.menu li:hover ul{ display:block; }
  • თიკო ქარსელაძე მუდამ დარჩება ჩვენს გულში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ადვოკატთა კორპუსი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის  დირექტორი თინათინ ქარსელაძე და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს.

    ძალიან რთულია, მასზე წარსულ დროში საუბარი. თიკო  იყო  ყველა ადვოკატისთვის უსაყვარლესი ადამიანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული უნარებით-ყოფილიყო გამორჩეულად კარგი თანამშრომელი, პროფესიონალი კოლეგა, გულისხმიერი მეგობარი.

    ქალბატონმა თიკო ქარსელაძემ უდიდესი როლი ითამაშა ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში. ნათელში იყოს მისი სული

    პანაშვიდი: 14,15 დეკემბერს
    მისამართი: ი.ნიკოლაძის 4. მეორე სადარბაზო.
    გამოსვენება: 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან.

    სრულად წაკითხვა
  • ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პარტნიორი გახდა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის  დავით ასათიანისა და ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის  ენჯი კოგინსის შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება საქართველოში; საუკეთესო პრაქტიკისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამართალში, სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალში; ქართველი ადვოკატებისათვის პროფესიული უნარჩვევებისა და ტექნიკის გაზიარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თაობაზე; ასოციაციის როლის ამაღლება ზემოთ მითითებულ საკითხებში და ამ მიზნით კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების მოწყობა; მხარეთა დელეგაციების მუდმივი ორმხრივი ვიზიტები; საგანმანათლებლო კურსების შემუშავება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სამართლის მოცემულ მიმართულებებში.

    ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით უკვე ჩატარდა შეხვედრები აჭარაში, კახეთსა და თბილისში.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს

    ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პლენარულ სესიაზე,   ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს პრესტიჟული  ჯილდო გადაეცა, რომელიც წელისწადში ერთხელ გადაეცემა.

     

    ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.

     

    ეს  ზაზა ხატიაშვილის  და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • ამერიკელმა ექსპერტებმა კახეთში მომუშავე ადვოკატებისთვის სემინარი ჩაატარეს

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთში ტრენინგი გამართა, რომლის მიზანიც რეგიონში მომუშავე ადვოკატებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მუშაობისთვის საჭირო უნარების ამაღლება იყო. სემინარი ადვოკატთა ასოციაციის საეღაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა გახსნა, რის შემდეგაც სასწავლო კურსი ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ჩაატარეს. ამერიკელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას ოთხი დღის განამვლობაში გაუზიარებენ.

    მსგავსი ტიპის სემინარების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც იგეგმება.

    სრულად წაკითხვა
  • უხუცესი ლეგენდარული ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად აიჩიეს

    საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის თავმჯდომარე  გიორგი თევზაძემ 2017 წლის ნოემბერს ადვოკატთა პროფესიულ დღეს,  

    საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის საპატიო წევრის  არჩევის საპატიო  სიგელი  და ღვთისმშობლის ხატი  საჩუქარად  გადასცა.  ლეგენდარულ ადვოკატს ადვოკატთა კორპუსის 

     

    მემატიანეს ადვოკატებისთვის  საამაყო მისაბაძ კოლეგას, საქართველოს ადვოკატთა

    დამოუკიდებელი  პროფკავშირისა  და ადვოკატთა კორპუსის  ერთ-ერთ  ღვაწლმოსილ და ღირსეულ წარმომადგენელს,   უხუცეს  ადვოკატს ქალბატონ ქეთევან  ნადაშვილს,  რომელიც 96  წელისაა და აქედან ადვოკატის  პროფესიაში აქტიური მოღვაწეობის  6 წელს ითვლის,  რადგან  მას როგორც ადვოკატს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის  საქართველოში ადვოკატის  ინსტიტუტის  განვითარებაში   და დღესაც აქტიურად განადრძობს ადვოკატის  პროფესიულ საქმიანობას.   როგორც  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის თავმჯდომარემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭოს წევრმა  გიორგი თევზაძემ   განაცხადა,    ,,  უდიდესია უხუცესი ადვოკატის ქალბატონ ქეთევან ნადაშვილის ღვაწლი   საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუტის განვითარებაში, მივესალმები საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის წევრთა ერთსულოვან გადაწყვეტილებას,  უხუცესი ადვოკატის  ქეთევან ნადაშვილის  ადვოკატთა დამოუკიდებელი  პროფკავშირის საპატიო წევრად   არჩევას,   ასევე ავღნიშნავ რომ უკვე  რამდენიმე  წელიარაც  საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღედ აღინიშნება, რაც  ადვოკატთა ასოციაციის   თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინიციატივითა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი,  ეს თარიღი  სიმბოლურად  შეირჩარადგან  სწორედ 8  ნოემბერს  დაიბადა ილია  ჭავჭავაძე,  რომელიც  პროფესიით  სწორედ   ადვოკატიც  გახლდათ, ამიტომაც  ყოველ წელს, ამ დღეს  ადვოკატთა კორპუსი, როგორც პროფესიულ დღეს  საზეიმოდ ავღნიშნავთ". 


        http://euronews.ge/უხუცესი-ადვოკატი-საქართვ/

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისთვის

    2017 წლის 11 ნოემბერს თურქეთში, ქ. ანკარაში თურქეთისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ადვოკატებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე შეთანხმდნენ, როგორიცაა განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერა და სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით.

    ქართველ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვთ მოცემული მემორანდუმის ფარგლებში მჭიდრო კავშირი დაამყარონ მეზობელი ქვეყნის კოლეგებთან და თავიანთი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია განათავსონ ორ ასოციაციას შორის განვითარებული ქსელის მეშვეობით.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე სამართლებრივ სირთულეებს განიცდიან, მიიღებენ სათანადო სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს და თურქეთის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მეშვეობით.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი

    საქართველოს პარლამენტმ აკონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების

    შეტანისშესახებ“, მესამემოსმენით, 117 ხმითმიიღო, სადაც 31-ემუხლისმე-3 პუნქტის  რედაქცია ჩამოყალიბებულია

    შემდეგნაირად: ,,3. დაცვისუფლებაგარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები

    პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში-წარმომადგენლის მეშვეობით

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია გამართა მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან

    28 სექტემბერს, ქუთაისში სასტუმროში ,,ბაგრატი“ , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით  მრგვალი მაგიდა (Bench Bar-ი) გაიმართა - დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის. 2017 წელს ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეცხრე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს: ,, ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის პრობლემატური საკითხები, დაზარალებულის უფლებების დაცვის გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.“

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აქტუალური და აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  დასავლეთ საქართველოს სასამართლოების მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების გამოცდილებას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა

     9-10 მარტს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნის თექვსმეტი  ადვოკატთა ეროვნული ორგანიზაცია მონაწილებდა.

     გენერალური ასამბლეის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ. გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, აირჩია აღმასრულებელი საბჭო და ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

    სასიხარულოა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბ-ნი დავით ასათიანი ერთხმად იქნა არჩეული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართველი ადვოკატების გამოცდილების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

     

    ასამბლეას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს–CCBE-ის ვიცე-პრეზიდენტი  ესწრებოდა, რომელმაც ახლადშექმნილი პროფესიული გაერთიანების მიმართ ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა დაადასტურა.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს

    22 მარტს სასტუმროში ,,რუმსი“ სამუშაო შეხვედრა  გაიმართა, რომელიც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაზრდილ იურისდიქციას,  არსებულ გამოცდილებას და გამოწვევებს ეხებოდა. 

    სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ კრისტიან ურსე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, პიტერ დენისი ატაშე, იუსტიციის პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის მდივანი, გიორგი გოგაძე  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

    ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დათუნა მოდებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში არსებული გამოცდილება და გამოწვევები. ასევე გაიმართა მსჯელობა თემებზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, მოსამართლის როლი ნაფის მსაჯულთა სასამართლოში ევროპაში,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ამერიკული გამოცდილება. 

    დისკუსიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრებმა, საქართველოს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

     

    შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატებისთვის სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტებთან ონლაინ ტრენინგი გაიმართა

    30 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან (სტრასბურგი–თბილისი) ტელეხიდის მეშვეობით  ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნერგავს ტრადიციას და უკვე მესამედ ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს   ონლაინ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა.

    სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს  შესთავაზეს ორსაათიანი  სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილეს ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

    სრულად წაკითხვა
  • უკრაინის ადვოკატთა სოციაციასთან თანამშრომლობა ფართოვდება

    2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს ადვოკატთა ასოციცაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, როგორც მოქმედი მედიატორი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ქალაქ კიევში გამართულ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში „მედიაციის პროცესი სასამართლოს საქმისწარმოებაში“.

    ირაკლი ყანდაშვილი მრგვალ მაგიდაზე  მოხსენებით წარსდგა, რომელიც  მედიაციის ქართულ მოდელს და მისი განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა. მან, ასევე, არსებული საქართველოს კანონის „მედიაციის შესახებ“კანონპროექტი მიმოიხილა.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და უკრაინის ადვოკატთა ასოციაცია მედიაციის მიმართულებით მჭიდრო და ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის და უკრაინელი მედიატორების მიერ.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში პროფესორი კონსტანტინე კორკელიას და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ბესარიონ ბოხაშვილის თანაავტორობით გამოცემული წიგნის ,,პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტები.  

     ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების პოპულარიზაციის კამპანიაში და ადვოკატთა კორპუსს შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ თემაზე შექმნილი სახელმძღვანელო ავტორისგან საჩუქრად მიეღო.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი ახალციხეში

    20 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ ახალციხეში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი ახალციხის უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სტრასბურგის სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით ქართველი ადვოკატებისთვის ტრენინგი გაიმართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა  პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით. სალექციო კურსი შეეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს ბოლო დროინდელ პრაქტიკას და ევროკონვენციის  მე-5 მუხლს.

     

    ასოციაციის პრიორიტეტებიდან და სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, ადვოკატებთან ერთად ტრენინგს, მომავალი ადვოკატები, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის  ოცი სტუდენტი ესწრებოდა. სამომავლოდ იგეგმება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტების და მომავალი ადვოკატების აქტიურად ჩართვა  ასოციაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

                       

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შედის ევროპის რამდენიმე ასოციაციათა ჩამონათვალში, ვისაც შესაძლებლობა ეძლევა თავის ადვოკატებს მსგავსი ტრენინგები შესთავაზოს. ეს რიგით მეოთხე ტელეხიდია ქართველი ადვოკატებისთვის.

     

    ევროპის საბჭოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტების მონაწილეობით  აქტუალურ საკითხებზე  ონლაინ  კონსულტაციები და ტრენინგები მომავალშიც გააგრძელდება.  

    სრულად წაკითხვა
  • ეთიკის კიმისიამ კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

    2017 წლის 22-23 აპრილს, „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტის „ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების“ ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის  ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ციცინო ცხვედიანმა და კომისიის წევრებმა - თეა ჭეიშვილმა და ქეთევან უტიაშვილმა გასვლითი შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და სიღნაღში. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის საქმიანობის, არსებული პრაქტიკული საკითხების და შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, პრობლემური საკითხების გამოკვეთა და შეხვედრაზე მყოფი ადვოკატებისათვის, კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა.

     

    შეხვედრას დაესწრო კახეთის რეგიონის ყველა რაიონში მოღვაწე ადვოკატი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირი ადვოკატები, ასევე, თელავის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეხვედრის ორი კონკრეტული ადგილისა, როგორც თელავში, ასევე, სიღნაღში მოწვეული იქნა ადვოკატები კახეთის სხვა რაიონებიდან, მათი მაქსიმალური ჩართულობისა და ინფორმირებულობისათვის.

     

    შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კომისიის საქმიანობა, დანიშნულება და მიზნის განმარტება, სადაც ხაზი გაესვა კომისიის საგანმანათლებლო და პრევენციულ საქმიანობასა და მიზანს. ეთიკის კომისიის წევრების მიერ დამსწრე ადვოკატებს განემარტათ დისციპლინური სამართალწარმოებისა და პრაქტიკის საკითხები, კერძოდ, მიეწოდათ ინფორმაცია საჩივრის ავტორებისა და საჩივრის სახეების, შესაძლო დარღვევების, არსებული პრაქტიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების შესახებ. შეხვედრების მიმდინარეობისას კომისიის წევრები პასუხობდნენ ადვოკატებს შეკითხვებს და მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში.

    შეხვედრა დამსწრე ადვოკატების მიერ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პრაქტიკის შესახებ. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა შეხვედრის ფორმატი - დისკუსია და კითხვა-პასუხი, რადგან შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალურად მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების ბოლოს დაფიქსირდა სურვილი, რომ, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართოს როგორც იგივე ქალაქებში, ასევე, რეგიონის სხვა ქალაქებშიც.

    „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტი გრძელდება. ეთიკის კომისიის წევრები მიმდინარე წლის განმავლობაში - მაისისა და ივნისის მიმდინარეობისას განახორციელებენ გასვლით შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

    ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ქართველ ადვოკატებს ღირსშესანიშნავ დღეს- 8 ნოემბერს, ადვოკატის დღეს ულოცავს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქართველი ადვოკატების დიდი მეგობარი, ქალბატონი მარია სლაზაკი  წერილში აღნიშნავს: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახლახანს გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევები შეუძლებელია არ დაფასდეს. ასოციაცია მუდმივად იდგა პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე, იცავდა საკუთარ დამოუკიდებლობას და იბრძოდა საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისათვის. პროფესიული საიდუმლოებისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვისას ბევრი ადვოკატი იდევნებოდა, განიცდიდა ზეწოლას და დაპატიმრებულებიც კი იყვნენ. თქვენი მოქმედებების წყალობით, უფლებათა დამცველები გადარჩნენ.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადვოკატთა განათლების განვითარების კუთხით.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს ადვოკატთა თანამეგობრობის წევრს, აქტიურად მონაწილეობს ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან ადვოკატის უფლებების ეფექტურად დაცვისა და პროფესიული განვითარებისათვის ახალი სისტემის დასანერგად.

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში (AEA-EAL) თქვენი გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები, რაც ინდივიდუალურ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს თანამშრომლობისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან საერთაშორისო კავშირების დამყარების ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს.“

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დისკუსია გამართა

    30 მაისს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეექვსე ღონისძიება, სადაც   ორივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:  სასამართლო მედიაცია - პრაქტიკა, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები, მოსამართლის  როლი  დისპოზიციურობისა  და შეჯიბრებითობის  პრინციპის კონტექსტში; მტკიცების ტვირთის გადანაწილება, მხარეთა მტკიცების ტვირთი; დაუშვებელი მტკიცებულებები.

     

    Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

     

    შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატების ახალი შესაძლებლობები - ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

    დღეს, 2017 წლის 31 ოქტომბერს ისრაელში, ქ. თელ-ავივში ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნებმა - თამარ საკერდოტმა და დავით ასათიანმა ასოციაციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობისმემორანდუმი გააფორმეს.

     

    გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაგროვილი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით, შეხვედრების მუდმივი ფორმირება განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერისათვის.

     

    ამავე მემორანდუმით მხარეებმა დაგეგმეს იურიდიული ფირმებისა და კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატთა ქსელის შექმნა ორ ქვეყანას შორის ადვოკატთა ურთიერთ-კავშირის გაძლიერებისათვის. მუდმივ ხასიათს მიიღებს ხელმომწერ ასოციაციებს შორის სამართლისა და ადვოკატის პროფესიის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება როგორც ადვოკატების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორების მონაწილეობით.

     

    მემორანდუმი საქართველოს და ისრაელის ადვოკატებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ორივე სახელმწიფოში აკრედიტებული სერტიფიკატები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

     

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისრაელის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების, ემიგრანტების, ვიზიტორების სამართლებრივ მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ისრაელის ადვოკატთა ასოციაციის სათანადო ჩართულობას ისრაელის საელჩოს მეშვეობით.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდაასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი.“მინდაჩვენი კორპუსის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და აქვე დავძენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • ტრენინგი თელავში

    28-29 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ თელავში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად. ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის დიდი საერთაშორისო აღიარება

    ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.

    ეს  ზაზა ხატიაშვილის  და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით

    საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის  დავით ასათიანის   განმარტებით: ,,საქართველოს  ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ჩვენ ვმონაწილეობდით ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იქნება მსოფლიოში მესამე ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ადვოკატის როლი და მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით იქნა განმტკიცებული. საკონსტიტუციო კომისიამ და აწ უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და კონსტიტუციის 31-ე მუხლში დაფიქსირდა მხარის უფლება, რომელიც სამართალწარმოებაში  წარმოდგენილი იქნება ადვოკატის მეშვეობით. ამავე მუხლში განისაზღვრა ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაც, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ადვოკატებს, ყოველგვარი უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის გარეშე თავისუფლად და ეფექტურად დაიცვან მოქალაქეების, ბიზნეს-კომპანიების, კლიენტების ინტერესები.

    კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სამართალდამცავი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, ვერც სახელისუფლებო, პოლიტიკური ანდა სხვა გავლენიანი ჯგუფები ვერ შეძლებენ ზეგავლენა მოახდინონ ადოკატზე და ჩაერიონ მის საქმიანობაში, ხოლო თუ მაინც ადგილი ექნება ადვოკატის მიმართ გადაცდომას, ეს იქნება მკაცრად აღკვეთილი. აღნიშნული საკონსტიტუციო გარანტიები უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და ხარისხიანი მართლსაჯულების განხორციელებისათვის. ეს ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას.

     ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რაც არავის მისცემს საშუალებას, რომ ადვოკატის უფლებები რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ადვოკატზე ზეწოლა განახორციელოს. ეს ძალზედ საჭიროა ინსტრუმენტია ადვოკატისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უხდება ოპონირება ძლიერ და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადვოკატები იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, საზოგადოებაში არაპოპულარულ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უპირისპირდება გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, წინასწარგანწყობილი მედია ჯგუფები და ამ დროს ადვოკატის პიროვნების დაცულობა და მისი ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია.

     

    ახალი საკონსტიტუციო ცვლილების მონაპოვარია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც იქნება თვითმმართველი, თვითრეგულირებადი  და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუ მომავალში რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდება სურვილი, რომ ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაცია რაიმე ფორმით შეზღუდოს, დაანაწევროს ან დაშალოს, რისი პრეცედენტებიც არაერთხელ გვქონდა ახლო წარსულში, იგი ამას ვეღარ შეძლებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო მაგალითები, როცა დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის შექმნიდან მალევე, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა რამდენიმე ასოციაციის შექმნით დაესუსტებინა და დაეკნინებინა საადვოკატო პროფესია. კონტიტუციაში შეტანილი ამ ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება ასეთი მაღალი კონსტიტუციური გარანტიების გამო. ამიტომაც, ეს კონსტიტუციური დებულება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპუსის არსებობისათვის“.

    სრულად წაკითხვა
  • ვიზიტი ბერლინში

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, ასოციაციის საერთაშორისო მდივნის ადვოკატი დავით ასათიანის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები: დათუნა მოდებაძე, მამუკა ნოზაძე, გია თევზაძე, ირაკლი ყანდაშვილი,  ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში, ქ. ბერლინი.
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან და ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან.
     შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და გეგმები.
    სრულად წაკითხვა
  • სენაკსა და ზუგდიდში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

    1-2 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აკრედიტებული სასამართლო მედიატორების დავით ასათიანის და ირაკლი ყანდაშვილის მიერ სენაკსა და ზუგდიდში მოქმედი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ადვოკატის როლი მედიაციაში".

     

    ტრენინგი ეხებოდა სასამართლო მედიაციის არსს, როგორც დავის გადაწყვეტის ახალ ალტერნატიულ მექანიზმს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ადვოკატის როლს, ფუნქციებს მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დასაცავად.  

     

    ტრენინგები მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

    სრულად წაკითხვა
  • სამუშაო შეხვედრა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ფორმატში შეხვდნენ საქართველოს საადვოკატო ბიუროების თავმჯდომარეს ციცინო ცხვედიანს და ასოციაციის გამგეობის წევრებს.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, გეგმები და პროფესიაში შემოსვლის სტადიაზე არსებული სტაჟირების ახალი წესები.
    სრულად წაკითხვა
  • კონფერენცია ბათუმში

    20-21 ივლისს ქ.ბათუმში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (სავაჭრო დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები, (CLDP) ორგანიზებით იმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს კონფერენციის პარტნიორ ორგანიზაციას, კონფერენციაში მონაწილე ყველა ადვოკატს კონფერენციაზე დასწრება ჩაეთვლება სავალდებულო განგძობადი იურიდიული განათლების კრედიტ საათებში.

    კონფერენციის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც 20 ივლისს კონფერენციის ფარგლებში გამართლ სესიას : „სადა შეფუთვა (Plain Packaging) -საქართველოს კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები და მათი გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე“ უძღვებოდა.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა განიხილეს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება  განიხილეს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა დავით  ასათიანმა  წარადგინა.


    ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ  სამოქალაქო  საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრება დავის საგნის არაუმეტეს 4%-ისა, არამართლზომიერი  შეზღუდვაა.

    აღნიშნული პროცესუალური დანაწესი არ შეესაბამება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართული პირების, უპირველესყოვლისა, თავად მხარის (მარწმუნებლის/კლიენტის), მისი ადვოკატის და ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან დაწესებული 4%-იანი შეზღუდვის გამო, ვერ ხორციელდება მოგებული მხარის მიერ რეალურად გაწეული სასამართლო ხარჯების სრულიად სამართლიანი ანაზღაურება და ამით  უკანონო  უპირატესობა ენიჭება წაგებულ მხარეს, რაც იწვევს ნაკლები ფინანსური რისკის პირობებში, საპროცესო უფლებების ბოროტად გამოიყენების წახალისებას. აღნიშნული ნორმით, უსაფუძვლოდ იზღუდება მოგებული მხარის უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

    ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დაწესებული 4%-იანი ბარიერი უნდა გაუქმდეს სრულად ანდა ალტერნატივის  სახით - გაიზარდოს  გონივრულ  მინიმუმამდე.

    იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. 

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებასთან მემორანდუმი გააფორმა

    2 ივნისს,  სასტუმრო ,,CITADINE CITY CENTER“-ში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას  შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

     

    მემორანდუმი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემომსვლელი პირებისათვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარებას, ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.

     

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილმა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთანების თავმჯდომარე  ციცინო ცხვედიანმა.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე მოქმედ ადვოკატს, ხოლო საქართელოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება აერთიანებს 80-ზე მეტ მოქმედ საადვოკატო ბიუროს.

    სრულად წაკითხვა
  • საჩუქარი ადვოკატებს

    ადვოკატთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების პოპულარიზაციის კამპანიაში და ადვოკატთა კორპუსს შესაძლებლობა აქვს აქტუალურ თემაზე შექმნილი სახელმძღვანელო ავტორისგან მიიღოს.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით კიდევ ერთი სიახლე დანერგა

    დღეიდან  ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი. დაამყარონ ადვოკატთა ასოციაციასთან ოფიციალური კომუნიკაცია. 
    განგრძობადი განათლების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებზე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, მოიძიონ დაგროვილი კრედიტებისა და გავლილი ტრენინგების თაობაზე ინფორმაცია და მარტივად განახორციელონ სასწავლო რესურსებზე წვდომა.
    ადვოკატთა ასოციაციის წევრები, სურვილის შემთხვევაში, ადვოკატის პროფილის მონაცემების (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, სპეციალიზაცია, სამუშაო გამოცდილება ა. შ). გასაჯაროებას და ძებნის სისტემაში მოთავსებას შეძლებენ, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მოიძიოს მისთვის სასურველი ადვოკატი. 
    ასევე, შესაძლებელი იქნება ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსის და მის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური საქმისწარმოების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და სხვ.
    პორტალზე შესასვლელი ლინკი განთავსდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე. 
    პორტალზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.

     პორტალი შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა საყურადღებოდ!

    22 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში,  გაიმართება პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით, სალექციო კურსი: სტრასბურგის სასამართლოს ბოლო დროინდელი პრაქტიკა და ევროკონვენციის  მე-5 მუხლი.
    ენა: რუსული/ინგლისური.
    მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს
    ტელ: (+ 995 32) 2987878/555070786/555010605/555007708
    სრულად წაკითხვა
  • ზაზა ხატიაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით პოლონეთში იმყოფება

     ვარშავაში,  პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,   სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა.

     

    ზაზა ხატიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ მედიის დამოუკიდებლობისთვის. ზაზა ხატიაშვილის გამოსვლის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებაზე კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებით ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში.

     

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. 

    სრულად წაკითხვა
  • მორიგი საერთაშორისო წარმატება - კიდევ ერთი გაფორმებული მემორანდუმი, ამჯერად ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციასთან

    ერთწლიანი მოლაპარკებების შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ამირალი ნაზირთან ქ. პარიზში ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

    აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, ქართველი ადვოკატებისთვის საერთაშორისო პარტნიორების წრე კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ახალი შესაძლებლობაა იმ ადვოკატებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჰონგ-კონგის, ჩინეთისა და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნების იურისდიქციით არიან დაინტერესებულები.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციამ სტაჟირების პილოტური პროექტის პრეზენტაცია გამართა

    15 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

    . ღონისძიება გაიხსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრის გიორგი ხატიძის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის მისალმებით.დღესვე გაიმართა პირველი ლექცია - ,,ადვოკატის უნარ-ჩვევები“. 

    ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.

    სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. 

    სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა. 

    USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს: http://georgia.usaid.gov

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაცის სასწავლო ცენტრში სტაჟირების პილოტური პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია გაიმართა

    25 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, სტაჟირების სისტემის პილოტური სწავლების პროექტის ფარგლებში, პირველი ლექცია ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა ჩაატარა. ლექციის თემა იყო ,,ადვოკატთა პროფესიული ეთიკა“, რომელსაც სტაჟიორები და ახლადგაწევრიანებული ადვოკატები დაესწრნენ.

    სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოსკანონში „ადვოკატთაშესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.

    ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.

    სრულად წაკითხვა
  • პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას ულოცავს.

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ ახალ თავებს მოიცავს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში.

     

    „ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთვის (CCBE) ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. CCBE აცნობიერებს და აფასებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განვითარებისა და გაღრმავების საქმეში. მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ ახალი კონსტიტუცია მოიცავს თავებს ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იურისტის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და დემოკრატიულ საზოგადოებაში იურისდიქციის სათანადო ადმინისტრირებისთვის. ეს შეუძლებელი იქნებოდა ღია და გულწრფელი თანამშრომლობის გარეშე საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულად კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის. CCBE მაღალ შეფასებას აძლევს ამ თანამშრომლობასა და იმ ფაქტს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიეცა შესაძლებლობა, იურიდიული პროფესიის კონსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

     

    CCBE ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც სავალდებულო სტაჟირების (საწყისი ტრენინგი) შემოღებას, ადვოკატთა უმაღლესი სკოლის დაარსებასა და ადვოკატთა პროფესიული გარანტიების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს. CCBE კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი კონსტიტუციის მიღებას. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტის, რატვენ გემელის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის  გაგზავნილ  წერილში.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ადვოკატთა და იურიდიულ საზოგადოებებს და მათი მეშვეობით, მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს. CCBE ევროპისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში ევროპის ადვოკატთა და იურიდიული პროფესიის საერთო ინტერესებს  წარმოადგენს.

    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal) წევრი გახდა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყნიდან,რომელიც გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal)  სრული წევრი.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პრეცედენტი და სხვა არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუხსნა გზა გახდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრები.  

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი წერილში აღნიშნავს: ,,მოხარული ვარ გაცნობოთ,  რომ ჩვენი ასოციაციის  შეცვლილი დებულების თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს და ადვოკატებს, უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სრული წევრის სტატუსით. შესაბამისად,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიღებულ იქნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში   სრული წევრის სტატუსით.

     

    ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სახელით,  მაქვს პატივი,  თქვენ და ქართველი ადვოკატები მიგიღოთ ჩვენს კოლეგებად და მეგობრებად, რომლებიც  ვიზიარებთ ერთიანი, ევროპული იურიდიული პროფესიის ღირებულებებს. 

     

    ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და წვლილს შეიტანს ახალი იდეების და  ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში, რაც არამხოლოდ ჩვენი ასოციაციებისთვის იქნება სასარგებლო,  არამედ, ასევე,  სხვა ქვეყნების ადვოკატებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას”.

     

     ადვოკატთა ევროპული ასოციაცია (EAL) დაფუძნდა 1986 წელს.  პროფესიული გაერთიანება მოწოდებულია ხელი შეუწყოს  ევროპის წევრი ქვეყნებისა და ასოციაციის წევრი ადვოკატთა ასოციაციების განვითარებას.

     

     30 წელზე მეტია, ევროპის სხვადასხვა კუთხეში, ასოციაცია ორგანიზებას უწევს თემატურ  სემინარებს და კონფერნციებს. ეს მოვლენები ხელს უწყობს საზოგადოების იდენტობის განვითარებას ევროპელ ადვოკატთა შორის,   ისინი ასევე უზრუნველყოფენ გამოცდილების გაზიარებას.

     

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა იმერეთში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ცირმარი ონიანი  იმერეთში დასაქმებულ ადვოკატებს შეხვდნენ.

     

     შეხვედრის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების, ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა,  ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, ეთიკის კომისიის გაძლიერება და ადვოკატთა უმაღლესი სკოლის ფორმირების ადვოკატებისთვის გაცნობა იყო.  

    სრულად წაკითხვა
  • გერმანელი და ქართველი ადვოკატები გერმანიასა და საქართველოში მედიაციის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ

    18 ოქტომბერს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ ,,მედიაცია გერმანიასა და საქართველოში“ დაიწყო მუშაობა.

     

    კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თბილისში ეკონომიკის, სამართლისა და საკონსულო საქმეთა განყოფილების უფროსმა ბ-ნი იოაჰიმ ჰექერმა, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადვოკატმა ვერონიკა ჰორერმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ადვოკატმა დავით ასათიანმა.

     

    კინფერენციაზე განიხილეს მედიაცია გერმანიასა და საქართველოში, მედიატორის საქმიანობის პროფესიულ-სამართლებრივი ასპექტები, მედიაციის კანონი, მედიაციის პრაქტიკული მოდელები: საპროცესო რისკების ანალიზი, როგორც მედიაცია/პირველი შეხება მედიაციასთან/კითხვები/კაზუსები.

     

     კონფერენცია ორგანიზებულია გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის(IRZ), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. 

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი დავით ასათიანი ევროკავშირის კომისიის ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკურ ოფიცერს ადრიანო მარტინზიოს შეხვდა

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ადამიანის უფლებათა დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დისკუსია წარიმართა ადვოკატის უფლებების შესახებ, პოზიტიურად შეფასდა საქართველოში ბოლო დროს ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და საკონსტიტუციო გარანტიები, საუბარი შედგა ადვოკატის უფლებების უფრო მეტად განმტკიცებასა და დაცვაზე.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის ახალი რედაქციის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ პარლამენტი სწრაფად მოახდენს ამ რედაქციის იმპლემენტაციას.

    სრულად წაკითხვა
  • ადვოკატთა საყურადღებოდ!

    ძვირფასო ადვოკატებო, პროფესორი კონსტანტინე კორკელიას და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლის ბესარიონ ბოხაშვილის თანაავტორობით გამოიცა წიგნი : "პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები".
    სახელმძღვანელო გამოიცა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის მიერ; წიგნი გამოიცა გამომცემლობა "იურისტების სამყაროს" მიერ.
    ავტორებმა 200 ცალი ეგზემპლარი საჩუქრად გადმოსცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დაინტერესებულ ადვოკატებს წიგნებს გადასცემს საჩუქრად ავტორებთან შეთანხმებით.
    სრულად წაკითხვა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პორტალის სახით კიდევ ერთი სიახლე დანერგა

    9 ნოემბერს გაიმართა თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი - დავით ასათიანი. როგორც ცნობილია, TURK-AV აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას.

    სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის კომიტეტების ფორმირება, დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ცენტრის შექმნა, ა.შ. სასიხარულო და საამაყოა, რომ დავით ასათიანის ინიციატივით, TURK-AV-ის აღმასრულებელი საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

    ერთხმად იქნა მხარდაჭერილი დავით ასათიანის მორიგი ინიციატივა ადვოკატთა საერთაშორისო ქსელის - “იპოვეთ ადვოკატი” (“Find a Lawyer”) შექმნის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადვოკატები შეძლებენ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ პორტალზე განათავსონ საკუთარი მონაცემები.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი თურქეთის გენერალურ პროკურორს, მეჰმეთ აქარჯასა და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტს, ისმაილ რუშთუ ჯირითს შეხვდა, სადაც მათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    დავით ასათიანმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მავზოლეუმი.

    “ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ათათურქის ხსენების დღეების ფარგლებში მიღწეულ იქნა მასშტაბური ნოვატორული შეთანხმებები. მოხარული ვარ ქართველ ადვოკატებს ვაცნობო, რომ მათ უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ მეტი შესაძლებლობები საკუთარი პრაქტიკის განვრცობისა. ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი, კიდევ ერთი შესაძლებლობა კორპუსის თითოეული წევრისთვის.” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • ქართველი ადვოკატები აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის ადვოკატთა ქსელში ჩაერთვებიან

    9 ნოემბერს გაიმართა თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი - დავით ასათიანი. როგორც ცნობილია, TURK-AV აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას.

    სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის კომიტეტების ფორმირება, დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ცენტრის შექმნა, ა.შ. სასიხარულო და საამაყოა, რომ დავით ასათიანის ინიციატივით, TURK-AV-ის აღმასრულებელი საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

    ერთხმად იქნა მხარდაჭერილი დავით ასათიანის მორიგი ინიციატივა ადვოკატთა საერთაშორისო ქსელის - “იპოვეთ ადვოკატი” (“Find a Lawyer”) შექმნის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადვოკატები შეძლებენ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ პორტალზე განათავსონ საკუთარი მონაცემები.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი თურქეთის გენერალურ პროკურორს, მეჯმეთ აქარჯასა და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტს, ისმაილ რუშთუ ჯირითს შეხვდა, სადაც მათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    დავით ასათიანმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მავზოლეუმი.

    “ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ათათურქის ხსენების დღეების ფარგლებში მიღწეულ იქნა მასშტაბური ნოვატორული შეთანხმებები. მოხარული ვარ ქართველ ადვოკატებს ვაცნობო, რომ მათ უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ მეტი შესაძლებლობები საკუთარი პრაქტიკის განვრცობისა. ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი, კიდევ ერთი შესაძლებლობა კორპუსის თითოეული წევრისთვის.” - განაცხადა დავით ასათიანმა.

    სრულად წაკითხვა
  • დავით ასათიანი ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებას დაესწრო

    20 ივლის, თბილისში ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა  დავით ასათიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველოს უფროსმა ლილიტ დანეგიან-ბოსლერმა.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დავით ასათიანმა განაცხადა: ,, ევროპის საბჭოს აღნიშნული დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი და დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნდობა მართლსაჯულების სისტემისადმი, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება. იურიდიული პროფესიის აზრი და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ რეალური და არსებითი რეფორმების განხორციელება ერთადერთი და გარდაუალი გზაა დაკარგული ნდობის აღსადგენად. ძლიერი იურიდიული პროფესიის და დამოუკიდებელი ადვოკატურის გარეშე კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება წარმოუდგენელია“.

    შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა,  ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა: ევროპის საბჭოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპოს საბჭომ უდიდესი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ჩვენი საქმიანობის ისეთი მიმართულებების გაძლიერების საქმეში, როგორებიცაა ასოციაციის ინსტიტუცური განვითარება, ადვოკატთა პროფესიულიკვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები, რომლის შედეგადაც  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა ერთგვარი რეგიონალური ლიდერი, ადვოკატთა თვითმმართველობის მისაბაძი მოდელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და აზიის გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებისათვის. თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ქვეყნების ადვოკატურის წარმომადგენლები როგორებიცაა მაგალითად: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა საერთო ფორმატებში მონაწილეობა ყოველთვისუდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

     

    ჩვენთვის ძალზედ ფასეულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერა ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების მოდელის დანერგვის მიმართულებით. ესაა დიდი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ადვოკატის პროფესიაში მიღებისა და ასოციაციის ბაზაზე სავალდებულო სტაჟირების ორგანიზებას, რაც წარმატებული მოდელია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმში სექტემბრიდან დაიწყება და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იურიდიულ პროფესიას შემოუერთდებიან მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატები. მოხარულნი ვართ, რომ ევროპის საბჭო კვლავაც მხარს დაუჭერს ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების პროექტს და ადვოკატის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბების ჩვენეულ ინიციატივას.

     ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიზანია: სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და განხორციელების მხარდაჭერა; საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.

     პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    სრულად წაკითხვა
  • შეხვედრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან

    20 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში,ადვოკატთა ასოციაციის  საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა თინათინ ქარსელაძემ  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს. 

    შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს 2017 წლის პროფესიაში მიღების გამოცდების შედეგები უნივერსიტეტების მიხედვით, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 2018 წელს დაგეგმილი საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამას. შეხვედრის დასასრულს  სტუმრებს გადაეცათ  საქართველოში   ამერიკის   შეერთებული  შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) მიერ მომზადებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სანიმუშოდ შემუშავებული კაზუსების კრებული.

    სრულად წაკითხვა

გაწევრიანებისთვის საჭირო საბუთები

საწყისი > ასოციაციის წევრობა > გაწევრიანებისთვის საჭირო საბუთები
საჭირო საბუთები
ადვოკატთა ასოციაციის წესდების 8.2 პუნქტის თანახმად, ასოციაციაში გასაწევრიანებლად, პირმა განცხადებასთან ერთად ასოციაციის სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
დიპლომი იურიდიული განთლების შესახებ;
ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ;
პირადობის მოწმობის ასლი
ავტობიოგრაფია ან CV;
4 ფერადი  ფოტო სურათი, 3X4;
სერტიფიკატის დედანი და ასლი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
1 ფოტო სურათი CD დისკზე
გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადის ქვითარი. 2017 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 50 ლარი.
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი VTB Bank Georgia
ანგარიშის GE85VT6600000062693608 
ბანკის კოდი UGEBGE22
ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი  202 255 692
დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით: 2 22 46 54
 
იხილეთ განაცხადის ფორმა 1
იხილეთ განაცხადის ფორმა 2