.menu li:hover ul{ display:block; }
  • Condolences in regards to passing away of Ms. Lucy Dupong

    On behalf of Georgian Bar Association I would like to extend our deepest sympathy and heartfelt condolences on the passing of Mrs. Lucy Dupong.

    She was indeed an extraordinary, kindhearted, benevolent person and outstanding professional.  Mrs. Dupong demise is an immeasurable loss, her contributions to the legal profession will not be easily forgotten. She will be sorely missed.

    During this difficult and challenging times we pay heartfelt homage to the departed soul. Our hearts go out to her family, as well as to her friends and her colleagues.

    Once again with a tremendously heavy heart and respect we send our sincere condolences to Mrs. Dupong family.

     

     

    My sincere condolences.

     

     

    Zaza Khatiashvili

    Chairman of Georgian Bar Association

    Read more

F.A.Q

HOME > About Us > F.A.Q


1. რა საბუთებია საჭირო ასოციაციაში გაწევრიანებისთვის?

1. დიპლომი იურიდიული განათლების შესახებ;
2. ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ;
3. პირადობის მოწმობის ასლი
4. ავტობიოგრაფია ან CV;
5. 4 ფერადი ფოტო სურათი, 3X4;
6. სერტიფიკატის დედანი და ასლი;
7. ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
8. 1 ფოტო სურათი CD დისკზე
9. გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადის (50) ქვითარი.

2. რას ნიშნავს ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, მე-10 მუხლის, 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის“თანახმად, პირს, რომელიც განცხადებით მომართავს ასოციაციას გაწევრიანების შესახებ, უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

3. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი რა რაოდენობით იხდის წლის საწევრო გადასახადს? 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების, 29-ე მუხლის, 29.3 პუნქტის თანახმად, ასოციაციაში პირველად გაწევრიანებული პირი იხდის გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადს შემდეგი განრიგით: 1 მაისამდე გაწევრიანებული პირი იხდის – 150 (ასორმოცდაათ) ლარს, 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე - 100 (ას) ლარს, 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 50 (ორმოცდაათ) ლარს.

4. რა გრაფიკით ხდება ასოციაციის წევრის მიერ წლიური საწევრო გადასახადის გადახდა?
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების, 29-ე მუხლის, 29.3 პუნქტის თანახმად, ასოციაციის მოქმედი წევრი ყოველი მომდევნო წლის საწევრო შენატანის გადახდას ახორციელებს ყოველწლიურად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.

5. განაცხადის შეტანიდან რამდენ ხანში მიიღება გადაწყვეტილება პირის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, 26-ე მუხლის, 1 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ, რომელზეც განიხილება განცხადებები ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ;

6. ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებიდან, რამდენ ხანში გაიცემა საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა?
აღმასრულებელი საბჭოს მიერ გაწევრიანების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ.

7. რამდენი ხანი აქვს ვადა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ,მე-11 მუხლის, მე-11 პუნქტის თანახმად, ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.

8. რა პროცედურაა საჭირო ასოციაციის წევრობის შეჩერებისთვის/აღდგენისთვის?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, 212 მუხლის, 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატმა პირადი განცხადება ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ და ადვოკატის მოწმობა უნდა წარადგინოს ასოციაციაში. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

პირადი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ასოციაციის წევრობის აღდგენის შემთხვევაში, პირმა განცხადებასთან ერთად ასოციაციაში უნდა წარადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.

9. აქვს თუ არა უფლება ნასამართლობის მქონე პირს გაწევრიანდეს ასოციაციაში?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, მე-10 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. რა პროცედურაა გასავლელი ასოციაციის სტაჟიორთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად?
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ, მე-16 მუხლის, 1 პუნქტის თანახმად, ადვოკატთან ან საადვოკატო ბიუროში სტაჟირების გასავლელად, პირმა სტაჟიორად გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, სტაჟიორის რეგისტრაციის ფორმასთან ერთად ასოციაციაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
• ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ადვოკატის მიერ გაცემული ცნობა პირის სტაჟიორად გამწესების შესახებ.

11. ითვლება თუ არა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის სტაჟად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გავლილი სტაჟირება?
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გავლილი სტაჟირება (ადვოკატთან, საადვოკატო ფირმაში, სასამართლოში და ა.შ) არ ითვლება გაწევრიანებისთვის საჭირო სტაჟად.

12. რა პროცედურაა საჭირო დაზიანებული ადვოკატის მოწმობის აღდგენისთვის?

ადვოკატის მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ადვოკატმა განცხადებასთან ერთად ასოციაციაში უნდა წარადგინოს 15 ლარიანი ქვითარი. სპეციალიზაციის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი, რომლის საფუძველზეც ითხოვს სპეციალიზაციის შეცვლას და 15 ლარიანი ქვითარი. განახლებული მოწმობის აღება შესაძლებელია 2 სამუშაო დღეში.

13. სავალდებულო თუ არა ორდერზე ბეჭდის დასმა?
ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ადვოკატთა ასოციაციის წევრის ორდერის სავალდებულო მოთხოვნები: 
ა) იურიდიული ფირმის, ბიუროს, ადვოკატის დასახელება, მისამართი. ორდერის გაცემის ნომერი;
ბ) დოკუმენტის დასახელება _ ორდერი;
გ) ადვოკატი_ სახელი, გვარი, სიითი ნომერი;
დ) იურიდიული ფირმა _ სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი;
ე) დავალების შინაარსი (უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულების ადგილს ან ორგანოს);
ვ) ორდერის გამცემი პირის ხელმოწერა;
ზ) ორდერის მოქმედების ვადა;

14. რა შეღავათები ვრცელდება ადვოკატებზე?
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ადვოკატის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე 100 ლარიანი შეღავათები ვრცელდება: 
ა). მრავალშვილიან დედებზე (ვისაც ჰყავს სამი ან სამზე მეტი შვილი); 
ბ). პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებზე;
გ) ადვოკატებზე, რომლებსაც გააჩნიათ რეგიონის საგადასახადო ორგანოში ფიზიკურ/იურიდიულ პირად რეგისტრაციის გადამხდელის მოწმობა; ასევე, ადვოკატებზე, რომლებიც პროფესიული საქმიანობის ანაზღაურებას ხელფასის სახით იღებენ რეგიონებში რეგისტრირებულ საადვოკატო ბიუროებში, ფირმებში, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონალურ ოფისებში.
დ) დევნილებზე და ომის ვეტერანებზე;
ე). საპენსიო ასაკის მქონე წევრებზე.

15. რა საბუთებია საჭირო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის?

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის, საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადების და ჩატარების სამდივნოს პირმა უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასატურებელი საბუთი ( დიპლომის ასლი ან იურიდიული განათლების დამადასტურებელი სხვა საბუთი);
2. ავტობიოგრაფია;
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
5. ტესტირებაში მონაწილეობის საფასურის (160 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.