.menu li:hover ul{ display:block; }

Hot Line

HOME > Ethics Commission > Hot Line
პატივცემულო ადვოკატებო!
„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“– JILEP –ისა და ს.ს.ი.პ.„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ამოქმედდა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის „ცხელი ხაზი“ - 2 200 262 ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციათა გაცემის მიზნით. 
„ცხელი ხაზი“ 2 200 262 მუშაობს ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 10:00 – 17:00 სთ. 
შესვენება 13:00 –15:00 სთ. 
მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ წევრს შეუძლია ეთიკის კომისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ან წერილობით დასვას ჰიპოთეტური შეკითხვა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე.
შეკითხვა უნდა აღწერდეს ჰიპოთეტურ ფაქტებს, შესაძლო ქმედებას და არ შეიცავდეს კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
წერილობითი შეკითხვით მომართვა შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, რომელზეც შესაბამის ვადაში, შეკითხვის სირთულის მიხედვით, წერილობით პასუხს გასცემს იურისტი, დისციპლინური კოლეგია ან ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობა
შეკითხვის ფორმა
„ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაკავშირების დროს, იურისტი ერთიან რეესტრში ამოწმებს ადვოკატის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სიით ნომერს, სპეციალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ისმენს ადვოკატის ჰიპოთეტურ შეკითხვას. 
ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის „ცხელი ხაზის“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ადვოკატსა და იურისტს შორის საუბარი იწერება.
იურისტი არ პასუხობს შეკითხვებს, რომელიც გამოქვეყნებულია ხშირად დასმული შეკითხვების სახით.    
რეკომენდაციის მომთხოვნი ადვოკატის ვინაობა კონფიდენციალურია.
რეკომენდაციები ქვეყნდება ასოციაციის ვებ-გვერდზე და ასოციაციის პერიოდულ გამოცემაში ადვოკატის იდენტიფიცირების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების VIII თავი. 
შეფასების ფორმა
 საკონტაქტო ინფორმაცია: ethicsrecommendations@gba.ge