის სამართლებრივი დაცვის თაობაზე-38-ე მუხლია: „ვფიქრობ, რომ ძალიან პრინციპულია, რომ გაეროს ცნობილი ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ქმნის, ჩვენ ამ ფორმულირებით კანონში გადაგვაქვს. ჩვენი ინიციტივით, წინა პარლამენტში, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ, რითაც ადვოკატის დაცვის გარანტიები, სისხლის სამართლის პროცესში საქმიანობის დროს უკანონო ჩარევის შემთხვევებში, მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს გავუთანაბრეთ. მას  შემდეგ, ეს  არის  მეორე ძლიერი ჩანაწერი, რაც ძალიან ამდიდრებს ამ ცვლილებებს“.

    კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად: „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი ადვოკატის და მოუკიდებლობა“.

    შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას მხარეთა შორის. საკანონმდებლო  წინადადებით,  გაუქმებულია როგორც 4%-იანი  ბარიერი, ასევე  ხარჯების  გადანაწილება  მხარეთა  შორის.

     შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის  წევრები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

     

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი ეხმიანება

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი აღნიშნავს:   “ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო ბატონი ვახტანგის პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულება იმ სირთულეების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომელიც აბრკოლებს საქართველოში მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებას.

     

    აქვე, ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალბატონი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართული და გამჭვირვალე საქმიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მათ შორის, არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებელი და კომპეტენტური პოზიცია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა და სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა კომპეტენტურ ინსტიტუციებთან. 

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს

    22 მარტს სასტუმროში ,,რუმსი“ სამუშაო შეხვედრა  გაიმართა, რომელიც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაზრდილ იურისდიქციას,  არსებულ გამოცდილებას და გამოწვევებს ეხებოდა. 

    სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ კრისტიან ურსე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, პიტერ დენისი ატაშე, იუსტიციის პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის მდივანი, გიორგი გოგაძე  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

    ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დათუნა მოდებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში არსებული გამოცდილება და გამოწვევები. ასევე გაიმართა მსჯელობა თემებზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, მოსამართლის როლი ნაფის მსაჯულთა სასამართლოში ევროპაში,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ამერიკული გამოცდილება. 

    დისკუსიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრებმა, საქართველოს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

     

    შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატებისთვის სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტებთან ონლაინ ტრენინგი გაიმართა

    30 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან (სტრასბურგი–თბილისი) ტელეხიდის მეშვეობით  ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნერგავს ტრადიციას და უკვე მესამედ ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს   ონლაინ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა.

    სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს  შესთავაზეს ორსაათიანი  სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილეს ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

    სრულად წაკითხვა
  • ასოციაცია იურისტთა საერთაშორისო კომისიის დელეგაციას მასპინძლობს

    5 აპრილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ქეთევან თურაზაშვილმა იურისტთა საერთაშორისო დელეგაციას უმასპინძლეს.

     

    სტუმრები ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურული მოწყობით, მიმდინარე რეფორმებით, განხორციელებული პროექტებითა და საკანონმდებლო ინიციატივებით დაინტერესდნენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა ახლადშექმნილი კომიტეტებისა და კომისიების საქმიანობის, ადვოკატთა სკოლის, საკვალიფიკაციო გამოცდებისა და განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ.

     

    იურისტთა საერთაშორისო დელეგაცია შედგებოდა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეების, გერმანიის ბუნდესთაგში მინისტერიალის საბჭოს წევრის, ფედერალურ უზენაეს სასამართლოში ადვოკატისა და წამყვანი მთავარი პროკურორისაგან.

     

    შეხვედრა ორგანიზებული იყო საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • უკრაინის ადვოკატთა სოციაციასთან თანამშრომლობა ფართოვდება

    2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს ადვოკატთა ასოციცაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, როგორც მოქმედი მედიატორი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ქალაქ კიევში გამართულ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში „მედიაციის პროცესი სასამართლოს საქმისწარმოებაში“.

    ირაკლი ყანდაშვილი მრგვალ მაგიდაზე  მოხსენებით წარსდგა, რომელიც  მედიაციის ქართულ მოდელს და მისი განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა. მან, ასევე, არსებული საქართველოს კანონის „მედიაციის შესახებ“კანონპროექტი მიმოიხილა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და უკრაინის ადვოკატთა ასოციაცია მედიაციის მიმართულებით მჭიდრო და ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის და უკრაინელი მედიატორების მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში პროფესორი კონსტანტინე კორკელიას და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ბესარიონ ბოხაშვილის თანაავტორობით გამოცემული წიგნის ,,პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტები.  

     ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების პოპულარიზაციის კამპანიაში და ადვოკატთა კორპუსს შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ თემაზე შექმნილი სახელმძღვანელო ავტორისგან საჩუქრად მიეღო.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ახალციხეში

    20 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ახალციხეში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი ახალციხის უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სტრასბურგის სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით ქართველი ადვოკატებისთვის ტრენინგი გაიმართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა  პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით. სალექციო კურსი შეეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს ბოლო დროინდელ პრაქტიკას და ევროკონვენციის  მე-5 მუხლს.

     

    ასოციაციის პრიორიტეტებიდან და სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, ადვოკატებთან ერთად ტრენინგს, მომავალი ადვოკატები, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის  ოცი სტუდენტი ესწრებოდა. სამომავლოდ იგეგმება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტების და მომავალი ადვოკატების აქტიურად ჩართვა  ასოციაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

                       

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შედის ევროპის რამდენიმე ასოციაციათა ჩამონათვალში, ვისაც შესაძლებლობა ეძლევა თავის ადვოკატებს მსგავსი ტრენინგები შესთავაზოს. ეს რიგით მეოთხე ტელეხიდია ქართველი ადვოკატებისთვის.

     

    ევროპის საბჭოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტების მონაწილეობით  აქტუალურ საკითხებზე  ონლაინ  კონსულტაციები და ტრენინგები მომავალშიც გააგრძელდება.  

    სრულად წაკითხვა
  • ეთიკის კიმისიამ კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

    2017 წლის 22-23 აპრილს, „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტის „ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების“ ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის  ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ციცინო ცხვედიანმა და კომისიის წევრებმა - თეა ჭეიშვილმა და ქეთევან უტიაშვილმა გასვლითი შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და სიღნაღში. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის საქმიანობის, არსებული პრაქტიკული საკითხების და შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, პრობლემური საკითხების გამოკვეთა და შეხვედრაზე მყოფი ადვოკატებისათვის, კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა.

     

    შეხვედრას დაესწრო კახეთის რეგიონის ყველა რაიონში მოღვაწე ადვოკატი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირი ადვოკატები, ასევე, თელავის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეხვედრის ორი კონკრეტული ადგილისა, როგორც თელავში, ასევე, სიღნაღში მოწვეული იქნა ადვოკატები კახეთის სხვა რაიონებიდან, მათი მაქსიმალური ჩართულობისა და ინფორმირებულობისათვის.

     

    შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კომისიის საქმიანობა, დანიშნულება და მიზნის განმარტება, სადაც ხაზი გაესვა კომისიის საგანმანათლებლო და პრევენციულ საქმიანობასა და მიზანს. ეთიკის კომისიის წევრების მიერ დამსწრე ადვოკატებს განემარტათ დისციპლინური სამართალწარმოებისა და პრაქტიკის საკითხები, კერძოდ, მიეწოდათ ინფორმაცია საჩივრის ავტორებისა და საჩივრის სახეების, შესაძლო დარღვევების, არსებული პრაქტიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების შესახებ. შეხვედრების მიმდინარეობისას კომისიის წევრები პასუხობდნენ ადვოკატებს შეკითხვებს და მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში.

    შეხვედრა დამსწრე ადვოკატების მიერ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პრაქტიკის შესახებ. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა შეხვედრის ფორმატი - დისკუსია და კითხვა-პასუხი, რადგან შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალურად მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების ბოლოს დაფიქსირდა სურვილი, რომ, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართოს როგორც იგივე ქალაქებში, ასევე, რეგიონის სხვა ქალაქებშიც.

    „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტი გრძელდება. ეთიკის კომისიის წევრები მიმდინარე წლის განმავლობაში - მაისისა და ივნისის მიმდინარეობისას განახორციელებენ გასვლით შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

    ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ქართველ ადვოკატებს ღირსშესანიშნავ დღეს- 8 ნოემბერს, ადვოკატის დღეს ულოცავს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქართველი ადვოკატების დიდი მეგობარი, ქალბატონი მარია სლაზაკი  წერილში აღნიშნავს: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახლახანს გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევები შეუძლებელია არ დაფასდეს. ასოციაცია მუდმივად იდგა პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე, იცავდა საკუთარ დამოუკიდებლობას და იბრძოდა საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისათვის. პროფესიული საიდუმლოებისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვისას ბევრი ადვოკატი იდევნებოდა, განიცდიდა ზეწოლას და დაპატიმრებულებიც კი იყვნენ. თქვენი მოქმედებების წყალობით, უფლებათა დამცველები გადარჩნენ.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადვოკატთა განათლების განვითარების კუთხით.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს ადვოკატთა თანამეგობრობის წევრს, აქტიურად მონაწილეობს ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან ადვოკატის უფლებების ეფექტურად დაცვისა და პროფესიული განვითარებისათვის ახალი სისტემის დასანერგად.

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში (AEA-EAL) თქვენი გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები, რაც ინდივიდუალურ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს თანამშრომლობისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან საერთაშორისო კავშირების დამყარების ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს.“

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დისკუსია გამართა

    30 მაისს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეექვსე ღონისძიება, სადაც   ორივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:  სასამართლო მედიაცია - პრაქტიკა, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები, მოსამართლის  როლი  დისპოზიციურობისა  და შეჯიბრებითობის  პრინციპის კონტექსტში; მტკიცების ტვირთის გადანაწილება, მხარეთა მტკიცების ტვირთი; დაუშვებელი მტკიცებულებები.

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების ახალი შესაძლებლობები - ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

    დღეს, 2017 წლის 31 ოქტომბერს ისრაელში, ქ. თელ-ავივში ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნებმა - თამარ საკერდოტმა და დავით ასათიანმა ასოციაციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობისმემორანდუმი გააფორმეს.

     

    გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაგროვილი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით, შეხვედრების მუდმივი ფორმირება განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერისათვის.

     

    ამავე მემორანდუმით მხარეებმა დაგეგმეს იურიდიული ფირმებისა და კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატთა ქსელის შექმნა ორ ქვეყანას შორის ადვოკატთა ურთიერთ-კავშირის გაძლიერებისათვის. მუდმივ ხასიათს მიიღებს ხელმომწერ ასოციაციებს შორის სამართლისა და ადვოკატის პროფესიის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება როგორც ადვოკატების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორების მონაწილეობით.

     

    მემორანდუმი საქართველოს და ისრაელის ადვოკატებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ორივე სახელმწიფოში აკრედიტებული სერტიფიკატები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

     

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისრაელის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების, ემიგრანტების, ვიზიტორების სამართლებრივ მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ისრაელის ადვოკატთა ასოციაციის სათანადო ჩართულობას ისრაელის საელჩოს მეშვეობით.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდაასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი.“მინდაჩვენი კორპუსის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და აქვე დავძენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი თელავში

    28-29 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ თელავში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ მოხსენება გააკეთა

    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა 27 მარტს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ მოხსენება გააკეთა, სადაც მან ხაზი გაუსვა ქვეყნის მართვაში, ბიზნესში, სამოქალაქო საზოგადოებასა და ტექნიკურ პროფესიაში ქალის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. 

    თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს  ასოციაციის წინადადება გააცნო: ,,მაქვს ინიციატივა, რომ ასოციაციის შიგნით, მოხალისეობრივ საწყისებზე, შეიქმნას ადვოკატთა გუნდი, რომელიც სპეციალური ტრენინგებითა თუ სამუშაო შეხვედრებით იურიდიულ კონსულტაციას გაუწევევენ მეწარმე ქალებს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორცილება ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების, განსაკუთრებით კი დამწყები - ე.წ. სტარტაფერების ცნობიერების ამაღლებას საჭირო სამართლებრივ საკითხებზე, რაც მათ დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“.

    ეს უკვე რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენციაა, რომელსაც USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში ახორციელებს „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად. კვირეული 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და  მონაწილეობას მიიღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

     

     
    სრულად წაკითხვა
  • სამოქალაქო სამართლის კომიტეტმა შეხვედრა გამართა

    დღეს, თურქულენოვანდამონათესავექვეყნებისადვოკატთაგაერთიანებების (TURK-AV) გენერალურიასამბლეაჩატარდა, რომელსაცორგანიზაციის 12 წევრიქვეყნისწარმომადგენლები, მათშორის, საქართველოსადვოკატთაასოციაციისთავმჯდომარედაორგანიზაციისვიცე-პრეზიდენტი, დავითასათიანიდაასოციაციისაღმასრულებელისაბჭოსწევრი, ზურაბროსტიაშვილიესწრებოდნენ

     

    მოხარული ვართ, საქართველოში მოღვაწე ადვოკატებს ვაუწყოთ ასამბლეაზე მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე, როგორიცაა ინდივიდუალურად მოქმედი ადვოკატების შესაძლებლობა გახდნენ TURK-AV-ის წევრები. მოცემული ხელს უწყობს ადვოკატთა ქსელის გაფართოვებას, ადვოკატებისათვის დამატებით შესაძლებლობას იმისა, რომ მოახდინონ კომუნიკაცია კოლეგებთან თუ კლიენტებთან შესაბამის წევრ ქვეყნაში.

     

    ასამბლეაზე ასევე გადაწყდა ორგანიზებულ იქნას საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც დაუკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განვითარებას და უზრუნველყოფს TURK-AV-ის წევრი ქვეყნების იურიდიული პროფესიების მხარდაჭერას ამ მიმართულებით. 

     
    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის დიდი საერთაშორისო აღიარება

    ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.

    ეს  ზაზა ხატიაშვილის  და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით

    საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის  დავით ასათიანის   განმარტებით: ,,საქართველოს  ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ჩვენ ვმონაწილეობდით ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იქნება მსოფლიოში მესამე ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ადვოკატის როლი და მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით იქნა განმტკიცებული. საკონსტიტუციო კომისიამ და აწ უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და კონსტიტუციის 31-ე მუხლში დაფიქსირდა მხარის უფლება, რომელიც სამართალწარმოებაში  წარმოდგენილი იქნება ადვოკატის მეშვეობით. ამავე მუხლში განისაზღვრა ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაც, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ადვოკატებს, ყოველგვარი უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის გარეშე თავისუფლად და ეფექტურად დაიცვან მოქალაქეების, ბიზნეს-კომპანიების, კლიენტების ინტერესები.

    კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სამართალდამცავი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, ვერც სახელისუფლებო, პოლიტიკური ანდა სხვა გავლენიანი ჯგუფები ვერ შეძლებენ ზეგავლენა მოახდინონ ადოკატზე და ჩაერიონ მის საქმიანობაში, ხოლო თუ მაინც ადგილი ექნება ადვოკატის მიმართ გადაცდომას, ეს იქნება მკაცრად აღკვეთილი. აღნიშნული საკონსტიტუციო გარანტიები უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და ხარისხიანი მართლსაჯულების განხორციელებისათვის. ეს ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას.

     ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რაც არავის მისცემს საშუალებას, რომ ადვოკატის უფლებები რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ადვოკატზე ზეწოლა განახორციელოს. ეს ძალზედ საჭიროა ინსტრუმენტია ადვოკატისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უხდება ოპონირება ძლიერ და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადვოკატები იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, საზოგადოებაში არაპოპულარულ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უპირისპირდება გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, წინასწარგანწყობილი მედია ჯგუფები და ამ დროს ადვოკატის პიროვნების დაცულობა და მისი ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია.

     

    ახალი საკონსტიტუციო ცვლილების მონაპოვარია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც იქნება თვითმმართველი, თვითრეგულირებადი  და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუ მომავალში რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდება სურვილი, რომ ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაცია რაიმე ფორმით შეზღუდოს, დაანაწევროს ან დაშალოს, რისი პრეცედენტებიც არაერთხელ გვქონდა ახლო წარსულში, იგი ამას ვეღარ შეძლებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო მაგალითები, როცა დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის შექმნიდან მალევე, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა რამდენიმე ასოციაციის შექმნით დაესუსტებინა და დაეკნინებინა საადვოკატო პროფესია. კონტიტუციაში შეტანილი ამ ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება ასეთი მაღალი კონსტიტუციური გარანტიების გამო. ამიტომაც, ეს კონსტიტუციური დებულება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპუსის არსებობისათვის“.

    სრულად წაკითხვა
  • ვიზიტი ბერლინში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, ასოციაციის საერთაშორისო მდივნის ადვოკატი დავით ასათიანის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები: დათუნა მოდებაძე, მამუკა ნოზაძე, გია თევზაძე, ირაკლი ყანდაშვილი,  ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში, ქ. ბერლინი.
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან და ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან.
     შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და გეგმები.
    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის შეხვედრა

    5 მარტს, ადვოკატთა ასოციაციში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა.  სამუშაოს შეხვედრას ეწრებოდნენ კომიტეტის წევრები, რომელთაც ერთობლივად განსაზღვრეს მომდევნო თვეების განმავლობაში ძირითადი სამუშაო პრიიორიტეტები, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ქალთა უფლებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.

    კომიტეტმა განიხილა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის კონვენციის) პრინციპების ინტეგრირების საკითხი ადვოკატთა საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებში. ასევე, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით ადვოკატთა საჭიროებების შესწავლის აუცილებლობა.

    კომიტეტმა ასევე იმსჯელა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ადვოკატთა ეთიკის   ჭრილში და აღნიშნული მიმართულებით დისკუსიის გაძლიერების საჭიროება გამოკვეთა.

    სრულად წაკითხვა
  • სენაკსა და ზუგდიდში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

    1-2 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ სენაკსა და ზუგდიდში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.  

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სამუშაო შეხვედრა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ფორმატში შეხვდნენ საქართველოს საადვოკატო ბიუროების თავმჯდომარეს ციცინო ცხვედიანს და ასოციაციის გამგეობის წევრებს.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, გეგმები და პროფესიაში შემოსვლის სტადიაზე არსებული სტაჟირების ახალი წესები.
    სრულად წაკითხვა
  • თიკო ქარსელაძე მუდამ დარჩება ჩვენს გულში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ადვოკატთა კორპუსი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის  დირექტორი თინათინ ქარსელაძე და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს.

    ძალიან რთულია, მასზე წარსულ დროში საუბარი. თიკო  იყო  ყველა ადვოკატისთვის უსაყვარლესი ადამიანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული უნარებით-ყოფილიყო გამორჩეულად კარგი თანამშრომელი, პროფესიონალი კოლეგა, გულისხმიერი მეგობარი.

    ქალბატონმა თიკო ქარსელაძემ უდიდესი როლი ითამაშა ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში. ნათელში იყოს მისი სული

    პანაშვიდი: 14,15 დეკემბერს
    მისამართი: ი.ნიკოლაძის 4. მეორე სადარბაზო.
    გამოსვენება: 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა

    დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მთავარი საკითხი საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების  მეორე ტურის  გამართვის  თაობაზე  გადაწყვეტილების  მიღება და საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების მეორე ტურის  თარიღის, ადგილის და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.

     

    სხდომაზე გადაწყდა, რომ  საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარის  არჩევნების  მეორე  ტური   2017 წლის 23 დეკემბერს, 15:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.

     

     საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციასციის აღმასრულებელი საბჭოს 11, ეთიკის კმისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად უნდა გაიმართოს მეორე ტური. 

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციაში ეთიკის კომისიის ახალი შემადგენლობა შეიკრიბა

    დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ ადვოკატი გია ტაბლიაშვილი აირჩიეს.

    გია ტაბლიაშვილი 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არის ამავე ასოციაციის დამფუძნებელი კრების დელეგატი.იგი ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.

    2017 წელის დეკემბერში მეორე ვადით არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციასციის აღმასრულებელი საბჭოს 11, ეთიკის კმისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

    დღეს, საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა შეიკრიბა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ რაჟდენ კუპრაშვილი აირჩიეს. 

    9 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა აირჩიეს ოთხი წლის ვადით.

    სრულად წაკითხვა
  • 23 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

    მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1. „სპორტის სასახლე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:00 საათზე. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ  ადვოკატის მოწმობა და პირადობა/პასპორტი.

                                         

    კრების  დღის  წესრიგი

    23.12.2017 წელი

     

    12:00-15:00  ადვოკატთა ასოციაციის  წევრთა რეგისტრაცია

     

    15:00-15:15 ადვოკატთა ასოციაციის  2017 წლის 23 დეკემბრის  საერთო კრების გახსნა

     

    15:15-15:30  ხმის დამთვლელი კომისიის გამოკლებული წევრების არჩევა

     

    15:30-16:00  მეორე ტურში გასული ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარეობის კანდიდატების გამოსვლები

     

    16:00-19:00    ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარეობის არჩევნებში,  მეორე ტურში გასული  კანდიდატებისთვის ხმის მიცემა.

     

    19:00-21:00  ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარეობის კანდიდატების ხმების დათვლა.

     

    21:00  არჩევნების შედეგების გამოცხადება

     

    21:05 ადვოკატთა ასოციაციის  2017 წლის 23 დეკემბრის  საერთო კრების  დახურვა

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს გაიმართება

    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8 კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

     

    სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არაერთხელ დადასტურდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდანაც.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს არჩევნების ლეგიტიმურ პროცესს და მოუწოდებს ყველა ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გაიმართება სპორტის სასახლეში (მის. 26 მაისის მოედანი N1), 23 დეკემბერს; მონაწილეთა რეგისტრაცია 12:00-15:00 სთ. 

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა

    23 დეკემბერს სპორტის სასახლეში გამართული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

    ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 1022 -მა ადვოკატმა, ხოლო  არჩევნებში  მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, 922-მა ადვოკატმა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

     ,,ჩვენი ერთიანობა გარდაუვალია, ადვოკატთა ასოციაცია დარჩება დამოუკიდებელ ორგანიზაციად და თვითმმართველობა შენარჩუნდება.
    განმეორებითი ნდობისათვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება”.- განაცხადა დავით ასათიანმა.

    ადვოკატთა ასოციაციამ დავით ასათიანი თავმჯდომარის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩია.

    სრულად წაკითხვა
  • კონფერენცია ბათუმში

    20-21 ივლისს ქ.ბათუმში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (სავაჭრო დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები, (CLDP) ორგანიზებით იმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს კონფერენციის პარტნიორ ორგანიზაციას, კონფერენციაში მონაწილე ყველა ადვოკატს კონფერენციაზე დასწრება ჩაეთვლება სავალდებულო განგძობადი იურიდიული განათლების კრედიტ საათებში.

    კონფერენციის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც 20 ივლისს კონფერენციის ფარგლებში გამართლ სესიას : „სადა შეფუთვა (Plain Packaging) -საქართველოს კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები და მათი გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე“ უძღვებოდა.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა განიხილეს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება  განიხილეს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა დავით  ასათიანმა  წარადგინა.


    ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ  სამოქალაქო  საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრება დავის საგნის არაუმეტეს 4%-ისა, არამართლზომიერი  შეზღუდვაა.

    აღნიშნული პროცესუალური დანაწესი არ შეესაბამება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართული პირების, უპირველესყოვლისა, თავად მხარის (მარწმუნებლის/კლიენტის), მისი ადვოკატის და ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან დაწესებული 4%-იანი შეზღუდვის გამო, ვერ ხორციელდება მოგებული მხარის მიერ რეალურად გაწეული სასამართლო ხარჯების სრულიად სამართლიანი ანაზღაურება და ამით  უკანონო  უპირატესობა ენიჭება წაგებულ მხარეს, რაც იწვევს ნაკლები ფინანსური რისკის პირობებში, საპროცესო უფლებების ბოროტად გამოიყენების წახალისებას. აღნიშნული ნორმით, უსაფუძვლოდ იზღუდება მოგებული მხარის უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

    ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დაწესებული 4%-იანი ბარიერი უნდა გაუქმდეს სრულად ანდა ალტერნატივის  სახით - გაიზარდოს  გონივრულ  მინიმუმამდე.

    იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. 

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებასთან მემორანდუმი გააფორმა

    2 ივნისს,  სასტუმრო ,,CITADINE CITY CENTER“-ში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას  შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

     

    მემორანდუმი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემომსვლელი პირებისათვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარებას, ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.

     

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილმა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთანების თავმჯდომარე  ციცინო ცხვედიანმა.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე მოქმედ ადვოკატს, ხოლო საქართელოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება აერთიანებს 80-ზე მეტ მოქმედ საადვოკატო ბიუროს.

    სრულად წაკითხვა
  • საჩუქარი ადვოკატებს

    ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების პოპულარიზაციის კამპანიაში და ადვოკატთა კორპუსს შესაძლებლობა აქვს აქტუალურ თემაზე შექმნილი სახელმძღვანელო ავტორისგან მიიღოს.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით კიდევ ერთი სიახლე დანერგა

    დღეიდან  ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი. დაამყარონ ადვოკატთა ასოციაციასთან ოფიციალური კომუნიკაცია. 
    განგრძობადი განათლების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებზე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, მოიძიონ დაგროვილი კრედიტებისა და გავლილი ტრენინგების თაობაზე ინფორმაცია და მარტივად განახორციელონ სასწავლო რესურსებზე წვდომა.
    ადვოკატთა ასოციაციის წევრები, სურვილის შემთხვევაში, ადვოკატის პროფილის მონაცემების (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, სპეციალიზაცია, სამუშაო გამოცდილება ა. შ). გასაჯაროებას და ძებნის სისტემაში მოთავსებას შეძლებენ, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მოიძიოს მისთვის სასურველი ადვოკატი. 
    ასევე, შესაძლებელი იქნება ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსის და მის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური საქმისწარმოების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და სხვ.
    პორტალზე შესასვლელი ლინკი განთავსდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე. 
    პორტალზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.

     პორტალი შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა საყურადღებოდ!

    22 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში,  გაიმართება პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით, სალექციო კურსი: სტრასბურგის სასამართლოს ბოლო დროინდელი პრაქტიკა და ევროკონვენციის  მე-5 მუხლი.
    ენა: რუსული/ინგლისური.
    მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს
    ტელ: (+ 995 32) 2987878/555070786/555010605/555007708
    სრულად წაკითხვა
  • ზაზა ხატიაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით პოლონეთში იმყოფება

     ვარშავაში,  პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,   სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა.

     

    ზაზა ხატიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ მედიის დამოუკიდებლობისთვის. ზაზა ხატიაშვილის გამოსვლის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებაზე კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებით ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. 

    სრულად წაკითხვა
  • მორიგი საერთაშორისო წარმატება - კიდევ ერთი გაფორმებული მემორანდუმი, ამჯერად ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციასთან

    ერთწლიანი მოლაპარკებების შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ამირალი ნაზირთან ქ. პარიზში ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

    აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, ქართველი ადვოკატებისთვის საერთაშორისო პარტნიორების წრე კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ახალი შესაძლებლობაა იმ ადვოკატებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჰონგ-კონგის, ჩინეთისა და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნების იურისდიქციით არიან დაინტერესებულები.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ სტაჟირების პილოტური პროექტის პრეზენტაცია გამართა

    15 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

    . ღონისძიება გაიხსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრის გიორგი ხატიძის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის მისალმებით.დღესვე გაიმართა პირველი ლექცია - ,,ადვოკატის უნარ-ჩვევები“. 

    ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.

    სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. 

    სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა. 

    USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს: http://georgia.usaid.gov

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაცის სასწავლო ცენტრში სტაჟირების პილოტური პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია გაიმართა

    25 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, სტაჟირების სისტემის პილოტური სწავლების პროექტის ფარგლებში, პირველი ლექცია ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა ჩაატარა. ლექციის თემა იყო ,,ადვოკატთა პროფესიული ეთიკა“, რომელსაც სტაჟიორები და ახლადგაწევრიანებული ადვოკატები დაესწრნენ.

    სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოსკანონში „ადვოკატთაშესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.

    ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაცია დავის მხარეთა მორიგებით დასრულების მიზნით მედიაციას იწყებს

    ადვოკატთა ასოციაციის ახალმა აღმასრულებელმა საბჭომ აამოქმედა ადვოკატთა შესახებ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა ადვოკატებს შორის ან ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დავის მედიაციით გადაწყვეტის შესაძლებლობა.

    ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო დავის მხარეთა მორიგებით დასრულების მიზნით მედიაციას იწყებს ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ასოციაციის თავმჯდომარისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში.

    ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები სრულიად უსასყიდლოდ განახორცილებენ მედიაციას მხარეთა მორიგების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს კორპორაციული ერთობის გაძლიერებასა და ადვოკატის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

    ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აღნიშნული ახალი სერვისით, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

     
    სრულად წაკითხვა
  • პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას ულოცავს.

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ ახალ თავებს მოიცავს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში.

     

    „ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთვის (CCBE) ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. CCBE აცნობიერებს და აფასებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განვითარებისა და გაღრმავების საქმეში. მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ ახალი კონსტიტუცია მოიცავს თავებს ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იურისტის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და დემოკრატიულ საზოგადოებაში იურისდიქციის სათანადო ადმინისტრირებისთვის. ეს შეუძლებელი იქნებოდა ღია და გულწრფელი თანამშრომლობის გარეშე საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულად კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის. CCBE მაღალ შეფასებას აძლევს ამ თანამშრომლობასა და იმ ფაქტს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიეცა შესაძლებლობა, იურიდიული პროფესიის კონსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

     

    CCBE ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც სავალდებულო სტაჟირების (საწყისი ტრენინგი) შემოღებას, ადვოკატთა უმაღლესი სკოლის დაარსებასა და ადვოკატთა პროფესიული გარანტიების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს. CCBE კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი კონსტიტუციის მიღებას. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტის, რატვენ გემელის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის  გაგზავნილ  წერილში.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ადვოკატთა და იურიდიულ საზოგადოებებს და მათი მეშვეობით, მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს. CCBE ევროპისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში ევროპის ადვოკატთა და იურიდიული პროფესიის საერთო ინტერესებს  წარმოადგენს.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal) წევრი გახდა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყნიდან,რომელიც გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal)  სრული წევრი.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პრეცედენტი და სხვა არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუხსნა გზა გახდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრები.  

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი წერილში აღნიშნავს: ,,მოხარული ვარ გაცნობოთ,  რომ ჩვენი ასოციაციის  შეცვლილი დებულების თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს და ადვოკატებს, უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სრული წევრის სტატუსით. შესაბამისად,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიღებულ იქნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში   სრული წევრის სტატუსით.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სახელით,  მაქვს პატივი,  თქვენ და ქართველი ადვოკატები მიგიღოთ ჩვენს კოლეგებად და მეგობრებად, რომლებიც  ვიზიარებთ ერთიანი, ევროპული იურიდიული პროფესიის ღირებულებებს. 

     

    ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და წვლილს შეიტანს ახალი იდეების და  ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში, რაც არამხოლოდ ჩვენი ასოციაციებისთვის იქნება სასარგებლო,  არამედ, ასევე,  სხვა ქვეყნების ადვოკატებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას”.

     

     ადვოკატთა ევროპული ასოციაცია (EAL) დაფუძნდა 1986 წელს.  პროფესიული გაერთიანება მოწოდებულია ხელი შეუწყოს  ევროპის წევრი ქვეყნებისა და ასოციაციის წევრი ადვოკატთა ასოციაციების განვითარებას.

     

     30 წელზე მეტია, ევროპის სხვადასხვა კუთხეში, ასოციაცია ორგანიზებას უწევს თემატურ  სემინარებს და კონფერნციებს. ეს მოვლენები ხელს უწყობს საზოგადოების იდენტობის განვითარებას ევროპელ ადვოკატთა შორის,   ისინი ასევე უზრუნველყოფენ გამოცდილების გაზიარებას.

     

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა იმერეთში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ცირმარი ონიანი  იმერეთში დასაქმებულ ადვოკატებს შეხვდნენ.

     

     შეხვედრის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების, ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა,  ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, ეთიკის კომისიის გაძლიერება და ადვოკატთა უმაღლესი სკოლის ფორმირების ადვოკატებისთვის გაცნობა იყო.  

    სრულად წაკითხვა
  • გერმანელი და ქართველი ადვოკატები გერმანიასა და საქართველოში მედიაციის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ

    18 ოქტომბერს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ ,,მედიაცია გერმანიასა და საქართველოში“ დაიწყო მუშაობა.

     

    კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თბილისში ეკონომიკის, სამართლისა და საკონსულო საქმეთა განყოფილების უფროსმა ბ-ნი იოაჰიმ ჰექერმა, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადვოკატმა ვერონიკა ჰორერმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ადვოკატმა დავით ასათიანმა.

     

    კინფერენციაზე განიხილეს მედიაცია გერმანიასა და საქართველოში, მედიატორის საქმიანობის პროფესიულ-სამართლებრივი ასპექტები, მედიაციის კანონი, მედიაციის პრაქტიკული მოდელები: საპროცესო რისკების ანალიზი, როგორც მედიაცია/პირველი შეხება მედიაციასთან/კითხვები/კაზუსები.

     

     კონფერენცია ორგანიზებულია გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის(IRZ), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. 

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი დავით ასათიანი ევროკავშირის კომისიის ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკურ ოფიცერს ადრიანო მარტინზიოს შეხვდა

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ადამიანის უფლებათა დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დისკუსია წარიმართა ადვოკატის უფლებების შესახებ, პოზიტიურად შეფასდა საქართველოში ბოლო დროს ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და საკონსტიტუციო გარანტიები, საუბარი შედგა ადვოკატის უფლებების უფრო მეტად განმტკიცებასა და დაცვაზე.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის ახალი რედაქციის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ პარლამენტი სწრაფად მოახდენს ამ რედაქციის იმპლემენტაციას.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა საყურადღებოდ!

    ძვირფასო ადვოკატებო, პროფესორი კონსტანტინე კორკელიას და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ბესარიონ ბოხაშვილის თანაავტორობით გამოიცა წიგნი : "პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები".
    სახელმძღვანელო გამოიცა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის მიერ; წიგნი გამოიცა გამომცემლობა "იურისტების სამყაროს" მიერ.
    ავტორებმა 200 ცალი ეგზემპლარი საჩუქრად გადმოსცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დაინტერესებულ ადვოკატებს წიგნებს გადასცემს საჩუქრად ავტორებთან შეთანხმებით.
    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით კიდევ ერთი სიახლე დანერგა

    9 ნოემბერს გაიმართა თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი - დავით ასათიანი. როგორც ცნობილია, TURK-AV აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას.

    სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის კომიტეტების ფორმირება, დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ცენტრის შექმნა, ა.შ. სასიხარულო და საამაყოა, რომ დავით ასათიანის ინიციატივით, TURK-AV-ის აღმასრულებელი საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

    ერთხმად იქნა მხარდაჭერილი დავით ასათიანის მორიგი ინიციატივა ადვოკატთა საერთაშორისო ქსელის - “იპოვეთ ადვოკატი” (“Find a Lawyer”) შექმნის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადვოკატები შეძლებენ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ პორტალზე განათავსონ საკუთარი მონაცემები.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი თურქეთის გენერალურ პროკურორს, მეჰმეთ აქარჯასა და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტს, ისმაილ რუშთუ ჯირითს შეხვდა, სადაც მათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    დავით ასათიანმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მავზოლეუმი.

    “ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ათათურქის ხსენების დღეების ფარგლებში მიღწეულ იქნა მასშტაბური ნოვატორული შეთანხმებები. მოხარული ვარ ქართველ ადვოკატებს ვაცნობო, რომ მათ უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ მეტი შესაძლებლობები საკუთარი პრაქტიკის განვრცობისა. ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი, კიდევ ერთი შესაძლებლობა კორპუსის თითოეული წევრისთვის.” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატები აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის ადვოკატთა ქსელში ჩაერთვებიან

    9 ნოემბერს გაიმართა თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი - დავით ასათიანი. როგორც ცნობილია, TURK-AV აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას.

    სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის კომიტეტების ფორმირება, დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ცენტრის შექმნა, ა.შ. სასიხარულო და საამაყოა, რომ დავით ასათიანის ინიციატივით, TURK-AV-ის აღმასრულებელი საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

    ერთხმად იქნა მხარდაჭერილი დავით ასათიანის მორიგი ინიციატივა ადვოკატთა საერთაშორისო ქსელის - “იპოვეთ ადვოკატი” (“Find a Lawyer”) შექმნის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადვოკატები შეძლებენ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ პორტალზე განათავსონ საკუთარი მონაცემები.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი თურქეთის გენერალურ პროკურორს, მეჯმეთ აქარჯასა და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტს, ისმაილ რუშთუ ჯირითს შეხვდა, სადაც მათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    დავით ასათიანმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მავზოლეუმი.

    “ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ათათურქის ხსენების დღეების ფარგლებში მიღწეულ იქნა მასშტაბური ნოვატორული შეთანხმებები. მოხარული ვარ ქართველ ადვოკატებს ვაცნობო, რომ მათ უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ მეტი შესაძლებლობები საკუთარი პრაქტიკის განვრცობისა. ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი, კიდევ ერთი შესაძლებლობა კორპუსის თითოეული წევრისთვის.” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    17 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

    შეხვედრის ფარგლებში, დავით ასათიანმა პარლამენტისა და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებები და პრიორიტეტები დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან. ამიტომ, ასოციაცია მნიშვნელოვანწილად უნდა იქნას ჩართული საკომიტეტო მოსმენებსა და საკანონმდებლო საქმიანობაში: ,,ადვოკატთა კორპუსმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის მართლმსაჯულების რეალური მონაწილე და ქმნის სამართალს“.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადვოკატის როლს და მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და გამოთქვა მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ადვოკატთა ასოციაციასთან, საქართველოში ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და ადვოკატის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა

    21 აპრილს, კუს ტბის ტერიტორიაზე ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოში გაეროს ოფისის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მეგობრობის გარდამავალი თასი გაეროს გუნდს გადასცა.

    მატჩის დასასრულს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერისა და პარტნიორობის აღიარების ნიშნად, სამახსოვრო პრიზები გადაეცათ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილეს, შომბი შარპსა და კავკასიაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ოფისის მთავარ ტექნიკურ მრჩეველს, ზოლტ დუდასს

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციაში მედიაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს

    23 აპრილს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტის სხდომაზე, ადვოკატთა ფართო ჩართულობით, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მედიაციის ასოციაციის ფუნქციებსა და მის შემადგენლობაზე. ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტი  შეიმუშავებს მედიაციის კანონპროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, რომელიც გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს.

    ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მედიაციის ინსტიტუტის კანონის დონეზე რეგულირება მნიშვნელოვანად შეუწყობს  ხელს სამოქალაქო სამართალწარმოების ეფექტიან ადმინისტრირებას. 

    ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებით მიესალმება კანონპროექტის იმ დებულებას, რომლის საფუძველზეც მოქმედ ადვოკატს შეუძლია გახდეს მედიატორი და ჩაირიცხოს მედიატორთა რეესტრში, თუ მას გავლილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი და ფლობს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 

    ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა.

    სრულად წაკითხვა
  • საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართა

    28 აპრილს, საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა გახსნეს.

    სხდომაზე კომიტეტის სამომავლო გეგმები განიხილეს, რომლის მიზანია ასოციაციის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარება და ასოციაციის საქმიანობის გამჭვირვალე და საუკეთესო წარმოჩენისათვის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. კომიტეტის მნიშვნელოვანი ფუნქციაა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ასოციაციის, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი სუბიექტის, საუკეთესოდ პოზიციონირება და ადვოკატის საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.

    დავით ასათიანმა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებს და წარმატებები უსურვა კომიტეტის წევრებს ასოციაციის საერთაშორისო იმიჯის ფორმირებასა და ახალი კავშირების დამყარებაში.

     
    სრულად წაკითხვა
  • სამართლისა და ეკონომიკის ცენტრთან ადვოკატთა ასოციაცია მჭიდრო კავშირს ამყარებს

    დღეს სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებასადვოკატთაასოციაციისთავმჯდომარე, დავითასათიანი და მმართველი გუნდის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორი, საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრი, საქართველოსიუსტიციისმინისტრისმოადგილე, უზენაესისასამართლოსთავმჯდომარისმოადგილე, აკადემიურიწრეებისწარმომადგენლები, მოსამართლეებიდადეპუტატებიდაესწრნენ

    დავით ასათიანმა თავის მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობას და ცენტრში განხორციელებული ანალიტიკური კვლევებისა და ადვოკატთა საქმიანობაში მისი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომსაქართველოსადვოკატთაასოციაციამხარს დაუჭერს ცენტრის განვითარებასა და გაძლიერებას, სამართლისადაეკონომიკურიპოლიტიკისაქტუალურსაკითხებზედისკუსიის წარმართვისა დაიდეებისგენერირებისგარემოს უზრუნველსაყოფად.

    სამართლისადაეკონომიკისცენტრისაუნივერსიტეტობაზაზეადაფუძნებულიდა მიზნადისახავსსამართლისადაეკონომიკურიპოლიტიკისმიმართულებითმიმდინარესაკანონმდებლო, სამეცნიეროდაპრაქტიკულიპროცესებისშესწავლას. 

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შორის სამუშაო შეხვედრა გამართა

    3 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის და ანტიკორუფციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - რაჟდენ კუპრაშვილი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს - ვალერიან ხასაშვილს და მის მოადგილეებს შეხვდნენ. 

    შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის პროცესში ადვოკატთა ასოციაციას, როგორც ერთ-ერთ საზედამხედველო ორგანოს, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნულ პროცესში ადვოკატთა ჩართულობა უნდა წარიმართოს ადვოკატსა და კლიენს შორის კონფიდენციალობის პრინციპის განუხრელად დაცვით. 

    ასევე, ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პროცესში და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით დაგეგმავს სასწავლო ღონისძიებებს ამ მიმართულებით ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    სრულად წაკითხვა
  • USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს

    4-5 მაისს, ადვოკატთა ასოციაციისა და USAID-ის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში, კაჭრეთში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და USAID/PROLOG-ის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილება აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას ადვოკატებს შორის ან ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დავა მედიაციის გზით გადაწყვიტოს. აგრეთვე, ასოციაციისა და USAID/PROLOG-ის წარმომადგენლები განიხილავენ და მსჯელობენ ადვოკატთა ეთიკასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ეთიკის კომისიის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    შეხვედრაში მონაწილეობას იღებს USAID/PROLOG-ის ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან  - ჯეიმს მოლიტენრო, ვინც ქართველ კოლეგებს ამერიკულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზიარებს.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციასა და ადამიანის უფლებათა ცენტრს შორის შეხვედრა გაიმართა

    8 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელობაზე, ასევე, დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა

    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა.

     შეხვედრას აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი და საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქეთევან ანდღულაძე ესწრებოდნენ.

    დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციაში განხორციელებულ  ინსტიტუციურ რეფორმებს, პრიორიტეტებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. სტუმრები დაინტერესდნენ ასოციაციის მოწყობის, განგრძობადი იურიდიული განათლების, საკვალიფიკაციო გამოცდების, კომიტეტებისა და კომისიების საქმიანობით. 

    ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლსა და ფუნქციებს. 

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და  მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანმა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სამუშაო შეხვედრა გახსნა

    15 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით გამართული სამუშაო შეხვედრა გახსნა თემაზე „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“.

    შეხვედრას უძღვებოდნენ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტურმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი. განხილული იქნა ევროკავშირის უახლესი პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინებთან მიმართებაში, მათ შორის, სასაქონლო ნიშნების  რეგისტრაციის უარის თქმის საფუძვლები, სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნები, ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული სასაქონლო ნიშნების მიმართება, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ურთიერთკავშირი.

    სრულად წაკითხვა
  • რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია ამოქმედდა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ქართული ადვოკატურისთვის ისტორიული მნიშვნელობის კომისია შექმნა. აღნიშნული კომისია წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რომელიც დაეხმარება 2005-2012 წლებში რეპრესირებულ ადვოკატებსა და ასევე, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულ პირებს ამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა და მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობას მიეცეს შესაბამისი მორალური, სამართლებრივი და ღირებულებითი შეფასება.

    დროებით კომისიას მატერიალური მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოუცხადა. სწორედ აღნიშნულზე მოეწერა დღეს ხელი შესაბამის მემორანდუმს (იხ. მემორანდუმი http://gba.ge/uploads/files/reestri/memorandumi.pdf).

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში

    დღეს, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) გენერალური ასამბლეა ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ზურაბ როსტიაშვილი ესწრებოდნენ. 

    მოხარული ვართ, საქართველოში მოღვაწე ადვოკატებს ვაუწყოთ ასამბლეაზე მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე, როგორიცაა ინდივიდუალურად მოქმედი ადვოკატების შესაძლებლობა გახდნენ TURK-AV-ის წევრები. მოცემული ხელს უწყობს ადვოკატთა ქსელის გაფართოვებას, ადვოკატებისათვის დამატებით შესაძლებლობას იმისა, რომ მოახდინონ კომუნიკაცია კოლეგებთან თუ კლიენტებთან შესაბამის წევრ ქვეყნაში.

    ასამბლეაზე ასევე გადაწყდა ორგანიზებულ იქნას საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც დაუკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განვითარებას და უზრუნველყოფს TURK-AV-ის წევრი ქვეყნების იურიდიული პროფესიების მხარდაჭერას ამ მიმართულებით. 

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა, რომლებიც ფუნქციონირებას 2018 წლის 22 იანვრიდან შეუდგება

     კომიტეტების შემადგენლობა შემდეგი სახით დამტკიცდა:

     

    1. სამოქალაქო სამართლისკომიტეტი, თავმჯდომარე - თეა ხამხაძე, თანა-თავმჯდომარე - კობა მემანიშვილი;
    2. ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - პაატა კიკვიძე, თანა-თავმჯდომარე - პაატა შავაძე;
    3. კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - მარინე ნიქაბაძე, თანა-თავმჯდომარე - ალექსანდრე წულაძე;
    4. ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი თაქთაქიშვილი;
    5. სისხლის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - ამირან გიგუაშვილი, თანა-თავმჯდომარე - რამაზ ჩინჩალაძე;
    6. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ანა არგანაშვილი;
    7. შრომის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე - რაისა ლიპარტელიანი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ ცუცქირიძე;
    8. მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტი, თავმჯდომარე - თამარ ავალიანი;
    9. ADR - არბიტრაჟი კომიტეტი, თავმჯდომარე - ლაშა არველაძე, თანა-თავმჯდომარე - ნინო მელაძე;
    10. მედიაციის განვითარების კომიტეტი, თავმჯდომარე - თორნიკე ბაქრაძე, თანა-თავმჯდომარე - თამთა დევდარიანი;
    11. ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - გიორგი მდინარაძე, თანა-თავმჯდომარე - ონისე მარგიანი;
    12. საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარე - ქეთევან ანდღულაძე, თანა-თავმჯდომარე - გიორგი კონდახიშვილი;
    13. არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - არჩილ კაიკაციშვილი, თანა-თავმჯდომარე - მარიამ საბიაშვილი;
    14. ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტი, თავმჯდომარე -ოთარ კაჭკაჭიშვილი, თანა-თავმჯდომარე - მალხაზ ლაფაჩი;
    15. რეგიონებთან ურთიერთობის კომიტეტი, თავმჯდომარე - დარიკო თორდია, თანა-თავმჯდომარე - ფრიდონ სიხუაშვილი;
    16. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტი, თავმჯდომარე -        ანა ჯალაღონია, თანა-თავმჯდომარე - ზვიად თავაძე;
    17. ადვოკატთა სოციალური დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე - ელგუჯა ჩხაიძე, თანა-თავმჯდომარე - ვაჟა ჯაოშვილი;
    18. პრო ბონო სერვისების კომიტეტი, თავმჯდომარე - ელზა ლეშკაშელი, თანა-თავმჯდომარე - ლია მასიკაშვილი;
    19. რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია, თავმჯდომარე - თამაზ ჯალიაშვილი.

     

     
    სრულად წაკითხვა
  • 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

    14 იანვარი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, პატრიოტიზმის გაღრმავებისა, დემოკრატიული ცვლილებებისთვის.

     საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა კორპუსს ულოცავს ამ მნიშვნელოვან დღეს.

    საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავრი სიმბოლო–დროშა, თითოეული ადამიანის წარმოსახვაში დაკავშირებულია სამშობლოსთან, ოჯახთან, მოქალაქეთა ყოველდღიურ საქმიანობასთან.

    საქართველოსსახელმწიფოდროშა — საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებული ქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებას დაესწრო

    20 ივლის, თბილისში ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა  დავით ასათიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველოს უფროსმა ლილიტ დანეგიან-ბოსლერმა.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დავით ასათიანმა განაცხადა: ,, ევროპის საბჭოს აღნიშნული დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი და დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნდობა მართლსაჯულების სისტემისადმი, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება. იურიდიული პროფესიის აზრი და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ რეალური და არსებითი რეფორმების განხორციელება ერთადერთი და გარდაუალი გზაა დაკარგული ნდობის აღსადგენად. ძლიერი იურიდიული პროფესიის და დამოუკიდებელი ადვოკატურის გარეშე კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება წარმოუდგენელია“.

    შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა,  ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა: ევროპის საბჭოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპოს საბჭომ უდიდესი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ჩვენი საქმიანობის ისეთი მიმართულებების გაძლიერების საქმეში, როგორებიცაა ასოციაციის ინსტიტუცური განვითარება, ადვოკატთა პროფესიულიკვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები, რომლის შედეგადაც  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა ერთგვარი რეგიონალური ლიდერი, ადვოკატთა თვითმმართველობის მისაბაძი მოდელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და აზიის გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებისათვის. თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ქვეყნების ადვოკატურის წარმომადგენლები როგორებიცაა მაგალითად: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა საერთო ფორმატებში მონაწილეობა ყოველთვისუდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

     

    ჩვენთვის ძალზედ ფასეულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერა ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების მოდელის დანერგვის მიმართულებით. ესაა დიდი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ადვოკატის პროფესიაში მიღებისა და ასოციაციის ბაზაზე სავალდებულო სტაჟირების ორგანიზებას, რაც წარმატებული მოდელია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმში სექტემბრიდან დაიწყება და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იურიდიულ პროფესიას შემოუერთდებიან მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატები. მოხარულნი ვართ, რომ ევროპის საბჭო კვლავაც მხარს დაუჭერს ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების პროექტს და ადვოკატის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბების ჩვენეულ ინიციატივას.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიზანია: სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და განხორციელების მხარდაჭერა; საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.

     პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლა

    დღეს, ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის ფარგლებში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა.

     

    შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის წევრად რუსეთის ფედერაციის ადვოკატთა ასოციაციის მიიღება და ორგანიზაციის შემდეგომი განვითარება და გაფართოვება. სხდომას, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი, მეტინ ფეიზოღლუ უძღვებოდა, რომელმაც ამავე დღეს, ქართველი ადვოკატებისათვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე-„ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.

     

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანარ ბაგიროვი, თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. ამავე დღეს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

     

    TURK-AV აერთიანებს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას და მილიონზე მეტ ადვოკატს. როგორც ცნობილია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მოცემული გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია.

     
    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან

    20 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში,ადვოკატთა ასოციაციის  საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა თინათინ ქარსელაძემ  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს. 

    შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს 2017 წლის პროფესიაში მიღების გამოცდების შედეგები უნივერსიტეტების მიხედვით, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 2018 წელს დაგეგმილი საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამას. შეხვედრის დასასრულს  სტუმრებს გადაეცათ  საქართველოში   ამერიკის   შეერთებული  შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) მიერ მომზადებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სანიმუშოდ შემუშავებული კაზუსების კრებული.

    სრულად წაკითხვა
  • მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ საქმიანი შეხვედრა გაიმართა

    18 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი და მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ავალიანი „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის წევრებს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების შესახებ რეფორმის შედეგებსა და პერსპექტივებზე, სასამართლო რეფორმის ძირითად ტენდენციებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.  

    დავით ასათიანმა განაცხადა, რომ ეფექტიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესის გაგრძელება. ადვოკატთა ასოციაციაა ქტიურ მონაწილეობას მიიღებს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთ-ერთი მთავარი რგოლის გაძლიერების მიმართულებით.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა

    26 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.

     

    პატრიარქმა დავით ასათიანს ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩევა მიულოცა და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობითა და ინსტიტუციური განვითარებით დაინტერესდა. დავით ასათიანმა კათოლიკოს-პატრიარქს ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ადვოკატთა ასოციაციის მიღწევებზე, მიმდინარე რეფორმებსა და პროფესიული სტანდარტის ასამაღლებლად დასახულ გეგმებზე ესაუბრა.

     

    შეხვედრის დასასრულს, პატრიარქმა სრულიად საქართველოს ადვოკატთა კორპუსი დალოცა, ხაზი გაუსვა ადვოკატების როლის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დაცვის პროცესში და წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

     
    სრულად წაკითხვა
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

    30 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებს  ასოციაციის  თავმჯდომარე, დავით  ასათიანი  შეხვდა.

    კლუბის წევრები გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.

    შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, გიორგი ტურაზაშვილი და მარიამ კუბლაშვილი. ასევე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ჯალაღონია.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების საშობაო საჩუქარი ბავშვთა ჰოსპისს გადაეცა

    9 იანვარს,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის და სოციალური კომიტეტის ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს სახელით ბავშვთა ჰოსპისს საშობაო საჩუქარი–ბატუტი გადაეცა.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მოწოდებულია აქტიურად ჩაერთოს სოციალურ პროექტებში.  აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ჰოსპისის შენობას, მოინახულეს პაციენტები და  სამომავლოდ, ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებაც  დაგეგმეს.

     

    2017 წლის იანვრიდან თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი  ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება.

     

    პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვანია იმ მომენტიდან, როდესაც დგინდება, რომ დაავადება  მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ ასპექტებს, რაც პაციენტებს და მათ ოჯახებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვებს და მათ ოჯახებს დაავადებით გამოწვეული  ტკივილი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმსუბუქონ და ოცნებები აუხდინონ.

     

    საქართველოს ბავშვთა ჰოსპისი ინდივიდუალური და კერძო დონაციებით არსებობს.

     
    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან

    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემატური საკითხები, რომელიც უკავშირდება ადვოკატების ურთიერთობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, მათ შორის, ადვოკატების შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათი პირადი შემოწმება და ამ მხრივ თანამედროვე საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა და ადვოკატებსა და კლიენტებს შორის შეუფერხებელი კომუნიკაციის საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პრობლემების უკეთ გაანალიზებისა თუ გადაჭრის მიზნით, შეიქმნას ერთობლი
    სამუშაო ჯგუფი. ასევე, შეხვედრაზე საერთო საგანმანათლებლო პროგრმების დაგეგმვისა და განხორციელების გზებზეც იმსჯელეს.

    კახა კახიშვილმა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩვევა მიულოცა და ბოლო პერიოდში სისტემაში გატარებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, დავით ასათიანმა მინისტრს გააცნო ის
    გეგმები და პროექტები, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ახლო მომავალში განახორციელებს.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

    დღეს, ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება  დავით ასათიანს ოფიციალურად გადასცა, რის შემდეგ მედიისთვის  განცხადებები გაკეთდა.

    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა განაცხადა ,,ჩვენ ახალ ხარისხობრივ ეტაპზე ავიყვანთ ადვოკატთა ასოციაციაციას და მთლიანად ადვოკატთა კორპუსს თავისი განსწავლულობით, ტრენინგებითა და ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მალე ამ რეფორმების შედეგად, გვექნება
     ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში”. 

    ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა თავისი საქმიანობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე და აღნიშნა ,, ძალიან ამაყი ვარ, რომ რვა წლის განმავლობაში ვიყავი ადვოკატთა ასოციაციას თავმჯდომარე. როდესაც გავხდი თავმჯდომარე ასოციაცია  იყო დაჩაჩანაკებული, ვალებში ჩაფლული და დღეს ვტოვებ შენობაში, რომელიც ჩემი თამჯდომარეობის პერიოდში შევიძინე".

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

    „ვფიქრობ, დროაკონკურენციისმარეგულირებელიკანონმდებლობის დეტალური, სიღრმისეული და გაფართოებულიგანხილვა გავაძლიეროთ. აზრთა სხვადასხვაობის, მსჯელობის, რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშაოთ ეფექტიანიკანონმდებლობა. დასაწყისშივე სწორად განვსაზღვროთ კონკურენციისპოლიტიკისის ძირითადი პრინციპები,  საერთაშორისო მიდგომები, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენიქვეყნისმომავალი განვითარებისათვის. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან დაწყებულია და დღევანდელი ჩვენი თანამშრომლობაც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფომებისას.

     

    ბატონმა დავით ასათიანმა პროგრესული უწოდა თანამშრომლობას და აღნიშნა : ,, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტოსთან მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რადგან ადვოკატები ყოველდღიურად ახორციელებენ კლიენტების და ბიზნესკომპანიების დაცვას და წარმოდგენას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონკურენტული ბაზრის არსებობას საქართველოში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  დაცული იქნას როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ასევე უცხოელი ინვესტორები“.

     

    მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფომების საფუძველი, პირველ რიგში, კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწის, ცვლილებების შემუშავების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის წევრთა აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობაა; ასევე კონკურენციის ადვოკატირების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, დაგეგმვა და ორგანიზება; კონკურენციის სფეროში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მეთოდური დახმარება, კვლევების წარმოება, კონსულტაციების გაწევა; ლექციების, პრეზენტაციების, სემინარების გამართვა საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მათ შორის, ასოციაციაში მომუშავე და დაინტერესებული წევრებისათვის, იურიდიული/საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენელთათვის, ბიზნეს-სექტორისათვის და ა.შ.

     
    სრულად წაკითხვა
  • ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პარტნიორი გახდა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის  დავით ასათიანისა და ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის  ენჯი კოგინსის შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება საქართველოში; საუკეთესო პრაქტიკისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამართალში, სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალში; ქართველი ადვოკატებისათვის პროფესიული უნარჩვევებისა და ტექნიკის გაზიარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თაობაზე; ასოციაციის როლის ამაღლება ზემოთ მითითებულ საკითხებში და ამ მიზნით კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების მოწყობა; მხარეთა დელეგაციების მუდმივი ორმხრივი ვიზიტები; საგანმანათლებლო კურსების შემუშავება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სამართლის მოცემულ მიმართულებებში.

    ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით უკვე ჩატარდა შეხვედრები აჭარაში, კახეთსა და თბილისში.

    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან

    ადვოკატთა ასოციციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს, სადაც მომავალი პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    დავით ასათიანმა ელჩს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობა, განვითარება და სიძლიერე დადებითად აისახება რეგიონში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების პროცესზე.

    ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლს კანონის უზენაესობის შენებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს ადვოკატთა ასოციაციის იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელიც უზრუნველყოფს მის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. 

    მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისთვის

    2017 წლის 11 ნოემბერს თურქეთში, ქ. ანკარაში თურქეთისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ადვოკატებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე შეთანხმდნენ, როგორიცაა განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერა და სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით.

    ქართველ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვთ მოცემული მემორანდუმის ფარგლებში მჭიდრო კავშირი დაამყარონ მეზობელი ქვეყნის კოლეგებთან და თავიანთი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია განათავსონ ორ ასოციაციას შორის განვითარებული ქსელის მეშვეობით.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე სამართლებრივ სირთულეებს განიცდიან, მიიღებენ სათანადო სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს და თურქეთის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მეშვეობით.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს

    ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პლენარულ სესიაზე,   ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს პრესტიჟული  ჯილდო გადაეცა, რომელიც წელისწადში ერთხელ გადაეცემა.

     

    ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.

     

    ეს  ზაზა ხატიაშვილის  და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაცია პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვით პროფესიულ სტანდარტს აუმჯობესებს

    30 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის მონაწილეებს, ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა  სერტიფიკატები გადასცა.

     

    დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა  ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

     

    სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველთა, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით.   

     

    საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვალდებული იქნება გაიაროს   სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა. პილოტურ სწავლებაში მონაწილეობა 30 მონაწილემ  მიიღო.

     

    ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით. 

    სრულად წაკითხვა

ასოციაციის ადმინისტრაცია

2 183 486







ეთიკის კომისიის ცხელი ხაზი

2 200 262







ფოტო გალერეა

საწყისი > ჩვენ შესახებ > პრესა და მედია > ფოტო გალერეა